„ნიცშეს მშვიდობა ისლამთან: ჩემი მტრის მტერი, ჩემი მოყვარეა’’
იან ალმონდი
~ სურდა თუ არა, ნიზჰარ იშმაილ კარაჯს, საკითხავიც არსაიდან მიეცემოდა. ძნელია, ასე უპიროდ მოგემართოს ხმა; რამეთუ, სა-ცა არც ბაგეა, მით უფრო, რომ პირი, ხმაც კი გახშირდება. ხშირში, ასად ძნელია თან-ხმოვანება. და თუ კი ყურიც არ ჰქონდა, რომ ესმინა და თვალი, რომ მოეხილა, არცა ხელ-ფეხი ასე გამიჯნულად, ან ყვრიმალი ან რომ კისერი წაემტვრია - მაშ მთლიან ტანად გადაქცეულა. ასე კვერცხივით დამრგვალებულა და ყველა გასაპარი ხვრელი თუ ღრიჭო, რაც კი გარეშესთან აკავშირებდა - მოუმრგვალდა. ნესტოებიც ამოევსო. პორებს კიდე გაუხსნიათ, ათიათასად უქორწინიათო. რაც კი რამ მქრალი სხივივით ეცემოდა - ნაჭუჭად ქცეულ კანზე ირეკლებოდა. და რაც კი რამ, ამ კეტილ ტანში დაგროვილა, დამდგარა თუ აქაფებულა, ტანშივე ჩატრიალებულა. ცოტა კინაღამაც გადაიხსნა. მერე რა, რომ მისდღემშჩი ბასრით არა დაუსერავთ. ხდება ხოლმე ესე: ჭრილი, სკნელიდანაც ჩნდება. ~
წყაროები, რომლებიც ნიზჰარ იშმაილ კარაჯის სხეულებრივ თუ სულიერ ტრანსფორმაციას ეხება, დიდად სარწმუნო არ არის. ამბობენ, ერთ ცალად გადასროლილ ფიდაის ვარდნისას ამოხდომია. დანარჩენებს, ენიშნათ, რომ ჟამმა იქოქა.
იშმაილელთა სექტის მისტიკური პრაქტიკების აღმწერი წერილები, თუნდაც ისეთი როგორიცაა „ჰაქია“, ამ ან მსგავსი მეტამორფოზების შესახებ არაფერს იწერებიან. ერთადერთი, რის გამოც ღირს ნახსენებ ისტორიაზე ყურადღების შეჩერება და რეფლექსია, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იქნებადა სწორედ ესაა ის მთავარი პრაქტიკა. ანუუ ბნელი და მიუწვდომელი, კარიმ ალ-ბ’ჰუსანი ასე რომ გადარია.
.ოღონდაც თურქული წარმოების ისიდა შენს საძინებელში.
შეჰის ისლამური კოსმოგონია ენერგიასტული მორევის პატაფიზიკაა, სადაც მზე, როგორც მრავალრქოვანი ფალიკური არსება (არამც და არამც სიმბოლო) გამუდმებული, დაუშრეტელი, აბსოლუტური გამცემობით თავს ესხმის დედამიწას. მზისგან თავდასხმა, იმდენად თავდასხმადაც არ ჰოყოფობს, რამდენადაც მოცემულ ტოტალურ ომში მზის (o) გამოცალკევება მისივე გამცემობისაგან შეუძლებელია. გაცემა და გაცემა. შესაბამისად, ტოტალური ომის სივრცეში - სივრცეც, ომისა თუ ბრძოლის ტაქტიკური მანევრების წარმოებისაგან განურჩეველია. დედამიწა, განსხვავებით დუალური შეპირისპირებისა, მომიჯნავე მხარეს მდგომ მსხვერპლ-ობიექტად აღარ წარმოდგინდება. მზის აბსოლუტური გამცემობა, თავის პოზიტიურობაშივე იკარგება, რის შედეგადაც მონარქი-სოლარი თავისივე არსებობის შესაძლებლობისაგან განურჩეველიც კი ხდება. აქ, დედამიწა, სხვა ისლამური კოსმოგონიებისაგან განსხვავებით, არსებობის შესაძლებლობის სივრცეზე მიმაგრებულობასაც კარგავს, სწორედ ტოტალური და აბსოლუტური ენერგიასტულობის ხარჯზე. მზე, საკუთარ ყოველძალმომრეობაში იქცევა ცხოველად ანდაც რაიმედ რასაც .ბიო. არსებობის წესი გააჩნია. ამიტომაც, შეჰის ისლამში მზე ერთდროულად ორ-სახოვანიცაა და სიმრავლეშიც იშლება. იმას რასაც სიცოცხლე მოაქვს, სიცოცხლეშივე სიკვდილის მატარებელია.
