კალათა

შვიდგზის მიუტევებელნი

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
ამერიკელ ქალს, რომელსაც ქართველი ქმარი დაეღუპება საეჭვო მიზეზების გამო, თბილისში გამგზავრება უწევს, შემდეგ ვხვდებით მეუღლის ოჯახისა და მის სპეციფიკურ დამოკიდებულებას ერთმანეთთან, ასევე ვხვდებით ფლეშბექს და ქართულ-ამერიკულ სცენებს კერძოდ მინესოტას შტატში. შესაძლოა გაჩნდეს მოსაზრება რომ პერსონაჟები ბრტყელი, ინფანტილური და არარეალურია, მაგრამ მე პირობითობას გთავაზობთ, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ.

პროლოგი

„შევასრულოთ ის, რაც ჩაფიქრებულია. დაე დაიჯერონ ან გაიცინონ საკუთარ ვნებებზე, ის რასაც ისინი ვნებას ეძახიან სინამდვილეში სულის ენერგია კი არა, მხოლოდ უთანხმოებაა გარე და სულიერ სამყაროებს შორის. მთავარია საკუთარ თავის ირწმუნონ და დაუცველები გახდნენ, ბავშვივით, რადგან სისუსტე დიდებულია, ძალა კი არარაობა. როცა ადამიანი იბადება სუსტი და მოქნილია, როცა კვდება - მაგარი და უდრეკი, როცა ხე იზრდება, ის ნაზი და მოქნილია, როცა გაშრება მყარი ხდება, კვდება. უდრეკობა და ძალა სიკვდილის მეგზურები არიან, მოქნილება და სისუსტე კი არსებობის სინოტივეს ბადებს, ამიტომაც რაც გამაგრდება ვერ გაიმარჯვებს.“

 

