ცუდი ბიჭები არ გეგონოთ, უბრალო, ჩვეულებრივი ახალგაზრდები ვართ. ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვერთობით. რა თქმა უნდა, შეთავსებით, აბა ისე როგორ? ჰეჰ.
მოკლედ რომ გითხრათ, მე და ჩემი მეგობრები პროლეტარიატის წარმომადგენლები ვართ. სისტემას ჩვენი არ ეშინია, ვისიც ეშინია - გააქრო. ანუ, რა გამოდის? ჩვენ ყველა პროლები ვართ. ცუდად არ გამიგოთ, სხვანაირად რომ იყოს ახლა ამას ვერ წაიკითხავდით, ციხეში ინტერნეტი არ აქვთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ყველა საშიში ტიპი უკვე სროკზეა და ჩვენ, უბრალო ადამიანებიღა დავრჩით გარეთ. ხოდა, ამ პოლიციას საქმე გამოელია, აღარ იცის რომელ კედელს შეენარცხოს, ვინ გასროკოს, პრემია როგორ მიიღოს. გამოსავალი იპოვეს, ხოდა მეც ამ გამოსავალზე მოგიყვებით.
* * *
2013 წლის ბნელი ღამე იქნებოდა, ლამპიონები რომ გამოერთოთ. მარა ნიჩიო, ასეც წავა. უცებ დაბურული შკოდა გაიჩითა, მოვიდა, რაღაცები გვებაზრა. ყველაზე ცუდი ბედი მე და გიუშას გვაქვს უბანში, ხოდა ამ უკარგესებსაც ჩვენ შევრჩით ხელში.
- ვცხოვრობთ აქ, პროსტა ვაბირჟავებთ, რა. დავიშლებით მალე.
თავს იმართლებდა გიუშა. მე იმენა ვიხრჩობოდი, ნერვები მახრჩობდა.
- ფოტოებს რა პონტში მიღებ, ან ვის უგზავნი? დავაშავე რამე?
ბოროტი ძიას სახე მიიღო, ისე გამომხედა, ვიფიქრე მართლა ვინმე ხომ არ შემომაკვდა და არ მახსოვს-მეთქი. გვერდიდან გიუშა მეჯიკავებოდა, შეეშვიო მანიშნებდა.
- ბევრს ნუ ტლიკინებ, შე ვირიშვილო, გინდა კაპეზეში? ხოარ გეფსია?
პახოდუ ბოროტი სიცილიც დაურთო, ისეთი, მულტფილმებში რომ იჩითება. კანონი წესით ჩემ მხარეს უნდა ყოფილიყო, მარა მაინც მჩაგრავდა ეს კარგი ადამიანი. ზემოთაც არავინ არ მყავს, რო რამე, ამის დედაც მოვტყან. არ ვიცი რატომ, მარა ასე, ინსტიქტურად ყველაფერს ვუჯერებდი ჯიგრებს. ფოტოები გადაგვიღეს და ვიღაც უფრო კარგ ადამიანს გადაუგზავნეს. იმანაც შეამოწმა, თუ სახეზე ვეცნობით, ესეიგი ხშირად უგზავნიან ჩვენს ფოტოებს - ანუ კრიმინალები ვართ. როგორ შეიძლება ღამის 10 საათზე გარეთ ბოდიალი. გავსროკოთ!
იმ მეორემ, უფრო კარგმა ადამიანმა მიწერა თუ არა წამოიყვანეთო, სახე გაუნათდა ოქრო ხალხს.
უნდა გადაგიყვანოთო ისე თავაზიანად გვითხრეს, გამიკვირდა კიდეც. კარგად ვერ ასწავლეს ჩემნაირ კრიმინალებს როგორ უნდა ელაპარაკონ, რომ გაიგონ, ალბათ გაუშვებენ სამსახურიდან. ეს ალბათ თვითონაც გაიაზრეს და გამოსწორება უნდოდათ. თითქოს ამ თბილი(ნუ, შედარებით) მომართვით ქვეყანას უღალატეს. მანქანაში ჩვენი ნებითაც ჩავსხდებოდით, მარა მაინც ისე გამოვიდა, თითქოს ძალით ჩაგვყარეს, ერთი გემრიელად მოგვაგინეს და დავეშვით.
