ენა
დალაგება
თანამედროვე, ქართული, დეტექტივი
დეტექტივში მოქმედება ცნობილი ბიზნესმენის ოჯახის გარშემო ვითარდება. მძიმედ დაავადებულ ნავთობის მაგნატს უახლოეს ნათესავებში არ ეგულება პიროვნება, რომელსაც მშვიდად გადააბარებდა თავის საქმესა და ქონებას. თუმცა, ვითარება მოულოდნელად იცვლება - გამოჩნდება მემკვიდრე, რომლის მსგავსზეც ყოველთვის ოცნებობდა. ის ახალგაზრდა და ჭკვიანი ქალია...
კლასიკა, თარგმანი, ფანტასტიკა, საბავშვო
„მთვარის გარშემო“ ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის „დედამიწიდან მთვარემდე“ გაგრძელებაა.
კლასიკა, თარგმანი, რომანი
ფიოდორ დოსტოევსკის ბიძიას სიზმარი 1859 წელს გამოქვეყნდა. ნაწარმოები იშვიათი სიცხადით გადმოსცემს ადამიანური ურთიერთობების რთულ, სკანდალურ, ერთსა და იმავე დროს, ტრაგიკულ და კომიკურ ასპექტებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი მოხუცის ისტორია. ნაწარმოები წარმოადგენს ერთგვარ ფსიქოლოგიურ შედევრს, რომელსაც დღესაც დიდი ინტერესით ეცნობა თანამედროვე მკითხველი.
თანამედროვე, ქართული, დეტექტივი
დეტექტივი ციკლიდან „იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი“.
ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნებულ ივანე აბუსერისძეს ნადავლის სახით დიდძალი განძი ჩამოჰყოლია. სავარაუდოდ, მისი გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვაც ამ განძთანაა დაკავშირებული. 900 წლის მერე, განძის კვალს უკვე სულ სხვა ხალხი ადგას - მეცნიერები, კრიმინალები, გამომძიებლები და რაღა თქმა უნდა, თვითმარქვია დეტექტივი...
კლასიკა, ქართული, რომანი, ფანტასტიკა
მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბესტსელერი - ყველაზე სკანდალური და პოპულარული ქართული რომანი. სამეცნიერო ფანტასტიკა.
მომაკვდავი აკადემიკოსის ტვინს უნერგავენ დადამბლავებულ ახალგაზრდას, რომელიც კრიმინალი აღმოჩნდება.
ვინ იქნება ოპერაციის შემდეგ ეს ადამიანი? მოხუცი აკადემიკოსი? ახალგაზრდა კრიმინალი? თუ ვიღაც ახალი პიროვნება? ტვინი დაიმორჩილებს სხეულს, თუ სხეული ტვინს? და...
ქართული, რელიგია, მეცნიერება
„ქართული ლიტერატურის ისტორიის“ პირველი ტომი მოიცავს ძველ ქართულ სასულიერო მწერლობას.
კლასიკა, თარგმანი, ფანტასტიკა, საბავშვო
„დედამიწიდან მთვარემდე“ ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანია. მართალია, დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ პრიმიტიულად მოჩანს ავტორის წარმოდგენები კოსმოსის ათვისების სფეროში, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ნაწარმოების დაწერის თარიღს (1865), ავტორის ბევრი წინასწარმეტყველური მიხვედრა განსაცვიფრებლადაც კი მოგვეჩვენება.
კლასიკა, თარგმანი, რომანი
წინამდებარე ელექტრონული გამოცემა მოიცავს რომანის სრულ ტექსტს, ანუ ნაბეჭდი სახით გამოცემულ ორტომეულს.
„ძმები კარამაზოვები“ (1880) დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881) უკანასკნელი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. რომანი მოგვითხრობს კარამაზოვების ოჯახის ისტორიას და ეხება კაცობრიობისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი...
1 - 10, 275 წიგნიდან










