„პოსტ/კლასიკა“ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის კვლევის ინსტიტუტის წიგნების სერია – ეს არის თანამედროვე მოკლე ტექსტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თეორიული აზროვნების განვითარებაზე. სერიის პირველ წიგნს წარმოადგენს იმანუელ კანტისა და მიშელ ფუკოს ტექსტების თარგმანი, რომლებიც ცდილობენ, პასუხი გასცენ შეკითხვას: „რა არის განმანათლებლობა?“. ამ ტექსტების მნიშვნელობა განმარტებულია გიგი თევზაძის წერილში, რომელიც წიგნის შესავალს წარმოადგენს.
    
        
            
    
    
    -  გიგი თევზაძე – „რა არის განმანათლებლობა?“
-  იმანუელ კანტი – პასუხი შეკითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?
-  მიშელ ფუკო – რა არის განმანათლებლობა?
-  გიგა ზედანია – ფუკო და კანტი: ერთი შეხვედრის ისტორია
- სქოლიო