კალათა

დეტალურად

გამომცემლობა „პალიტრა L“ გთავაზობთ ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებულს. წიგნის განსხვავებული დიზაინი და ორიგინალური ილუსტრაციები სრულიად შეესატყვისება მწერლისეული თხრობის ინდივიდუალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მანერას. ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც „დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“
  • საზიარო ყვავი
  • ღმერთის შვილები
  • გაცოცხლებული მიცვალებული
  • პაპა ჩაღმას სიზმარი
  • სწორი თეთრი ხაზი
  • ბერდედა
  • ლუკას სახარება
  • მართა
  • თევზის წერილები
  • წერილი ნაძვებს
  • ხუჭუჭულა