* * *
გაგიკვირდებათ - განყოფილებაში მხოლოდ ახალგაზრდები ვიყავით, 18-22 წლამდე კატეგორიის ადამიანები, უფრო პროლები ვიდრე სხვა ნებისმიერი.
- ჰა, ეხლა, შეეთესლეთ და ჩააფსით ამაში.
- არ მეფსია, ეს დედამოტყნული, როგორ მოვფსა?
უცებ თავბრუ დამეხვა, ლოყა მაგრად ამეწვა. პიდაპირ სახეში მხიეს ის დურბირკა თუ რაღაც. მამენტ, ღირსიც ვიყავი, არა? როგორ შეიძლება ამხელა კაცთან შეგინება. თან იმასაც ხომ გააჩნია, ვინ იგინება? კრიმინალი ლაწირაკი. და თან ვის აგინებს?!!! კანონის დამცველ, პატიოსან, ღირსეულ პატრიოტს.
- კაროჩე, 500 ლარის დედაც. მიდი, მიაფსი, მეც მივაფსამ და გავიდეთ, ტო. იმენა სული მეხუთება აქ. მაგრა ჩაგვპიზდავენ რო არ დავუჯეროთ.
გიუშას დავუჯერე, მართლა არ მინდოდა მოფსმა, იმენა არ მოდიოდა, მარა მთელი ძალ-ღონის დახმარებით როგორღაც ჩავაფსი იმ დედააფთქებულ რაღაცაში. 500-500 ლარიანი ჯარიმებიც ავირტყით და გამოვედით.
ახლა სამარადჟამოდ გადავიკიდეთ ეს კარგი ადამიანები.
* * *
ყველაზე მეტად ციხის მეშინია. ხშირად გვიბაზრია ბიჭებს, აი უცებ რო გაგვსროკონ რას ვიზამდით. უეჭველად თავს მოვიკლავდი. მაგრად მეშინია ციხის, ნუ ეს ცოტა ისეთი საკითხია, ვერ აგიხსნით. ფობია მაქ, ციხოფობია, ვერ გავძლებ. ახლა იმდენად დაიზმენებული ვარ, გალის მოსაწევსაც არ მოვწევდი, არც იამაიკისას, არც ამსტერდამში მოვწევდი და ვაფშე არსად, გააჯმეინეთ. ახალგაზრდა ბიჭი, ციხეში, თანაც რის გამო?!
უკვე იმაზეც კი დავფიქრდი, რო ამ პოლიციის საქმიანობას ტყუილად შეურაცხვყოფდი, ორ კაცს იმენა შეგვაწყვეტინა მოწევა. მამენტ, კაია, არა?!
გიუშას მაგრად უნდოდა, ალტერნატიულ გზებზე ფიქრობდა და მიაგნო კიდეც. მიაგნო და იქვე დაგვღუპა ამ მიგნებამ.
* * *
- ახლავე ჩავყაროთ? თუ მოვიცადოთ ცოტა.
- რავი, რას ველოდებით? მარა მეშინია მაინც და შემეცი თუ გინდა. ისე რამდენი ხანია არ მოგვიწევია, არა?! დაჟე მეიშინია, ტო.
- რა გაშინებს, შეჩემა, ხო გითხარი რაცაა და როგორც.
- გუგას დავურეკოთ?
- იმენა ორი კაცისაა ბოზიშვილივიყო. პროსტა ვერ შევირგებთ, არ გვეყოფა.
- კაი ყლეზე დაიკიდე რა, დავურეკოთ, ცოტა სიგარეტი დაამატე და ორი ჩაყრა გამოვიყვანოთ.
ტელეფონი ამოვიღე და გუგას დავურეკე. მოსაწევია-მეთქი, ვანიშნე. მალევე მოვიდა.