თავი პირველი

(ქართველები) ჩამოვედი თბილისში, მაისსა თუ ივნისში. ზუსტად არ მახსოვს, მაისის მიწურული იყო თუ ივნისის დასაწყისი. ის მახსოვს, რომ ძალიან ვნერვიულობდი, რადგან პირველად უნდა მენახა ქმრის ნათესავები, ქარიც ქრის არ გედავები. ამაზე მძიმე მომენტი ალბათ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, როგორია იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა, ვისაც დიდად არ ეხატები გულზე, სულ სხვადასხვა კულტურაში გაიზარდეთ და სხვადასხვანაირად გესმით ყველა საკითხი, კიდევ კარგი ქართული მაინც ვისწავლე, ოღონდ მაგათ არ იციან ამის შესახებ. არც ვეტყვი, დაე ბოლომდე გამოამჟღავნონ თავიანთი სულმდაბლობა, ვერ ვიტან ამ ერს, ვერც მათ ენას, ბევრს აღარ მოვყვები, მოკლედ ჩამოვედი. გზაში ტაქსისტი დამტვრეული ინგლისურით ცდილობდა ჩემთან საუბარს, თავაზიანი კი იყო, დამეხმარა ბარგის ჩალაგებასა და ამოლაგებაშიც, სარკეში მიღიმოდა და ცალი თვალით მიყურებდა: - What is your name? - რუსებს რომ აქცენტი აქვთ ზუსტად ისე მითხრა, „ვოტ ის იორ ნეიმ.“ -Alice, Alison. -ჰაჰაჰა, ელისო ქვია ჩემ ცოლსაც მაგისი დედა რო მოვტყან და შენიც ზემოდან ჰაჰაჰაჰაჰაჰა. - ეს რომ თქვა თავის „სალოცავ კუთხეს“ გადახედა, სადაც უამრავი ხატი ჰქონდა გაკრული, პირჯვარი გადაიწერა და თავი დახარა, შემდეგ მაინც განაგრძო უღიმღამო სიცილი. -Oh, sorry I didn’t understand. - რა თქმაუნდა გავიგე, მაგრამ მე ხომ „არ ვიცი ქართული“-nothing. Wife, wife, my wife is Eliso, too. -What a coincidence, and your name?- თითქოს შეცბა, მაგრამ შემდეგ სახე გაუნათდა. - სოსო, I am Soso. - Joseph I guess. -ხოოო მანდა ხარ, იოსები პასპორტში - თქვა და წინა კბილები გამოაჩინა. -what? - passport, passport, I am Joseph in passport. What you do in Georgia? - I’m just exploring countries, I’m a tourist, - არ მქონდა მაგისთვის ახსნის თავი. - I can be guide, I know Tbilisi very well and I can be guide. Also you are so nice girl, pretty, pretty. - უკვე ფლირტიც დამიწყო, მეც გავერთე. - You are so nice man, but pity on me, I have already arranged a tour, we can meet next time, okay, I can give you my number. (- თქვენ ძალიან კარგი კაცი ხართ, მაგრამ მე, საწყალმა უკვე დავგეგმე ტური, შემიძლია ჩემი ნომერი მოგცეთ და სხვა დროს შევხვდეთ) - გაუნათდა სახე. - Okay, okay. Very nice. - but there’s an issue, I’ve not got a local number yet, so give me yours. ( -კიდევ ერთი პრობლემა, ადგილობრივი ნომერი არ მაქვს ჯერ, ამიტომ თქვენი მომეცით) - what? I did not hear. Sorry. - I do not have a Georgian number, give me your number and when I get one I will call you, I promise. - თითქოს არ ესიამოვნა, მოეღუშა სახე, მაგრამ დაწერა ფურცელზე და უკან გადმომაწოდა ნომერი, თან შემომხედა ამ დროს კი ვერც მიხვდა რომ წითელზე გაიარა. -Whose statue is this? -what? I did not hear, sorry. - რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ ქართლის დედა იყო, მაგრამ ლაპარაკის გამბა მინდოდა. -who is this - და მივუთითე. - oh, it is mother. Georgian mother, mother of Georgia, we are gentlemans and we respect womans, do you understand? - yes I do understand that you are gentlemen and respect women but who is that woman, exactly? Is it fictional, or real person? - she is mother, - იმეორებს დაჟინებით. -whose mother? - სახეზე გაბრაზება აღებეჭდებოდა უკვე. - whose mother კი არა, შენ როგორ უნდა გიხმარო ხო არც იცი. - What? - Georgian mother, Georgian mother, - ომეორებდა დაიჟინებით, ამიტომ შევეშვი, დავიღალე. - And what is this building next to Georgian Mother? - That is house. Georgian businessman’s house, he is milliardel. - A millionaire? - no miliardel. Our country is poor, this man is rich. -why is your country poor? - ყველა ამას გაიძახდა, მაგრამ არასდროს არ მესმოდა რატომ. - look at the streets, so many poor people are here. - if it is that poor why there are so many cars in the streets? I’ve never been in traffic jam like that, poor country isn’t full of cars you know? - but that cars are old, very old. -It doesn’t matter, in poor countries …. – და მოვყევი ასე უსასრულოდ იმის ჩამოთვლას თუ რა არის დამახასიათებელი ღარიბი ქვეყნისთვის და რა არა.-yes yes. - სავარაუდოდ ვერ გაიგო და გულგაწყალებული დამეთანხმა. შემდეგ კიდევ ვისაუბრეთ მსგავს უაზრო საკითხებზე და მივედით კიდევაც დანიშნულების ადგილამდე. გადმოიღო ჩემი ჩანთა და ხელზე კოცნით დამემშვიდობა. - ძალიან დიდი მადლობა და ნახვამდის, - ვუთხარი გამართული ქართული აქცენტით, რაზეც ისე შეცბა კინაღამ გული წაუვიდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვეღარ მოახერხა და შერცხვენილი გაიქცა მანქანით.

 

