კალათა

დეტალურად

სერია „ილიას ბიბლიოთეკა“ – ქართულ კულტურაში დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. როგორც ყოველი კაცის მოქმედების და მიმართულების ასახსნელათ უმთავრესი საგანი — მისი მიზანია, ისე ჟურნალის ხასიათის გამოსაკვლევათ მისი მიზნის გაცნობაა საჭირო. როცა ჩვენ გაცნობილი გვაქვს ვისიმე მიზანი და ის საშუალებები, ის გზა, რომლითაც ის თავის მიზნისკენ მიმართვას აპირებს, ჩვენ სრული სჯა შეგვიძლიან შევადგინოთ ამ პირის მიმართულებაზე და მოქმედებაზე. და რადგანაც ჟურნალის საქმეც ამნაირივეა, და მისი შრომა მით უფრო ადვილდება, რაც უფრო უკეთ და სრულათ გაცნობილი აქვს მკითხველს მისი მიმართულება, ჩვენ აქვე უნდა გამოვთქვათ მისი მიზანი, საშუალებები და მოქმედების გზა.
  • წინასიტყვაობა (ზაზა შათირიშვილი)
  • „კრებულის“ დანიშნულებაზე