კალათა

დეტალურად

შებრუნებული ძილის სიზმარი

თემურ ჩხეტიანი

გამომცემლობა ინტელექტი

პოეზია

რა შეიძლება ითქვას ახალი თემურ ჩხეტიანზე, „ჩუმ პოეტზე“ (როგორც საკუთარ თავს უწოდებს ხოლმე), რომლისთვისაც პოეზიის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არსებობს – ლექსი უნდა სუნთქავდეს. ავტორზე, რომელმაც პირველი პოეტური კრებული 27 წლის წინ, 1987 წელს გამომცემლობა „მერანში“ გამოსცა და მას შემდეგ პოეტის ბედისწერას თუ უბრალოდ ცხოვრების ქარტეხილებს სოფელ ვაჩნაძიანში უმკლავდება. თუმცა კი, ბოლო დროს, სოციალური ქსელის წყალობით ჩვენი ყოველდღიურობის აქტიური წევრი გამხდარა. „შებრუნებული ძილის სიზმარი“ თემურ ჩხეტიანის მეშვიდე კრებული გახლავთ. მისი პოეტური ენა კვლავაც შესაშურად სადა და ბუნებრივია, რაც დღევანდელი მძიმე ყოფისგან გადაღლილ საზოგადოებას თანამედროვე პოეზიისთვის დამახასიათებელ რთულ მეტაფორებსა და გამოხატვის ფორმებზე ჩივილის უფლებას არ უტოვებს. თითოეული ლექსი ცალკე ნოველა, მხატვრის შექმნილი ტილო თუ ფოტოკადრია, რომელიც უნდა შეიგრძნო. თავისუფალ თუ კონვენციურ ლექსებთან ერთად, ამ წიგნის გამორჩეული ნაკადია თემურ ჩხეტიანის მშვენიერი ჰაიკუები („ჰაიკუს მცდელობა“) და მინიმალისტური პოეზია – წამიერი შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების ნაზავი, რომელიც მკითხველის წარმოსახვას აღვიძებს და სილამაზის აღქმისკენ მოუწოდებს.
  • I. ყვითელი ჩაიდანი ღუმელზე
    • ტრიპტიქი
    • პაიკი a2-დან
    • ყვითელი ჩაიდანი ღუმელზე
    • „უნგრული რაფსოდია“
    • ყანა, ვენახი, ძროხა...
    • მთქნარება
    • გაცილება
    • * * * (გვიანი კია)
    • გაბრაზება
    • მახეები
    • შებრუნებული ძილის სიზმარი
  • II. კედლის მხატვრობა
    • წეროები
    • მსხმოიარენი
    • გარდაცვლილთა მოხსენიების დღე
    • ქოთნის ყვავილი
    • მამას დაბადების დღე
    • ზღვის მაშვრალნი
    • ხის უძრავი სკამები
    • კედლის მხატვრობა
    • ზეციური ტყე
    • CAMEL
    • კითხვა
    • ზაფხული
    • მისი დაბადების დღე
  • III. ანათე, მზეო...
    • სადღეგრძელო
    • თებერვლის ლეპტოპი
    • * * * (დაე, მოვიდეს გაზაფხული, რომელიც წავა)
    • მამა
    • * * * (რას ვგრძნობ?)
    • * * * (რა საჭიროა ვინმე სხვა?)
    • * * * (ორი დღეა)
    • * * * (უცებ დაეცა ტემპერატურა)
    • ჰაიკუს მცდელობა
  • IV. ბროწეულის ყვავილი შემოდგომისას
    • ვერსიები
    • ყინვიანი იანვარი
    • * * * (ერთად წამოდით)
    • ბუნიობა
    • ბროწეულის ყვავილი შემოდგომისას
    • ქოხი
    • დაუმთავრებელი ამბავი
    • * * * (დამასიზმრე-მეთქი ის ქალი)
    • წყურვილი