.მომავალი - ალეპოს დაფრენილი ქოჯა-ქორები.
როგორც არ უნდა იყოს, მიწამ თავისი დედობრიობის შესახებ არ იცის. სხვაგვარად ვერაფრით აიხსნებოდა მოულოდნელი ვულკანური ამოფრქვევები ალამუტის მთების მახლობლად. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ სფერომ არ იცის თავისივე კანის, ქერქის არსებობის შესახებ. თავის მხრივ შეიძლება კანმაც. ეს, პარალელური მისკომუნიკაცია საკუთარ შიგნეულობასა და კანს შორის, შეგვიძლია მზის შეუჩერებელი გამცემობით ავხსნათ. სფეროს დისფრაქცია, შინაგანი ფრაგმენტაცია, გაშრევება. გამოდის, რომ სადაც ორთოდოქსული ისლამი ენერგიის პოზიტიურობას ქადაგებს, იქ, შეჰის ისლამურ კოსმოგონიაში, მზე ისევეა შაითანური როგორც დედამიწა. მაგრამ მზაკვრობა, ამათგან, მხოლოდ დედამიწის ქანობრივი შრეების განფენილობაა. იწყება იქ, საიდანაც არ მთავრდება. დამალული მზისაგან და მიწის ქერქისაგან. მიწის კანქვეშ დაგუბებული ბნელი ამორფული მასა. ეს ბავშვებია. მკვდარი ბავშვები. ჩანასახშივე მკვდარი ბავშვები. სინათლისაგან ჩასახული მკვდარი ბავშვები, დედის მუცელში. მქრალ-სხივ დანთხეული ჭარბი თესლი. აბსოლუტური გაცემით დაბრმავებული მზე მნათობი. თვითკმარი სიუხვე. ზღვარდაუდგენელი, შეუჩერებელი. არც-კი მტაცებელი. უცილობელი გაცემა. ჭარბი გაცემის მსხვერპლი დედამიწა. მსხვილ წერილებში მიწად წოდებული. მსხვილ წერილებში მოხსენიებულ დედის საშოზე, უშრეტ სხივთა დაცემა. ეს ღმერთის სიყვარულია შენს მიწაზე, რომელიც მომაკვდინებელი სიუხვით გაჯილდოებს. სიყვარულის გვალვა. გამომშრალი ზედაპირი. კანქვეშ ჩაღვრილი სიმხურვალე. შედედებული რძისფერი. სიკვდილის დაბადება ცოცხალი დედის მუცლიდან. სიკვდილი ცოცხლობს. მეტიც, დაბადებული სიკვდილით - ცოცხლობენ ცოცხალი ბავშვები. ბავშვების გვამის ხარჯზე მოსიცოცხლო ბავშვები. პლანეტა დედამიწა - ყოველი აკრი საშო. პლანეტა მიწა - მხოლოდ საშოებით გადავსებული კვერცხი. მზე ათას-რქოვანი. ახლო აღმოსავლეთის მუცელი - ურჩხულების დაბადების ადგილი. სიცოცხლე სიკვდილით აჯილდოებს. სიკვდილი, თავის მხრივ უსახო სიცოცხლით. უსახო არსებობა ცოცხლობს. ამიტომაც, სახის დანახვაზე თვალი არ უცრემლიანდებათ.
თუკი ახლო აღმოსავლეთის უდაბნოებას წარმოვიდგენთ როგორც უნაყოფობას, რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს შეჰის ისლამის კოსმოგონიაში, გაგვეპარება ახლო აღმოსავლეთის გაუცხოებული ფსიქე. და თუკი უდაბნოება, სიტყვისა და მისი მნიშვნელობის განულებაა (იგივე მზის აჩრდილოვნება, ანდაც მირაჟი), ან მათი რაიმე სახის დისორგანიზაცია, ვერ შევამჩნევთ ახლო აღმოსავლეთის ურჩხულებს. იმას თუ როგორ იკრებენ სხეულს, „წმინდად’’ უსიცოცხლო მოცემულობებიდან. ურჩხული ხელოვნურის სიცოცხლეა. ახლო აღმოსავლური ურჩხული - სიკვდილის ხელოვნურობის ურჩხული.
