კრებულში შესული ნოველები წარმოადგენს მწერლის შემოქმედების კიდევ ერთ თემატიკას. ეს არის თანამედროვე სოფელი თავისი მცხოვრებლებითა და პრობლემებით. შეიძლება თავისებურად ჩაითვალოს ისიც, რომ ანტურაჟი შეცვლილია: კოლხურ-დასავლური გარემოს ნაცვლად თითქმის ყველა ნოველაში ჩვენ წინაშეა ქართლურ-აღმოსავლური მხარე. სოფელი დანახულია შიგნიდან, სიღრმიდან, გულისგულიდან. ნაჩვენებია ისე და ისეთად, როგორიც არის ამჟამად და, შესაძლოა, როგორიც იყო ყოველთვის: უშუალო, მოუხეშავი, მკაცრი და უაღრესად მიწიერი, ადამიანური.
    
        
            
    
    
    - ყდა
- თავფურცელი
-  მეამბოხე და მარტვილი (ივანე ამირხანაშვილი)
-  ვირისკაჭკა ანუ უფშვიტინე
-  მაიას ქორწილი
-  კვირაცხოველი
-  მაისის თოვლი
-  კიბე
-  „ბიჭო გოგიას“ შაშვი გალობს