კალათა

დეტალურად

საიდუმლო კუნძულზე გარიყული ხუთი მამაცი ადამიანის თავგადასავალი ერთგვარი გაგრძელებაა რომანისა „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“, რამდენადაც წყალქვეშ დატრიალებული უცნაური ამბების კვანძი სწორედ ამ საიდუმლო კუნძულზე იხსნება. რომანი იკითხება სულმოუთქმელად და მოგვითხრობს ინჟინერ სმიტისა და მისი მეგობრების შესახებ, რომლებიც ტყვეთა ბანაკიდან გაპარვას მოახერხებენ და აეროსტატით გაეცლებიან საომარ ტერიტორიას. ბედი მათ უკაცრიელ კუნძულზე გარიყავს, რომელსაც დაუღალავი შრომის, შეუპოვრობისა და გამომგონებლური ნიჭის წყალობით რამდენიმე წელიწადში აყვავებულ კარ-მიდამოდ გადააქცევენ. თუმცა, რომ არა ახალმოსახლეთა უხილავი მწყალობელი, ისინი დიდხანს ვერ გასტანდნენ - გმირები ამ უხილავ მწყალობელს წიგნის ბოლო გვერდებამდე ეძებენ, და თუ ვინ აღმოჩნდება ის საბოლოოდ, მკითხველი თავად ამოიცნობს, თუკი რომანში მიმობნეულ სამხილებს კვალდაკვალ მიჰყვება...
  • ნაწილი პირველი
    • თავი პირველი. კატასტროფა ჰაერში
    • თავი მეორე. რიჩმონდის ტყვეები
    • თავი მესამე. დაკარგული ინჟინრის ძიება
    • თავი მეოთხე. უკაცრიელ ნაპირზე
    • თავი მეხუთე. მხოლოდ ერთი ღერი ასანთი
    • თავი მეექვსე. ტყეში ნადირობა
    • თავი მეშვიდე. ინჟინერი სმიტი
    • თავი მერვე. სად ვიმყოფებით?
    • თავი მეცხრე. უხვი ნანადირვი
    • თავი მეათე. მთაზე მოგზაურობა
    • თავი მეთერთმეტე. "ბუხრებში" დაბრუნება
    • თავი მეთორმეტე. მოახალშენეთა საქმიანობა
    • თავი მეცამეტე. კუნძულის გეოგრაფიული მდებარეობა
    • თავი მეთოთხმეტე. მეტალურგიის საკითხი
    • თავი მეხუთმეტე. ისევ ბინის საკითხი
    • თავი მეთექვსმეტე. ქიმიური მრეწველობა
    • თავი მეჩვიდმეტე. საიდუმლო გამოქვაბული
    • თავი მეთვრამეტე. ტინის სასახლე
    • თავი მეცხრამეტე. გასაოცარი ნაპოვნი
  • ნაწილი მეორე. შერისხული
    • თავი პირველი. საიდან გაჩნდა საფანტი?
    • თავი მეორე. ზღვის საჩუქარი
    • თავი მესამე. კუნძულის გამოკვლევა
    • თავი მეოთხე. ტყეში
    • თავი მეხუთე. ტოპის აღმოჩენა
    • თავი მეექვსე. ტინის სასახლეს მტერი დაჰპატრონებოდა
    • თავი მეშვიდე. გეგმების განხორციელება
    • თავი მერვე. ბიძია ჯუპი
    • თავი მეცხრე. მინის დამზადება
    • თავი მეათე. ხომალდის აგება
    • თავი მეთერთმეტე. ჭის საიდუმლოებანი
    • თავი მეთორმეტე. მგლების იერიში
    • თავი მეცამეტე. თაბორის კუნძული
    • თავი მეთოთხმეტე. ქოხი ტყეში
    • თავი მეთხუთმეტე. უცნობი
    • თავი მეთექვსმეტე. უცნობის აღსარება
    • თავი მეჩვიდმეტე. ტელეგრაფი
    • თავი მეთვრამეტე. საბედისწერო წერტილი ფოტოგრაფიულ ფირფიტაზე
  • ნაწილი მესამე. კუნძულის საიდუმლოება
    • თავი პირველი. ხომალდი
    • თავი მეორე. სახიფათო დაზვერვა
    • თავი მესამე. მეკობრეთა თავდასხმა
    • თავი მეოთხე. რამ ააფეთქა ხომალდი?
    • თავი მეხუთე. მეკობრეები ხმელეთზე
    • თავი მეექვსე. კატორღელების თავდასხმა
    • თავი მეშვიდე. ჰერბერტი გადმოჰყავთ
    • თავი მერვე. შემაფიქრიანებელი ცნობა ნაბისაგან
    • თავი მეცხრე. მომაკვდინებელი ციება
    • თავი მეათე. კიდევ ერთი საიდუმლოება
    • თავი მეთერთმეტე. მოულოდნელი დასასრული
    • თავი მეთორმეტე. საიდუმლო მფარველის ძებნა
    • თავი მეცამეტე. ახალი გემის აგება
    • თავი მეთოთხმეტე. საიდუმლოებას ფარდა ეხდება
    • თავი მეთხუთმეტე. კაპიტანი ნემო
    • თავი მეთექვსმეტე. კაპიტან ნემოს ანდერძი
    • თავი მეჩვიდმეტე. რა გაანდო კაპიტანმა ნემომ ინჟინერ სმიტს
    • თავი მეთვრამეტე. კუნძულის შთანთქმა
    • თავი მეცხრამეტე. მოულოდნელი გადარჩენა