თავი მეორე

(გაცნობა) რა უცნაური ქალაქია, სულ სადარბაზოები, თან ზედმეტად ცუდი არქიტექტურით განლაგებული, დავაკვირდი და სურათიდან გავიხსენე რომელში უნდა შევსულიყავი. მწარედ ძრწოდა ნერვებზე, რაც მელოდა მერვეზე, მაგრამ მაინც შემართებით შევუდექი ამ მთაზე ასასვლელ გზას, რადგან ლიფტისთვის რელევანტური ხურდა არ მქონდა. პირველივე სართულზე მესმოდა გიორგის დედის განწირული კივილი. უი სულ დამავიწყდა მეთქვა, გიროგი ჩემი ქმარი იყო და მოკვდა. ამათ რომ კითხო სამარცხვინოდ, აივ ინფექციით. შიდსი, როგორც თვითონ ეძახიან. პირველიდან ბოლო სართულამდე კატა მომდევდა, ოღონდ კი არ მომდევდა, მე მივდევდი მას, მაგრამ რეალურად ის მომდევდა. ავიდოდი ერთი სართულით ზემოთ, კატა წინ მასწრებდა და ის ორით ზემოთ ადიოდა, თან თვალებში მიყურებდა, თითქოს რაღაცას ელოდა ჩემგან. ზუსტად ჩემნაირი თვალები ჰქონდა, ისე რაღაცით მგავდა კიდევაც, ჩემსავითაა თითქოს გასწრებას ცდილობს, რეალურად კი ვიღაცას მისდევს. აბდაუბდა. როგორც იქნა მივაღწიე. კივილი საიდანაც ისმოდა იმ კარს მივადექი. - ჩემი უბედური შვილი, ჩემი საწყალი შვილი, გატანჯული ბიჭი, მშობლიურ მიწაზე სიკვდილიც კი არ ეღირსა, სხეული მაინც მივაბაროთ მშობლიურ მიწას. - დავაკაკუნე კარზე და გიორგის ძმამ გამიღო. -დე, ელისონი მოვიდა. Hello. - ჯერ დედას მიაწოდა ინფორმაცია და შემდეგ გაიმეტა გამარჯობა. - თანამეცხედრე მოგივიდა შვილო, - განწირულად დაიკივლა, - მოდი ელისონ, თითქოს ძინავს, ნახე რა ცოცხალია. უამრავი ადამიანი იყო შემომსხდარი კუბოს გარშემო, ყველა შავებში, როგორც კი შევედი ფუსფუსი და გადალაპარაკებები დაიწყო. - Alice, you seem so tired, do you want to have a rest? - Thanks Alex, I have to support mom, so I want to take a seat with her. -okay I’ll bring you a chair. მომიტანა სკამი, გვამი ცოცხალს გავდა მართლა. გიორგი ყოველთვის მეუნბებოდა, რომ დედემისს მამსგავსებდა, ახლა ვუყურებ ამ ქალს და ნამდვილადაა მსგავსება, თან ძალიან დიდი: მუქი მწვანე, ფართო თვალები, რომელშიც თითქოს ცეცხლი უნდა ენთოს, მაგრამ დიდი სევდითაა სავსე, ზედმეტად თეთრი კანის ფერი, სწორი, პატარა ცხვირი და თხელი ტუჩები შეგრძნებას მიჩენდა თითქოს სპეციალურად ამარჩია იმ მკვდარმა ნაბიჭვარმა. ხალხი ინტერესით მიყურებდა, მეც ასევე ინტერესით ვუყურებდი, ყველას ჩაწითლებული თვალები ჰქონდა, ხან ერთი დაიწყებდა ხმამაღლა მოთქმას ხან მეორე. შემდეგ გვერდზე გავიხედე, სადაც ვიღაც ხანში შესული მამაკაცი იჯდა რვეულით, კალმით ხელში და ფულის დასტით, ეს მინესოტაში საკმაოდ უცნაურ სანახაობად ჩაითვლებოდა, მაგრამ ხალხს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, დავაკვირდი და ვიღაც კაცები მიდიან, ფულს აძლევენ, ეს რაღაცას იწერს და ამ ფულს იმ დასტას