კალათა

დეტალურად

მესისთვის ერთი კაცის მოტყუება ისევე იოლია, როგორც მზესუმზირის კნატუნი. იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, როცა რამდენიმე მეტოქე ეხვევა, თავისუფლად შეუძლია 4-5 მოწინააღმდეგისგან თავის დაღწევა და კარის დალაშქვრა. ასეთ ფეხბურთელებს ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის დიდ პატივს სცემდა. ვუყურებთ ლიონელ მესის ჯადოსნურ ოინებს და უფრო გვიყვარდება ფეხბურთი. მესისებრი ნიჭის ფეხბურთელი დედამიწაზე, შეიძლება, ბევრი დაბადებულა, მაგრამ ხუთი კაცის მოტყუების შემდეგ თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ვერ მისულა. რატომ? საინტერესოა, რა გზა გაიარა ლეომ, ვიდრე ჩემპიონთა თასს ოთხჯერ მოიგებდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ „ოქროს ბურთს“ კი ოთხჯერ აღმართავდა... ამ წიგნში სწორედ ის დაბრკოლებებით სავსე გზაა აღწერილი, რომელიც ვარსკვლავმა არგენტინის ქალაქ როსარიოდან ესპანეთის ქალაქ ბარსელონამდე, გახრიოკებული მოედნიდან „კამპ ნოუს“ ხასხასა მოედნამდე გაიარა. იყო დიდი ალბათობა, ავადმყოფობისა და უსახსრობის გამო პატარა ლეო ფეხბურთს ჩამოშორებოდა და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი საფეხბურთო ცაზე არც გამოჩენილიყო.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • რწყილი
  • თავი I - ბარსელონიდან როსარიომდე
  • თავი II - დაჭმუჭნილი ქაღალდიდან ტყავის ბურთამდე
  • თავი III - პატარა რწყილის ნაკბენი
  • თავი IV - არგენტინული ტრიუმფი
  • თავი V - ...ან „ნიუელს ოლდ ბოისი“
  • თავი VI - ქილა ერბო და „ფერარი სპაიდერი“
  • თავი VII - აიყვანთ, თუ „რეალს“ დავუძახოთ?!
  • თავი VIII - ბარსელონაში
  • თავი IX - აი, ნიღაბი, ბოს!
  • თავი X - სადაც გაამწესებთ, ყველგან გაამართლებს
  • თავი XI - მარადონასეული
  • თავი XII - არგენტინის დროშის ქვეშ
  • თავი XIII - შნიცელი + მატე + ალფახორე = 3 გოლს
  • თავი XIV- რესტარტი
  • თავი XV - ოლიმპზე
  • თავი XVI - როგორც თბილისის „დინამო“
  • თავი XVII - დადე რონი, ეგ ჯილდო მესისთვისაა
  • თავი XVIII - სიტჯესი და გამჟღავნებული საიდუმლო
  • თავი XIX - გერმანული კედელი
  • თავი XX - დიდ დიეგოსთან
  • თავი XXI - აი თასი, ოღონდ...
  • თავი XXII - ჩემპიონთა თასი მეოთხედ