კალათა

დეტალურად

ფელს ჩერჩის სკოლის ყველაზე პოპულარული გოგოს, ელენა გილბერტის გულს ქალაქის ახალი მკვიდრი, იდუმალი და სიმპათიური სტეფან სალვატორე იპყრობს, თუმცა ყმაწვილი ელენას ყურადღებას არ აქცევს. გოგონა მეგობრებთან ერთად ფიცს დებს, რომ რადაც უნდა დაუჯდეს, ბიჭს ხელში ჩაიგდებს. ქალაქში კი მდგომარეობა თანდათან იძაბება: სალვატორეს უფროსი და თავზეხელაღებული ძმა, დეიმონი, სტეფანზე შურისძიებას გეგმავს. სალვატორეების იდუმალი ოჯახი, უჩვეულო თავდასხმები, მკვლელობა ჰელოუინის წვეულებაზე, შავსამოსიანი უცნობი და უზარმაზარი ყვავი, რომელიც თვალს არ აშორებს, გოგონას მოსვენებას უკარგავს... „ვამპირის დღიურები“ ლიზა ჯეინ სმითის ფენტეზის ჟანრის რომანია, რომლის პირველი ნაწილი – „გამოღვიძება“ პირველად 1991 წელს დაიბეჭდა. 2009 წელს წიგნის მიხედვით ტელესერიალის პირველი სეზონი გადაიღეს, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებლის გული დაიპყრო. ქართულ ენაზე წიგნი პირველად ითარგმნება.
  • თავი პირველი
  • თავი მეორე
  • თავი მესამე
  • თავი მეოთხე
  • თავი მეხუთე
  • თავი მეექვსე
  • თავი მეშვიდე
  • თავი მერვე
  • თავი მეცხრე
  • თავი მეათე
  • თავი მეთერთმეტე
  • თავი მეთორმეტე
  • თავი მეცამეტე
  • თავი მეთოთხმეტე
  • თავი მეთხუთმეტე
  • თავი მეთექვსმეტე
  • სქოლიო