კალათა

დეტალურად

სოსო პაიჭაძის პროზა მრავალი თვალსაზრისით არის გამორჩეული, უწინარეს ყოვლისა კი არაორდინარული ზნეობრივი პრობლემების წამოჭრა-დამუშავებით, რაც ორიგინალური მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით ხდება... სოსო პაიჭაძე მოცულობითი სინტაქსური კონსტრუქციების არქიტექტორია, ინფორმაციით მეტისმეტად გაჯერებული ვრცელი სინტაქსური პერიოდებით მოგვითხრობს იგი თავისი პერსონაჟების უცნაურ თავგადასავლებს. ასე აღწევს ის რამდენიმე თანადროული მოვლენისა თუ განცდის, და მათთან ერთად ზოგჯერ, როცა საჭიროა, ადრე მომხდარისა თუ აწი მოსახდენის, ადრე განცდილისა თუ აწი განსაცდელის, ლამის სინქრონულად შეგზავნას მკითხველის ცნობიერებაში… ეს მოთხრობები შეეცდებიან გაგვიმძაფრონ სამყაროს იდუმალების განცდა, რათა მეტი ინტერესით შევხედოთ ქვეყნიერებასაც და საკუთარ თავსაც. – ლევან ბრეგაძე
  • მეთევზე
  • უკანასკნელი დუბლი
  • იროდიონი
  • ბაქანი „ბოტანიკური ბაღი“
  • სადღაც, გზის პირას
  • თბილი, გრძნეული წვიმა
  • სადაით დაეცი