მატებს. დავინტერესდი, რა თქმა უნდა და შემდეგ სანდროს ვკითხე ამის შესახებ, საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად ამიხსნა, ზუსტად ისეთი ტონითა და კილოთი, როგორიც გიორგიმ იცოდა, ყოველთვის ამბობდა ხოლმე რომ პატარა ძმა საერთოდ არ ჰგავდა, ვუყურებ და თითქოს მას ველაპარაკები, გარეგნობაში ნამდვილად არ არის დიდი მსგავსება, მაგრამ ბოხი ხმა, რომელიც დამაჯერებლობას მატებდა მის ტონს და ჩაფიქრების დროს თვალის მოჭუტვა თუ სხვა უამრავი მიმიკა თითქმის იდენტურია. ასევე ქცევები, მიხვრა-მოხვრა, საზოგადოებაში თავის დაჭერა, ტრაკზე შევხედე და მგონი ეგეც მისნაირი აქვს, მაგრამ არ შეიძლება, ეს ჩემი გარდაცვლილი ქმრის ძმაა, „ნუ იხიბლები ელისონ სანდროთი!“ როგორც იქნა მზეც ჩავიდა, ეს დამპალი დღეც გავიდა, მეგობრებო მეც რა მინდა, გავეცანი დედამთილსაც.გამიგრძელდა მინიატურა, მოკლედ, გავეცანი ყველას, არამარტო mother in law-ს. თითქოს კეთილგანწყობილები იყვნენ ყველა ჩემს მიმართ, არადა ხო ვიცოდი, რასაც წარმოვადგენდი მათთვის, მათ ეგონათ რომ აივი გიორგიმ ჩემგან აიკიდა, არა და რა იცოდნენ როგორ მოკვდა... როდესაც ყველა წავიდა და მხოლოდ „ოჯახის წევრები“ დავრჩით, ალექსანდრემ ჩაი მოამზადა ყველასთვის და მაგიდის გარშემო დავსხედით. - Alice, - დაიწყო „ლია დედიკომ“ – there are some law issues we need to talk about Giorgi’s will. - დე, მოდი არ გინდა ეხლა რა, მერეც გვექნაბა დრო. - აუცილებელია, შემდეგ გვიანი იქნება, გაურკვევლად უწერია ყველაფერი, შენ რა? გინდა ყველაფერი ამ ბოზს დარჩეს? -დედა. სხვა თუ არაფერი, გიორგის ხსოვნას ვცეთ პატივი, გთხოვ. - არასდროს უყვარდა, შენ მაინც ხომ იცი რატომ უნდოდა ამერიკელი ცოლად? - დედა, გეყოს, გთხოვ. - შენ არავინ არ გეკითხება! - ზედმეტად მკაცრად უთხრა. - მე არავინ მკითხავს, შენ არავინ გკითხავს, მე არ მეხება, შენ არ გეხება... ყელში ამომივიდა, როდის უნდა დადგეს დრო რომ, ვიღაცეებს რაღაცეები ეხებოდეთ?- თვალებწამონთებულმა და ზედმეტად აგზნებულმა უთხრა დედას. - ის აღარავინ არაა. გიორგი ისედაც აპირებდა განქორწინებას, მე მითხრა. ახლა გთხოვ მაცადე. - მგონი ეჭვიანობ, ეს ყველაფერი სისულელეს ემსგავსება და ხვდები შენთვითონ, დავკრძალოთ ჯერ ჩემი ძმა, - „ჯერ ჩემი ძმა“ თითქოს დაუმარცვლა, რაღაც უცნაური flow-თი უთხრა,- რომელსაც ცხოვრება გაუმწარე შენ, -ამაზე შეკრთა „ლია დედიკო“ - დიახ შენ, შენს გამო გაიქცა აქედან, შენი დაჟინებული თხოვნით მოიყვანა ცოლი, - უკვე ყვიროდა, - შენი ბრალია მისი სიკვდილიც, მე ვიცი ყველაფერი, შენ - არა. ახლა საკმარისია ამაზე საუბარი. - Sorry, everybody, if I’mthe issue, I want to tell you something. I’m pregnant. (ყველასთან დიდ ბოდიშს ვიხდი თუ მე ვარ მთავარი პრობლემა, რაღაც მინდა გითხრათ. ორსულად ვარ)