- ზდაროვა, ბრატცი. რაარი, ნატურალნია? მალადნიაკი ხოარაა, ტო, დავიტანჯე რა. არ ვბოლდები და ანალიზებს ვიკიდებ.
- არა, ტო, ხიმიაა რა, კარგად იბოლებაო ამბობენ. ორი კაცისაა, სამზეც უნდა დაიბოლოს წესით.
- კაი, ტო, ხიმია არ მინდა, არ ვეკარები ეგეთებს, გააჯმევინე. ვაფშე აზრზე არ ვართ როგორ იბოლება. მოსაწევი მეგონა. მოგიწევიათ ვაფშე ეგ?
- რა მოსაწევი, შეჩემა, მაგის გამო გაგსროკავენ, ტო. ერთი ჯარიმა, ორი ჯარიმა და მესამეზე ბრახ! პროჭის დარაჯად გაქცევენ. ამას ანალიზიც ვერ ხვდება, რაღაც ახალი ვეშია, დაჟე ინტერნეტიდან იწერ რა. ჯერ ვერ დაამუღამეს ეტყობა. ვაფშე დაბოლილებიც რო წაგვიყვანონ შანსი არაა ვერ დაგვაჯარიმებენ, იმენა არ იციან ეს ნივთიერება.რამდენიც გინდა მოფსი, ვერ მიხვდებიან. კაი, თუ არ გინდა, მე და ნიკუშა მოვწევთ, ყლეზე დაიკიდე. ჩვენც პირველად ვეწევით. მოსაწევიც გვქონდა, ნატურალნი, მარა იმ დღის მერე იმენა მოვიშორეთ.
ფსიქოლოგია-მეთქი, ეს ჩემისა, გავიფიქრე. დარწმუნებაც ასეთი უნდა, არა?!
- მაიტა, მაიტა, მოვწევ. უეჭველი არ დამიჭერენ ხო, რო რამე? ორჯერ უკვე ავირტყი ჯარიმა და..
- არა, შეჩემა. დაჟე არც ჯარიმაა-მეთქი.
- პროსტა დედაჩემი მიტრაკებს რა მაგრად. ეს ორი დღეა სუ დაბოლილი ვიჩითები. პარასკევს და შაბათს მაინც მოგვაწევინონ, ტო.
ბოთლზე იოგურტის ფალგა წამოვაცვით, ზუბაჩისტკით ჩავხრიტეთ, სიგარეტი ჩავყარეთ და რაღაც შავი ნივთიერება მოვაყარეთ, პირველად ვეწეოდით, მგონი ბევრი მოგვივიდა მოყრა. მარა, არა უშავს, უფრო დაიბოლება. ისე, ვალერამ კი გვებაზრა, ეგ არ მოწიოთო. მაგას ჯობია დალიეთ ბიჭებო, იცოცხლებთ მაინცო და გაიცინა. სიცილმა დაგვაბნია ალბათ.
გიუშამ პირველი დაარტყა, ეგრევე დაიბოლა, მერე გუგამ და...
ჩემამდე აღარ მოაღწია.
გუგა ეგრევე გაიტრუპა. ერთი 5 წამი მაგარი დაბოლოლილი იყო, მერე გაითიშა. მივხვდი, კარგი დღე არ გველოდა, რაღაც საშინელება ქონდათ მოწეული. ნიუჟელი მართლა ბრიდავს? არა, ტო, არა, ამან როგორ უნდა მოგკლას?
გიუშამ ძმურად აღარ ჩაარტყა, რო რამე მოხდეს, მოგვხედეო. აქ დავრწმუნდი, მართლა კლავდა. თან, ერთი ამორტყმა. ავნერვიულდი, გიუშა რომ ამას ამბობს, ესეიგი პიზდეც. აზრზე არ ვიყავი როგორ მეშველა ამათთვის. გიუშამ საკაიფოდ გაუქაჩა, გონზე იყო. გუგას დაენძრა.