შეგვიძლია, რომ ნიზჰარ იშმაილ კარაჯის მისტიკური პრაქტიკა (რომელიც მისი გადამალვისდაგამო რიტუალი არ არის), ხელოვნების ნაწარმოებად აღვიქვათ. ახლო აღმოსავლეთში ეს შეიძლება ნიშნავდეს: გაახელოვნურო ისედაც მკვდარ-ცოცხალი. ერთგვარი სასიკვდილო რედი-მეიდი? ქარვაში დატანებული უკვე-გვამი? ანდაც შემმუსრავისკენ გახსნა? ყავისფერი ფატვრა. მაგრამ, შესაძლებელია თუ არა ვისაუბროთ მოშინაურებაზე იქ, სადაც ნება გამქრალია? აპოკალიფსის მოშინაურება? აპოკალიფსი როგორც გადატვირთვა? როგორც, ისედაც გვამის გაცოცხლება, რომლის ცინიკური ტელეოლოგია მის ხელახალ მოკვდინებაში მდგომარეობს. თითქოს, ის რაც ისედაც ლეშია, სიკვდილით დადამღული, იმისათვის რომ მოკვდეს, როგორც მკვდარი უნდა გაცოცხლდეს. ორჯერადი სიკვდილი, მტვერში მომღიმარი.
ერთ-ერთი გაუგებრობა, რომელიც წარმოიქმნება ნეკროფილიასთან მიმართებაა. ორჯერადი მოკვდინების „პრაქსისი’’ლეშთან ეროსში ჩაბმაა. განსხვავებით, სიკვდილის კრატიისაგან, სადაც რაიმე სახის ეროსი სიკვდილთან თვითკმარი მიზანია ანდაც სიკვდილი სიმეტრიულ დომინაციაშია სიცოცხლესთან. ნეკროფილია სიკვდილის გაცოცხლებაა, სიკვდილის ცხოვლადმყოფობის თანაზიარება.
.ტუნელს ყურებს შორის.
გეყო აქუბა! გამოიღვიძე! აქუბაა! შე უდაბნოს ჭია შენა! აქუუბა მატლოო, გაახილე ეგ მძორი! ქვიშები ჩაგყლაპავენ აქუბა, ყელს გაგივსებენ. აქუბაა. მაინც გახვედი უდაბნოში არა?! შე ძაღლის ნათრევო! გაგვიბედე შე ძღნერის ანათალო შენა!!! ან რა პასუხს გასცემ მუნა დროის რაბინებს. შე ჭუჭუ-ყლეო შენა!! სისხლით გამოთრეულო, მარცხენით დადგმულოო!! აქუბა მოიღე ტანი!! გიბრძანებ მეთქი აქუბა!! დაიბრუნე სახე და ჩაიხადე!! ჩაიხადე, რომ გვითქვამს!! აქუბა შე ნაყარო, კანალიზაციის ვირთხა!! რას დვა აქუბა რას დვა got it? აქუბაა got it მეთქი! შეე ტრაკის ჭია შენა. ჩო ტი ვაზამნილ თასქებს მიხედე. პატიოსანო კაცო... აქუბაა სესხი გაქვს დასაფარი აქუბაა, ვალები დაიდოს აქუბაა. აქუბა გამოცოცხლდი აქუბაა... დეპარტამენტს აკლიხაროო აქუბა შე უკისრო რეგვენო შეენაა! ტვინნაკლულოჭუჭყო, ტკიპა მუსორო, got it? got it? (სორი ფორ აუა მისთეიქს, მეიბი ითის მისქონსეფშონ. გრითინგს ფრომ მინიათურაიზდ კალიფორნია - სვანეთი იზ ზი გრეით ფლეის). თხრილის ბუდევ, თეთრ კბილებსა და შოკოლადის რუჯსა რატომ არ აჩენ?! ჩრდილად ქცეულო არაბო! წვინტლიანო ბედუინო, ჯაბრაილს ფეხებით დაუკიდიხარ რკინა ბეტონის ბოძზე? აქაოდა ცხენით ჯირითობ და იოსე ვირზე შეგისვამს! ემანდ სულიწმიდა აეროპორტებში გითრევია ვიზიარ ენაუნსიეიშან! იოსებ მამინაცვალი ტაკოზე რომ გეფერებოდა ნამთვრალები მაშინ არა იკითხავდი მამაღმერთსა? კარგად ლოცულობდი საწოლზე მიგდებული შე ქრისტესისხლა შენა. ესეც შენა ტენისის რაკეტა. ბოის დონთ ქრაი, მარგო. C მაჰმუუუუდ C არშემდგარო ნაბი, ცრუ წინასწარმეტყველო! ქირქილა. ლაყუჩდაბერილა. ცოტა წვერულა. წარბხატულა. მოღალატე ქურდბაცაცა! ნარიყალადან თმებით ნათრევო. მამონას მადიდებელო. ჯვაროსან მისიონერთ კუდ მბზიკავო. კეკლუცო. მოცინარო ფოქსი მელა, ჭაობში მანათობელო კრისტალო. გამოუთქმელო. ტუზ დამა მიკიმაუს. ლურჯო ზღვაო.