 

მესამე

მილეული იანვარია, ამ დროს თოვს ხოლმე, მაგრამ რატომღაც ნიაღვარია. სენთ პოლიც დავტოვე, commuting ავოტბუსში ავედი, დავჯექი, წავედით, მაგრამ ავბედითს არ მასვენებენ. ტელეფონი მირეკავს. მამა გულს მიხეთქავს. ბოლო ხმაზე ღრიალებს: - Your fucking husband is traitor, liar, fraud, trickster. - wo, wo, wo, wait daddy, what’s so wrong? I’m coming. - I’m home, come and I’ll explain step by step everything, I have always told you that this Caucasian motherfucker was lying all the fucking time. - Calm the fuck down okay? I fucking know what this fucking fucker son of a bitch is, I have fucking told you that I am fucking coming and now please shut the fuck up, thank you. - იმხელა ხმაზე ვიყივირე ყველა commuter-ი მე მიყურებდა, თან fuck-ს იმხელა სტრესს ვუკეთებდი აშკარად გასაგები რომ გამოჩენილიყო ჩემი გაბრაზება. - language Alice, control your fucking language Alison Garza! You are a woman and talk like this is fuuuucking irrelevant for you - ჭკუის დარიგებაც რომ დამიწყო გავგიჟდი და გავუთიშე. ავტობუსი როგორც კი გაჩერდა ტაქსიში ჩავჯექი და მინეაპოლისში წავედი, მამასთან. მას არასდროს მოსწონდა გიორგი, ახლაც ახალი სისულელე ექნებათქო მოგონილი, ვიფიქრე, მაგრამ მის დასამშვიდებლად მაინც წავედი. არც კი მომესალმა. როგორც კი შევედი დაიწყო თავიდან: - I have told you thousand times - დაიწყო სიტყვების მკვეთრად გამოთქმით - that this Asian Russian was not trustworthy… -გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ არ დავაცადე. -He’s a fucking Georgian I have already told you, now calm down and tell me what is so fucking wrong, please? - Your husband is queer, faggot. And he’s cheating on you, now you understand? But that’s not all, he’s base, mean, he’s the client of those transgender streetwalkers. - გავოცდი, მაგრამ ყოველთვის ასე ვარ, ერთი რამე რომ მაოცებდა, არ მყოფნიდა, ამიტომ ახალ ფაქტს ვეძებდი გასაოცებლად. - Okay, may be yes, may be not, how the hell do you know about that? - შეკრთა, თითქოს ენა ჩაუვარდა, არ ელოდებოდა ამ კითხვას აშკარად. - you are also a fucking customer? - ამის გაგონებაზე კინაღამ გაგიჟდა, ამიტომ სიმართლე ვეღარ დამალა და პირდაპირ მომახალა, რომ სუტენიორი იყო მთელი ცხოვრება და მისი ყველა სამსახური უბრალოდ იმიჯისთვის ჭირდებოდა, რომ სწორედ ამან უზრუნველყო ჩემი უდარდელი ცხოვრება და ასე შემდეგ. ესეც შენი ამერიკული ოცნება, ერთ დღეში რომ მოკვდება. 35 წლის ვარ და პროფესია ჯერ არც მაქვს, რადგან ყველა მიმართულებაში ვცადე ბედი, წარმატებული ვერ გავხდი იმ დედლაინში, რაც დაწესებული მქონდა, ოჯახით მაინც ვიამაყებთქო, მაგრამ ქმარი მოღალატე, თანაც ქვიარი, მამა - სუტენიორი, ნეტა დედაჩემი ბოზი ხომ არ იყო? ნაშვილები ხომ არ ვარ? ღმერთი თავის სამოთხეში მიმიღებს ვითომ ამ ყველაფრის შემდეგ? ის ხომ ყველა კრიტერიუმით გვაფასებს, იცით რატომ? ხალხი როგორც გვაფასებს და როგორც გვიღებს ისიც ისევე მოიქცევა, რადგან ღმერთი ხალხშია, ხალხი ღმერთში და ასე შემდეგ, აბდაუბდა, გიორგი უნდა ვნახო.

 