რაღაცებს ვბაზრობდი, ვცდილობდი გამომეყვანა, რეალობასა და ილუზიას ვეღარ არჩევდნენ. 5 წუთში გუგას აბაროტი მისცა. მაგრად წვალობდა. დაჟე ლოცულობდა. ძირს დავარდა, თითქოს კანიდან ძვრებოდა. პირით რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, გიუშამ შემომძახა ენა დაუჭირეო.
ენაზე ხელი ჩავავლე, მთელი ძალით მკბენდა, ძვლები ჩამიხვრიტა ლამის. კბილები ზედ თითებზე დამიტოვა, მარა ვაფშე არ მტკიოდა, ვერ ვფიქრობდი ამაზე. ძმაკაცი მიკვდება ხელებში, ამ ხელების დედაც მოვტყან! ამ ხელებმა არ დარეკა გუგასთან? პანიკა დამეწყო. აბაროტის გაქნევა ისევ უნდოდა, მაგრად უნდოდა, ვერ იქნევდა. რაც თუ ძალა ჰქონდა, ყველა დახარჯა ჩემზე კბენაში.
ამ დვიჟენიებში შეშინებულ გიუშას სულ გადაავიწყდა რა მოწია, ნელ-ნელა ჩემკენ ბრუნდებოდა. გუგას მარტო ნაღდად ვერ ვუშველიდი. უკვე მეგონა, აზრი აღარ ქონდა, დაიბრიდა რა.
უცებ კოვზი გავაძრეთ და უცნაურად განვათავსეთ გუგას პირში, ენას უკავებდა. ლოყები სულ დაჭმული ჰქონდა, მეგონა მალე გამოხევდა კიდეც. ისევ ღებინების მცდელობა, ისევ კრახი..
მერე უცებ შეწყვიტა მოქმედება და მიითიშა, აღარც ფართხალებდა, აღარც სუთქავდა. პულსი არ ესინჯებოდა. კაროჩე, სადღაც ბნელ გვირაბში გაიჩითა მგონი, სინათლეც რომ არაა ბოლოში, ისეთში.
- გიუშ, მაკას ნომერი არა გაქვს? დავურეკოთ დედამისს, ტო, დაგვებრიდა. ეგ ანალიზებიც ხო ვერაფერს ვერ ხვდება, დარეკე 112-ში, ვითო დავლიეთ, ან რამე.
მთელი სხეული მიკანკალებდა.
- მიდი წყალში მარილი გააზავე და მოიტა, აბა, რაღაც დავგუგლე.
მარილიანი წყალი ვენაში ვხიეთ, ცოტა თითქოს ფერი მიეცა, ტემპერატურა მოემატა. მხოლოდ წამიერად, ისევ წაიღო..
ტელეფონი გავაძრე და ეგრევე 112-ში დავრეკე. მალევე მოვიდნენ, გუგა სულ გაყინული იყო. რაღაც ვიტამინები დაარჭეს, არც განძრეულა.
ვიტამინმა მგონი უშველა, ცოტა აზრზე მოვიდა. ისევ უცნაურად ლოცულობდა რაღაცებს. ღმერთო გადამარჩინე, აღარ მოვწევ... ეს ერთი ღმერთო, გთხოვ. ახალგაზრდა ვარ - ამ დროს ხმას აუწია, ღრიალით გააგრძელა - ღმერთო!!! მერე უცებ საქართველოს დაახურა დედის ტრაკი, პოლიტიკას, ქელეხი არ გააკეთოთო ამასაც ღრიალებდა.
- იქნებ მოსაწევი რომ ლეგალური ყოფილიყო, ცოცხალი ყოფილიყო გუგა? არა,არა, უეჭველად ცოცხალი იქნებოდა.
- გიუშ, რეებზე ბაზრობ, შეჩემა, ხოარ გაგიჟდი? ცოცხალია ახლაც, მოვა ჯანზე, დაიცა.
გუგას ღმერთისთვის მგონი არასდროს არაფერი უთხოვია, ეს ის შემთხვევა იყო, როცა მივხვდი, მართლა დანძრეული ჰქონდა. მხოლოდ ეს თქვა და ისევ მიიტრუნა. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, გიუშა გადასხმას იკეთებდა, მე გუგასთან ვიყავი და ანერვიულებული სახით ველოდებოდი, როდის გამოიღვიძებდა. ამის ფხიზელი თვალით ყურება მტანჯავდა ყველაზე მეტად. ეს აუტანელი იყო.
