უდიდესი გერმანელი მწერლის, ჰერმან ჰესეს (1877-1962) მიერ 1919 წელს დაწერილი „დემიანი“ ფილოსოფიური ნაწარმოებია, რომელსაც „აღზრდის რომანის“ ჟანრს მიაკუთვნებენ. წიგნი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. რომანში აღწერილია მთავარი გმირის – ახალგაზრდა კაცის, ემილ სინკლერის, ზნეობრივი და სოციალური ჩამოყალიბების ისტორია. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება პირმოთნე საზოგადოების მორალის ნორმებს და საკუთარ თავში თანდათანობით აღმოაჩენს სიღრმისეულ „მე“-ს. ამაში მას ეხმარება დემიანი, უცნაური ჭაბუკი თუ, უბრალოდ, გმირის წარმოსახვაში არსებული იდუმალი მეგობარი...
- წინასიტყვაობა
- თავი პირველი. ორი სამყარო
- თავი მეორე. კაენი
- თავი მესამე. ავაზაკები
- თავი მეოთხე. ბეატრიჩე
- თავი მეხუთე. ჩიტი ლამობს, თავი დააღწიოს კვერცხს
- თავი მეექვსე. ბრძოლა იაკობთან
- თავი მეშვიდე. ქალბატონი ევა
- თავი მერვე. აღსასრულის დასაწყისი