კალათა

დეტალურად

ხუან რულფო ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. „პედრო პარამო“ მწერლის ერთადერთი რომანია, რომელიც მრავალფეროვნების გამო არაერთგვაროვნად აღიქვეს კრიტიკოსებმა. წიგნის სოციოლოგიური, სიმბოლისტური თუ პოლიტიკური ანალიზის მიუხედავად, ვერც ერთმა მკვლევარმა ბოლომდე ვერ ახსნა „პედრო პარამო“. ეს არის ფანტასტიკური ტექსტი, რომლის ფინალის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. ხუან რულფომ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ლათინური ამერიკის ლიტერატურის მიმართულებები მე-20 საუკუნეში. დაწერა მხოლოდ ერთი რომანი – „პედრო პარამო“ და მოთხრობების ერთი კრებული. ცხოვრების ბოლო წლები გაატარა მთებში და ამბობდნენ, რომ ახალ რომანს წერდა, თუმცა აღარაფერი დაუწერია. უდიდესი გავლენა აქვს მოხდენილი მარკესზე და მის „მარტოობის ას წელზე“. მარკესმა მასზე თქვა, მე რომ დამეწერა ისეთი რომანი, როგორიც „პედრო პარამოა“, მეც მეტს აღარაფერს დავწერდიო. ეს უკანასკნელი „პედრო პარამოს“ ესპანურ ენაზე დაწერილ წიგნებს შორის ყველაზე საუცხოო რომანად მიიჩნევდა.
  • პედრო პარამო
  • განთიადისას
  • ტალპა
  • უთხარი, არ მომკლან!
  • ლუვინა
  • იმ ღამეს, როცა მარტო დარჩა
  • ყური დაუგდე, ძაღლები ხომ არ ყეფენ?!
  • გახსოვს?
  • ჩრდილოეთის საზღვარი
  • ანაკლეტო მორონესი