კალათა

დეტალურად

სამწერლო ინტუიცია მწერლის მთავარ იარაღს წარმოადგენს; იგი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც პირადი რწმენა, ავტონომიური რელიგია, მაგრამ მის გვერდით თანაარსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა სამწერლო ლოგიკა. ლიტერატურის ისტორიამ არაერთი შემთხვევა იცის, როცა მწერალს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გადაუხვევია წინდაწინ შედგენილი გეგმისგან; ამგვარ ფაქტებს სამწერლო ლოგიკით ვხსნით, რომელიც ავტორის პირად რწმენაზე ძლიერი აღმოჩნდა; იგი შეიძლება განისაზღვროს, როგორც უხილავი კანონზომიერების ინტუიტური განჭვრეტა. სწორედ ამ კონტექსტში ვაპირებთ რომან „დათა თუთაშხიას“ გაანალიზებას. ჩვენთვის უეჭველი ფაქტია, რომ ეს წიგნი მიეკუთვნება მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან და ამბიციურ ნაკადს. „დათა თუთაშხია“ დიდი რომანია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. გვგონია, რომ სალიტერატურო კრიტიკა ვალშია მასთან. მისი სრული, მონოგრაფიული ანალიზი მომავლის საქმეა. ჩვენ მიზნად ვისახავთ ნაწარმოების ცენტრალური იდეის გამოკვეთას, თუ როგორ ხსნის ჭაბუა ამირეჯიბი ყოფიერების საიდუმლოს, როგორია მისი პასუხები „წყევლა-კრულვიან“ კითხვებზე, როგორ არწმუნებს, საითკენ მიუძღვის მკითხველს.
  • გრაფი სეგედი
  • მუშნი ზარანდია
  • არქიფო (აბელ) სეთური
  • დიდი ინკვიზიტორი
  • დათა თუთაშხია
  • დედაზარდალი