.ისიდა.ამონთხეული მზის გვამი.
რურახხ. უბინაო მხეცი. გაწოლილი უთვალავი მცირეს ზურგზე. რურახხ. უადგილოდ, საშორისოდ. რურახხ უთავბოლოდ. გაწოლილი და მწოველი. ყველგანმწვდომი საცეცები - ყოველი სურვილისა და ფანტაზიის მსრუპავი კოღო. საკვები განურჩევლად გაუხდია. განურჩევლობაში, ყოველი საკვებად გადაქცეულა. ქცეული ცვილად, ფიგურა დაკარგულები თავით ეშვებიან მის უკანალებში. არც აქ განირჩევა პირი ხვრელისაგან. გარეს მთქვეფავი. ტკბილსურნელოვანი. თავწაცლილი. რურახხ. ეს დაცემული ვარსკვლავია. ბრჭყვიალა ხოჭო. ოქროს დეზები. ვერცხლის ნისკარტი. ერთ დროს მანათობელი, ახლა უკუნად ქცეული. რურახხ. მახარობელი. კარის მნათობი. მტკიცედ დაცემული სხივი. ეს დაბადებაა. ბროლის საკენკი. გაფანტული. გახელის სიხარული. ფარდით ახვეული თვალები. მორთული, ციურ სხეულთა ალმასები. ახალშობილი. ეს დაბადებაა. მომავალი მეტყველებს მისით. დაუდგომელი. რურახხ. ჩვილის კანს დამბალ ტილოში გაახვევენ. ველური პალმის ზეთი. აწმყო ჩაყლაპული მომავლის დემონები. აყრილ ქალაქში - განწირული უკვდავებისთვის. რურახხ. ჭუპრში შეფუთული უსქესო მხეცი. დატოტილი მსხვერპლის კბილებით. ყელზე გაბნეული თითები. მიტაცებული ფრჩხილები სარკეებად გაუხდია. სარკეებში დამალული სახეები. სახელთა ამკრეფავი. შავთვალა მდინარე. მოცეკვავე. სხვაში მომიჯნავე. ბებერი ხურო, ნიკაპამდე წამსკდარი ყლე. დაბრეცილი. ეს გამოსვლაა. ანდაც აღსასრული. უკავშიროდ აფრენილი დროშა. მიწას მოწყვეტილი გამოსახულება. გამოსახულების გამოსვლა მიწიდან. გამოსახულების დაჟინებული მზერა მიწას. მიწის გადაყლაპვა გამოსახულების მიერ. ყოვლისმომცველი მხეცი. ეს ილუზიის ისტორიაა, თითოეული მონაწილე გონდაკარგული მწერია. აწ და მარადის მწერი. ამიტომაც რურახხ წარმოსახულის ქვეყნიდანაა. ერთ-ერთი სახენაშთოვანი არსება. წარმოდგენასა და არსებულს შორის გაელვება. რურახხ. გაქცეული სურათების მსხვერპლია. ისეთივე მსხვერპლი, როგორიც მტაცებელი. სურათების მახეში გაბმული. მიატოვეს იგი რურახხ. სურათებმაც გააშიშვლეს. შიგნეული მოიხელეს, ორგანოებს ბუდე ქსელებივით თავის გარეთ გაუბიათ. რურახხ. უარსებო. სურათებმა მიატოვეს რურახხ. ადგა და დაიწყო თქვლეფა, უკუთვნელი სურათი, რომ თავის თავში გაასაგნოს. რომ დაემთხვეს სურათს. უსაკუთრო სურათს. რურახხ. ყვავილების კუდი. ცრემლში დამხრჩვალი. დედოფალი. რურახხ.
.ჰიჯაბ-აპოკალიფსი.
