კალათა

დეტალურად

„სპილო წყვდიადში“ ძველინდური ფილოსოფიური იგავია სამყაროს იდუმალებაზე, რომელიც მოხდენილად გალექსა სუფიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, დიდმა პოეტმა, დარვიშმა და ფილოსოფოსმა ჯალალედინ რუმიმ. ზურაბ გურულმა თავად თარგმნა რუმის ეს ლექსიც და რომანში გამოყენებული სხვა ლექსებიც, რომლებიც ერთგვარ წინასიტყვაობად მიუძღვის რომანის მთავარი გმირის, სიმონ-საიმონის უცნაურ და ფათერაკიან თავგადასავალს თბილისიდან ახალ ორლეანამდე და შემდეგ ლუიზიანას უკიდეგანო ჭაობებში, ორლეანელ აჩრდილთა სამფლობელოში თუ ამერიკული კლინიკის საოპერაციოებში. რომანი მარადიულ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა მისტიკის, მეცნიერების, ფილოსოფიისა და სიყვარულის მეშვეობით. – არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? „სპილო წყვდიადში“ თავისებური ამერიკული melting pot-იცაა, რომელმაც ერთგვარად შეიდნო და შეითავსა რომანის ქართველი, გერმანელი, ინდოელი, არგენტინელი, აფრიკელი თუ რუსი გმირები. ალბათ მკითხველიც სიამოვნებით გაჰყვება ამ უცნაურ თავგადასავალს და მათი საშუალებით შეეცდება საკუთარი სევდისა თუ იმედის გაქარწყლებასა თუ ახსნას.
  • სპილო წყვდიადში
  • სულთა თანა...
  • აღთქმული ქვეყანა
  • „ჩარიტი“
  • დოქტორ ბუდროუს შეგონება
  • ვულფი და ჰარმინდერი
  • ნიუ-ორლეანის მოჩვენებები
  • ბებერი ბოშას თვალები...
  • „SAINT LOUIS CEMETERY“
  • ტალკავის “მატე”
  • შარი
  • სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ
  • მარტა
  • „IRA REGINA MORS EST!“
  • BIG EASY
  • პადრე
  • ვუდუს დედოფლის თილისმა
  • იდუმალი ბარათი
  • „ჩარიტის“ ლაბირინთები
  • შავი მორიელის კუდი
  • როზენფელდის დავალება
  • დოფინის ქუჩის საიდუმლო
  • ზულუსის შურისძიება
  • დამშვიდობება
  • პროფესორ მაკელროის ვისკი
  • წერილი საიქიოდან
  • ვულფის გეგმა
  • ჭაობის მეფის სამფლობელოში
  • თიბიდოუს ფერმა
  • კონტრაქტი
  • ზებულონ სტამპის ხერხი
  • რენე
  • „...WHERE THE BLACK TREE GROW...“
  • „მანჩაკი“
  • მოჩვენებათა ჭაობი
  • ბაბინოუს რეცეპტი
  • „THE SOUND OF DEATH“
  • ყუბილაი ხანი
  • ROUGAROU
  • მოპარული სიზმარი
  • კარიბჭის მიღმა...
  • გომესის სიზმრის საიდუმლო
  • გალაქტიკა გალაქტიკაში
  • რწმენის სურვილი
  • „ანგოლა“
  • ფიქრებისა და სიზმრების მიღმა
  • სპილო წყვდიადში
  • ლანდებთან რანდევუ
  • მეორე სურვილი
  • შროდინგერის კატა
  • „ – განა არ არის სიზმარი სიზმრად?!... – “
  • „MORS CERTA, HORA INCERTA“
  • „ასე იტყოდა ზარატუსტრა ...“
  • მზის გადაღმა
  • დაპირება
  • ელდორადო
  • „TO LIFE, LOVE AND LOOT!“
  • ქარონი
  • LET IT GO!
  • მკვდრის მზე
  • პერე ანტუანის ლოცვა
  • შეკრული წრე
  • მზის ბილიკი
  • „რაა საშიში?“
  • სქოლიო