მეოთხე

- ორსულად ვარო? - კი ორსულად ვარო. - უპასუხა დედამისს და თან ეჭვის თვალით გამომხედა. - ჯანდაბა, ბავშვს ინფექცია მემკვიდრეობით გადაეცემა, - ტონს უწევდა „ლია დედიკო“, შემდეგ სულ გამწარდა, - ამ ბოზის ბრალია ყველაფერი, ჩემი შვილიც მან მოკლა, ახლა დაინფიცირებული შვილიშვილი უნდა გამიჩინოს? აღარ შემიძლია, მოვკვდები, - თქვა და მეორე ოთახში გაიქცა, რამდენიმე წამალი დალია დასამშვიდებლად. შემდეგ შემოვარდა ისევ, -abortion, immediately, abortion. ( -აბორტი, დაუყონებლივ, აბორტი) - it’s my child and I deciede, I say no. ( - ჩემი ბავშვია და მე გადავწყვიტავ, არა) - you know what will happen to your child if born? Dying in torture will be the only way to end the life, you understand? Is it so hard you understand? I can’t watch my grandchild dying like my son. (იცი რა მოუვა მაგ შენს ბავშვს თუ დაიბადა? წამებით სიკვდილი ერთადერთი გზა იქნება მისი სიცოცხლის დასასრულებლად, გესმის? არ შემიძლია ვუყურო როგორ კვდება ჩემი შვილიშვილი, როგორც ჩემი შვილი) -I’m not infected. - როგორც კი ვთქვი, სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა გაოცებული შემომცქეროდა. - So? - თავზარდაცემულს აღმოხდა სანდროს. - So, გიორგის სიკვდილში მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის, - ჩემი ქართულის გაგონებაზე სახე მოემანჭა „ლია დედიკოს“ და გული წაუვიდა. მოასულიერეს და მეც გავაგრძელე ლაპარაკი, - ორი წელი თითქმის ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, ეს თქვენ არ გეუბნებოდათ არაფერს, არანაირი ცოლ-ქმრული კავშირი აღარ გვქონია იმის შემდეგ, ძალიან დიდი ბოდიში, ვიცი რომ რთულია ახლა ამის თქმა და არც ისე კარგ დროს და კარგ ადგილას მიწევს, მაგრამ იმის შემდეგ რაც გავიგე, ქუჩის ტრანსგენდერ ქალებთან დადიოდა და მათთან ჰქონდა კავშირი, არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო არც ტრანსგენდერების და არც გიორგის ამ მიდრეკილების, მაგრამ ჩემი მეუღლე იყო, ვინაიდან მათთან დაიწყო სიარული, ესე იგი მე არ ვაინტერესებდი, ამიტომ დავშორდით და ფორმალურად ვიყავით ცოლ-ქმარი, მხოლოდ იმის გამო, რის გამოც თვიდან დავქორწინდით, კონტრაქტი რომ არ გაეუქმებინათ მისთვის. - მთელი ოჯახი ისე მიყურებდა, თითოს მე ვიყავი ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ რაც მინდოდა ვთქვი და კმაყოფილიც ვიყავი ამ ყველაფრით. - რაღას ჩამოხვედი? - მკითხა სასოწარკვეთილმა დედამთილმა, სულ ფეხებზე ეკიდა უკვე თავისი შვილის ორიენტაციაც და ისიც რომ ქართული ვიცოდი. - რა საკითხებზეც დაიწყეთ საუბარი, სწორედ მაგ საკითხების გასარკვევად, გიორგი არც თუ ისე პატარა ფიგურა იყო, კარგად იცით. სენთ პოლში საკმაოდ გავლენიანი სახელითაც სარგებლობდა იურიდიულ წრეში, ვინაიდან ქორწინებაში ვიყავით, როდესაც დავორსულდი, მინდა მისი გვარი მივცე ბავშვს, ასევე სახლი სენთ პოლში, ვილა თქვენსკენ რომაა რომელიღაც ზღვისპირა ქალაქში, სახელი არ მახსოვს, რომელიც ერთად შევიძინეთ მე მეკუთვნის და იმედია ამაზე დავა არ დაგვჭირდება. - დაგვჭირდება. ჩემი შვილი ქვიარი არ ყოფილა, ის სახლიც და ვილაც გაიყიდება და ფული ჩვენს ოჯახს დარჩება, გვარს ვერ მიიღებს შენი შვილი. - როგორც თქვენ გინდათ, მე უმტკივნეულოდ მინდოდა.

 