ჰიჯაბი კოსმოსის ზღვარი. სიკვდილის ქაფი, სფერო-ცილინდრი. წყვდიადში დაგუბებული ბუშტი. კისერთან წაზრდილი ბავშვების ლოცვა. არარა, როგორც უკანასკნელი სახელი. პირაქეთა ომის მორევი. ჰიჯაბი - არარად ზღვარი, ამავდროულად პირიქითა გამოუთქმელი. ჰიჯაბი პირაქეთას გადაუკვეთელი ხაზი. ჰიჯაბს აქეთ დუჟმორეული მთვარეული მგლები. ხროვებად თავბრუდამხვევი როკვა. როგორც ითქვა - ხრწნა, წოვა, დუღილი. ჰიჯაბი მგლის ხროვების თვალთან აკრული აკრძალვა. თავისმხრივ მეომარ ხროვათა დაუძლეველი იმპულსი ზღვარს იქითკენ გადასვლის. ორჯერადი სიკვდილი, მამრ ხროვათა მცდელობა საკუთარი თავის დაძლევის. ფატალური და საბოლოო მცდელობა, მაშინ როცა თვალი თვალს ვეღარ ხედავს. უდაბურებაში ნავიგირების უკანასკნელი ხერხი: ამორფული ბლანტი მასის გადმოღვრაა. რომელიც პირაქეთას მოკვდინებას ერთადერთ ხსნად დაისახავს. სადაც მოკვდინება ქალად გახდომის ერეტიკული სურვილია როგორც თვით-ანულირება, ბიოხროვათა დროის დასასრული. ისიდა, კოსმიური კვერცხის შუაგულში ადუღებული. საბოლოო მიზანი სიცოცხლის ნეკრო-ორგანული ფორმის გაქრობა. ისიდა გადატვირთვისთვის მზადებაა. ისიდა ნეკრობიოფილია. ხმაურისთვის მზადება. ახალი სამყაროს ნულოვანი დაფა. სიკვდილის დაძლევა სიკვდილით. გარდაუვალი ხრწნის აჩქარება. განწირული, პირაქეთა მომავლის მეჩეთის აფეთქება. კატები იცინიან.
ამიტომაც შეჰის ისლამურ კოსმოგონიაში, უსახელო შაითანური მასის ამოფრქვევა კარნავალის მხოლოდ დასაწყისია. ყმუილი და კბილთა ღრჭენა. სიკვდილის ტოტალური მობილიზაცია. პირიქითა ნუშის ყვავილები.
.ოთხად კეცილ მწვანეს.
.სრული არტიფაქცია.
.მომავლის ფაქტაფიქცია.
. .უკიდეგანობა.
.ტრანსარტიფაქცია. .
. .მედუზას მალამო.
.აითესა, ყავისფერი დასცა.
[000000000000000000000000000000000000000000] [000000000000000000000]
[0000000000000000]
მაშინალურად გათვლილი წერილი. ქსელური ჰიპერკამუფლაჟი. კლანი და სექტა! სარკის ფრაქტალში მოქცეული საზრისი. ნულების გამრავლება. 4000 ად შეფასებული მეგა კიჩი ან მითოსი. გამოუცხადებელი „ტაქია’’. უმისამართოდ გადამალული საიდუმლო. უპატრონო საიდუმლო.
Google translate failed.
Hypercamouflage aims to pursue to even the most attenuated extreme, a fighting and a surviving alongside the enemy. It invariably indicates a total withdrawal from the perception of friends and a dissolution into the enemy: the rebirth of a new foe.
The Takfiri’s favoured mode of warfare is to program a new type of tactical line which totally blends with the enemy’s lines in such a configuration that it introduces radical instability and eventually violent fissions into the system from within.
ტრანსლეიშან.
.სალამი 2055 წლის მომავლიდან.
.შეჰის ისლამური გურჯისტანი.
Subscribe to be the first to know about Best Deals and Exclusive Offers!
5/23, Loft Towers, Business Center, 6th Floor, Media City, Dubai.
Monday-Friday ______8.00 to 18.00
Saturday ____________ 9.00 to 18.00
Sunday _____________10.00 to 16.00
Every 30 day of month Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit.
გადახდის მეთოდის გასააქტიურებლად, შეცვალეთ ვალუტა.
თქვენი რეგისტრაცია არაა დასრულებული. მიჰყევით მისამართზე მიღებულ ბმულს, ან ბმულის ხელახლა მისაღებად, დააჭირეთ აქ.