კალათა

დეტალურად

ქართველი მწერლის, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატის, მიხო მოსულიშვილის თაღლითური, იგივე პიკარესკული რომანი, პოსტმოდერნისტულად ორგანიზებული, არასწორხაზოვანი თხრობით და ქალაქური ჟარგონის გამოყენებით. რომანის სათაური „ფრენა უკასროდ“ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს „ფაუსტის“ პერიფრაზია: დოქტორ ფაუსტს ცაში გასაფრენად აუერბახის სარდაფის ღვინის კასრი სჭირდებოდა, ჩვენს გმირებს კი ასეთივე გაფრენისთვის მარიხუანით შეკეთებული ამერიკული „ჯოინტიც“ ჰყოფნით. ავტორმა თავის რომანს ხუმრობით „სახელმძღვანელოც“ კი უწოდა. სახელმძღვანელო მათთვის, ვინც თავის ღარიბ ქვეყანაში კანონისგან გაქცევას შეეჩვია და ასეთი ცხოვრების წესზე არც გერმანიაში სურს ხელის აღება. რომანს საფუძვლად უდევს ქართველი ემიგრანტების ცხოვრება გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ავტორის ირონიული ხედვით გამორჩეული, ჟანრულად რთული და, მიუხედავად ამისა, წასაკითხად იოლი და ხალისიანი თხრობა, რომელითაც ნაწარმოები დაყოფილია არა "თავებად", არამედ "მოყოლილებად", ასახავს ქართველი ემიგრანტის ცხოვრებას გერმანიის ლტოლვილთა ბანაკებში. თხრობა ხან ზედმიწევნით ეპიკურია და ხაზგასმით ყალბ პოეტურ ელემენტებს მოიცავს, ჰომეროსის "ოდისეასაც" კი ემგვანება, ხან კი ავტორი თავს ირთობს რაბლეანური მოტივებით და მკითხველი ჰიპერტროფირებულ, მაღალპოეტური სატირისა და იუმორის სამყაროში გადაჰყავს. რომანის ცალკეულ თავებში („შოკოლადის მადონნა“ და „ჰურრაჰხ!“) შეხვდებით გრიგოლ რობაქიძის და კონსტანტინე გამსახურდიას სტილთა პაროდიებსაც. სასაცილოსა და სატირალის ზღვარზე ბალანსირებული თხრობა რომანში შევსებულია პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი, თბილისური ჟარგონით. რომანის მოქმედება ხდება მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარზე. გერმანიაში მოგზაურობისას პერსონაჟები ხვდებიან თავიანთი დიდი ქართველი წინაპრების სულებს, რომლებიც ამავე ადგილებში მოღვაწეობდნენ (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დავით გურამიშვილი). ვაიმარში კი გოეთესა და შილერის სკულპტურები ცოცხლდებიან, რომანის გმირებს, ქართველ და ნიგერიელ ნარკო-ვაჭრებს ეკამათებიან, და იმავე კამათში მონაწილეობას ღებულობს ნიგერიელი ღმერთების მამამთავარი, ოლოკუნი! (ნარკომაფიის იერარქიულ კიბეზე ასვლისას ქართველ ემიგრანტებს მფარველებად მოევლინებიან უაღრესად მომხიბვლელი, თვითმყოფადი, ოდნავ სასაცილო და საშიში ნიგერიელი არამზადები). საბოლოოდ, ინტერნაციონალური არამზადების ჯგუფის მოღვაწეობა მარცხით მთავრდება — რომანტიზირებულ ავაზაკობას წინ აღუდგება გერმანული სასამართლო მანქანა და „აზულიანტებს“ თავ-თავიანთ ქვეყნებში გააძევებენ. როგორც ირკვევა, არც გერმანიაა წარმოჩენილი რომანში იდეალურ სამყაროდ, ვინაიდან არამზადებს გერმანიაში თავიანთი შავ-ბნელი საქმეების თანამზრახველები ჰყავთ და, გარდა ამისა, არც დასავლური ცივილიზაციაა ისეთი რამ, რისი მორყევაც შეუძლებელია.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პირველი მოყოლილი
  • მეორე მოყოლილი
  • მესამე მოყოლილი
  • ჭორაობა როუმინგის ქსელით
  • მეოთხე მოყოლილი
  • მეხუთე მოყოლილი
  • მეექვსე მოყოლილი
  • მეშვიდე მოყოლილი
  • „დავთარი“
  • მერვე მოყოლილი
  • ჩხუბი როუმინგის ქსელით
  • მეცხრე მოყოლილი
  • შოკოლადის მადონნა
  • ცინდორფის ლაგერის ზნეობა და ჩვეულება
  • მეთერთმეტე მოყოლილი
  • მეთორმეტე მოყოლილი
  • მეცამეტე მოყოლილი
  • მეთოთხმეტე მოყოლილი
  • „ორო ბაბა-ო! - გბიმ!“
  • მეთხუთმეტე მოყოლილი
  • მეთექვსმეტე მოყოლილი
  • „ადამიანური ღირსება“
  • მეჩვიდმეტე მოყოლილი
  • ევროპის პანორამის ფაიზაღი პორტრეტი
  • მეთვრამეტე მოყოლილი
  • ჰურრაჰხ!
  • მეცხრამეტე მოყოლილი
  • „პითონი კაბის ქვეშ“
  • მეოცე მოყოლილი
  • „ომი“ ბანანებით
  • ოცდამეერთე მოყოლილი
  • რატომ უნდა გაეთხოვებინათ ანანკე
  • ოცდამეორე მოყოლილი
  • ფრენა „ჯოინტებით“
  • ოცდამესამე მოყოლილი
  • ნაკრძალები
  • ოცდამეოთხე მოყოლილი
  • ერთგვარი კომპაუნდი - სახლი, სადაც სუქდებიან
  • ოცდამეხუთე მოყოლილი
  • „თუ დედა ნიანგი კარგადაა, მაშინ მამა ნიანგიც კარგადაა“
  • ოცდამეექვსე მოყოლილი
  • ქალბატონი კუ
  • ოცდამეშვიდე მოყოლილი
  • ბუსნისკარტიანი კაცი
  • ოცდამერვე მოყოლილი
  • „გაუმარჯოს კუზიანთა მეფეს!“
  • ბონი
  • სადედოფლო კაბა
  • ოცდამეათე მოყოლილი
  • ოცდამეთერთმეტე მოყოლილი
  • ბოლო მოყოლილი
  • დიტო ქინქლაძის მოჩოთქილი
  • ნახტომი, ნაფრენი და დახტომი