* * *
დედამისიც მოვიდა. გარეთ ვეწეოდი, იქ შემეფეთა.
- რა დაემართა მაგ უვარგისს? ისევ პლანი მოწია, არა?!
- არა, მაკა დეიდა, ბევრი დალიეს, მოწამლა. აგერ გიუშაც გადასხმებს იკეთებს. მე ბევრი არ დამილევია, გადავრჩი. მოვა აზრზე მალე. პლანი არ კლავს, ამას როგორ დამართებდა? ეს ოხერი დასალევი რა...
შემატყო, ვნერვიულობდი. ეს წინადადებაც ძლივს ვუთხარი. მგონი მიხვდა.
- არა, არა. უეჭველად ისევ მოწია. სულ ეგრე მოდის. აღარ შემიძლია!
მომაკვდავ შვილს დახედა და ისეთები იბაზრა, ცოცხალ შვილზეც რომ ტეხავს.
- შე უნამუსო, არ შეეშვი ხო?! არა ხო?! ხოდა ეგდე ახლა მანდ. ოხ, გამოფხიზლდები და ნახავ...
თითქოს ბედნიერი იყო, სამართლიანად დაისაჯა გუგა. განა სულ ამას არ ეუბნებოდა?!
მე სინდისი მქენჯნიდა. მე დავურეკე, თუ მოკვდება, მე მოვკალი. მაკაზე არ ვნერვიულობდი, არ მეცოდებოდა. გუგა მეცოდებოდა, თორე ეს ნაბიჭვარი კარგს კიარა, ცუდ შვილსაც არ იმსახურებს..
დედამისი ისევ განაგრძობდა.
- უნამუსო, შენ გამიმწარე ცხოვრება. რომ არა შენ, ბევრად ბედნიერი ვიქნებოდი...
- წადი რა, შენი დედასაც შევეცი. შვილი არ არი შენი?!
- შენი ბრალია, შენი. თავის ნებაზე რომ მიუშვი, ხედავ? ხედავ?!!
მერაბა გაგიჟდა. დიდად გულზე მაგასაც არ ეხატებოდა გუგა, მარა უყვარდა, ისეთი სიყვარულით, გრუზინ მამებს რომ უყვართ.
მაკა არ უსმენდა. მთელი ღვარძლი ამოიღო და მერე მიმშვიდდა, მამამისი ტიროდა, დედა უდრეკად იდგა და ცრემლი არ ჩანდა.
შეიძლება გუგასთან დარეკვამ გადამარჩინა. შეიძლება ახლა დედაჩემის ცრემლზე ეყურებინათ, დედაჩემი უეჭველად იტირებდა, არ გამლანძღავდა.
შეიძლება ახლა მე კიარა, გუგას დაეყარა ჩემს საფლავზე მიწა.
შეიძლება სულაც ცხოვრება დამინგრია გუგამ.
იქნებ ჯობდა მე მომეწია?
მე და საქართველომ გუგა მოვკალით.
გუგას თავისუფლება შეუზღუდეს და იმიტომ მოკვდა.
გუგა იმ სირებმა მოკლეს, განყოფილებაში რომ მომაფსმევინეს.
Subscribe to be the first to know about Best Deals and Exclusive Offers!
5/23, Loft Towers, Business Center, 6th Floor, Media City, Dubai.
Monday-Friday ______8.00 to 18.00
Saturday ____________ 9.00 to 18.00
Sunday _____________10.00 to 16.00
Every 30 day of month Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit.
გადახდის მეთოდის გასააქტიურებლად, შეცვალეთ ვალუტა.
თქვენი რეგისტრაცია არაა დასრულებული. მიჰყევით მისამართზე მიღებულ ბმულს, ან ბმულის ხელახლა მისაღებად, დააჭირეთ აქ.