კალათა

დეტალურად

სერია „ილიას ბიბლიოთეკა“ – ქართულ კულტურაში დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. ამ ბროშურაში ახალი ქრისტიანული მსოფლმხედველობის ღვთისმსახურთა წერილები და ქადაგებებია მოყვანილი. ნახავთ, რომ არც ერთი მათგანი არ იცავს რუსეთის მართლმადიდებლურ მონარქიას, არამედ უპირისპირდებიან მას იქამდე, რომ ესალმებიან კიდეც თებერვლის რევოლუციას; თითოეული მათგანის აზრით, თავისუფლება უზოგადესი და უმთავრესი ღვთიური ნიჭია მთელი კაცობრიობისთვის და მისი რაიმენაირი შეზღუდვა, თუნდაც მართლმადიდებლობის სახელით, გაუმართლებელია; ეს იერარქები ხედავენ საშიშროებას, რომ შეიძლება დაირღვეს კავშირი ეკლესიასა და ერს შორის, სასულიერო წოდებასა და საერო წოდებას შორის, თუ ეკლესია არ გაითვალისწინებს ეროვნულ, უნიკალურ თვისებებს, ხალხის ფსიქიკას; თუ არ მისცემს მრევლს საეკლესიო ცხოვრებაში აქტიური ჩარევის უფლებას და ერთგვარად გაემიჯნება მას.
  • წინასიტყვაობა (ლევან გიგინეიშვილი)
  • არქიმანდრიტ ამბროსი ხელაის წერილი ეპ.ლეონიდესადმი (1906 14/02)
  • არქიმანდრიტ ამბროსის წერილი ეპისკოპოს დიმიტრის (აბაშიძე) წინააღმდეგ
  • კირიონ II წერილი ს. ჩივაძისადმი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ (1906 26/2)
  • საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი
  • საქართველოს პატრიარქ კირიონ II სიტყვა თქმული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო 1918 წ.
  • კირიონ II-ის სიტყვა ქართული უნივერსიტეტის გახსნისას (1918 26 /02)
  • სიტყვა, თქმული სვეტიცხოვლის ტაძარში ავტოკეფალიის წლის თავზე მიტროპოლიტ ლეონიდეს მიერ. (1918 15/03)
  • მიტროპოლიტ ამბროსი ხელაიას სიტყვა გიორგი შერვაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე (1918 2/09) ამონარიდები
  • ამბროსი ხელაის სიტყვა სოხუმის საკათედრო ტაძარში ქართული საზოგადოების წინაშე (1918 1/09)
  • ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსის სიტყვა დამფუძნებელი კრების მოწვევის წლისთავთან დაკავშირებით (1920 28/02)
  • ლეონიდე ოქროპირიძე „წერილები ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის შესახებ“ (უთარიღო)
  • კულტურულ კაცობრიობას გენუის კონფერენციაზე წარმოდგენილს
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, - ამბროსის წერილი საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარე კოტე ცინცაძისადმი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილ მემორანდუმთან დაკავშირებით (1922 26/07)
  • უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის სიტყვა სასამართლო პროცესზე.
  • ბიბლიოგრაფია