კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • პროლოგად ნათქვამი ეპილოგი
  • თავი I – ადამიანები, მიწა და ღმერთები...
  • თავი II – პტოლემაიოსები
  • თავი III – ფლეიტისტად დარჩენილი მეფე...
  • თავი IV – ეგვიპტურ-რომაული მოჯადოებული წრე
  • თავი V – დიონისიოსის ანდერძი და კლეოპატრას გამეფება
  • თავი VI – პირველი ნაბიჯები, პირველი მარცხი...
  • თავი VII – მკვდარი არ იკბინება
  • თავი VIII – პირველი დიდი რომაელი, ანუ კლეოპატრა და კეისარი
  • თავი IX – მოჩვენებითი ზავი სასახლეში...
  • თავი X – ალექსანდრიის ომი
  • თავი XI – ახალი ისიდა
  • თავი XII – ტრიუმფატორი და ალექსანდრიული ნადავლი
  • თავი XIII – კლეოპატრა და მარადიული რომი
  • თავი XIV – მარტის იდუსი
  • თავი XV – იულიუს კეისარი და მარკუს ანტონიუსი
  • თავი XVI – კეისრის გარეშე...
  • თავი XVII – მეორე დიდი რომაელი, ანუ კლეოპატრა და ანტონიუსი
  • თავი XVIII – იეროგამია – ღვთაებრივი ქორწილი ალექსანდრიაში
  • თავი XIX – Bellum Externum – გადამწყვეტი ომი
  • თავი XX – სიკვდილთან მოთამაშენი...
  • თავი XXI – განაჩენი
  • ეპილოგი
  • გამოყენებული ლიტერატურა