მეხუთე

სახლში რომ მივედი, მუსიკა ჰქონდა ჩართული, სიგარეტს ეწეოდა და ფიქრებში იყო გართული. -გამარჯობა, - სულ ქართულად ველაპარაკებოდი მე. - hi, - ის პირიქით, ქართულად აღარ მელაპარაკებოდა იმის შემდეგ, რაც ვისწავლე, მაგრამ ცვლიელებების დრო იყო. - have you ever loved me? - ზედმეტად მკაცრად ვკითხე. - რა თქმა უნდა, მე ახლაც მიყვარხარ, ყოველთვის მიყვარდი, რატომ მეკითხები, მოხდა რამე? - did you marry me for some self-interestet? - what is so fucking wrong? რაგინდა აღარ მეტყვი? - Dad told me. - რა, რა ? რა გითხრა? - that you are a faggot, - არც კი გაიკვირვა, თითქოს ელოდებოდაო ისე მიიღო. - didn’t he tell you that he’s a fuckin’ pimp? - მითხრა, მაგრამ ეგ შენს დანაშაულს ამსუბუქებს თუ რისი თქმა გინდა? უნდა დავშორდეთ. - you’ve been lying to me, also, I know. - რას გულისხმობ? - Larry. My elder brother. - ნახევარძმა. - Yes, my father’s son. I know that you had affair, when I was in Georgia four years ago, I was so fucking confused, yes I was. - ვინ გითხრა? ეს სისულელეა, საიდან მოიგონე? - თვითონ მითხრა იმ ნაბიჭვარმა, ყველაფერს თუ ვამბობთ, ბარემ ბოლომდე ვთქვათ ოქეი? სიმრთლეა? - აქამდე რატომ არ მკითხე? - შენც ხომ გქონდა ჩემში ეჭვები, აქამდე რატომ არ მკითხე? - იმიტომ რომ ყველაფერი სისულელეს ემსგავსება, ყველამ ყველაფერი გაიგო, უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. - შენც ხომ იცი ელის? რა განსაცდელი მელის? თუ დამტოვე, დედაჩემი, დედაჩემი და კიდევ ერთხელ დედაჩემი... - დედაშენი რას გაიგებს? ყველაფერი შევინარჩუნოთ ასე, ფასადურად, როგორც აქამდე გვქონდა. ოღონდ ერთი პირობით. - გისმენ. - you have to kill Larry. - ამის გაგონებაზე ხელი გამომიქნია და სავარძლიდან გადამაგდო, შემდეგ ჩემს დახრჩობას ცდილობდა, მაგრამ არ დავნებდი და დავიწყე, - Larry fucked me all night, I enjoyed it but I prefer you, if you don’t kill him he will kill you, you understand he’s envy of you, I just want your protection, stop it, stop it. - როგორც იქნა გონს მოეგო და გამიშვა.გიომ ლარი არ მოკლა, მერე იცით რა მოხდა? ლარიმ მოკლა გიო. სულიერად.

 

მეექვსე

- ბავშვი ლარისია, ასე რომ გიორგის გვარი მას რომ გადავცეთ სრულიად ლეგიტიმური იქნება. - ლარიმ მისცეს გვარი, რა მნიშვნელობა აქვს? ლარის და გიორგის ერთი მამა ჰყავთ. - აღარ მინდა ლარის ნახვა, ნამდვილი ნაგავია, მან... - რატო, რატო, ვიცი რომ ნაგავია, ზუსტად ისეთი, როგორიც მამამისი,- აყვირდა „ლია დედიკო“. - შენც ნაგავი ხარ, როგორ გაბედე, შენი ქმრის ძმასთან გეღალატა? - მან.. - რა მან რა? - გამაუპატიურა. - ვთქვი და ცრემლიც წამომივიდა, უკვე ვეღარ შევიკავე თავი ამხელა ზეწოლისგან, ამ კავკასიელმა ნაბიჭვრებმა მთელი ჩემი ცხოვრება დაანგრიეს, ვერ ვიტან ვერც ერთს, ამ დროს სანდრო მოვიდა და ჩემი დამშვიდება სცადა მგონი „ლია დედიკოც“ თანამიგრძნობდა, როგორც იქნა გავბედე და მაინც ვთქვი, - გიორგი აივით არ მომკვდარა. თავის მდგომარეობას რომ, ყველა სქესისადმი ჰქონდა ლტოლვა, ზედმეტად მძიმედ აღიქვამდა, მაგრამ ამას ლარის ამბავი დაემატა, ლარიმ გიორგი სასტიკად სცემა და მის თვალწინ გამაუპატიურა, ასეთ სტრესს ვეღარ გაუძლო და გულის შეტევით მოკვდა, მე დავმალე ყველაფერი, რადგან ლარი მშრალად გამოძვრებოდა ამ ამბიდან და თქვენც კარგად იცით, რომ გიორგი ლარის გავლენით იყო სენთ პოლის იურიდულ სფეროში, so Larry has more power than any of us, ვინმემ უნდა მოკლას, გასრისოს ეგ ქვეწარმავალი, - ამ ყველაფერმა სანდრო სასტიკად შეძრა, „დედიკოც“. -მოვკლავ, მოვკლავ, გავსრისავ, - თავისთვის, ჩუმად ლაპარაკობდა, პატარა სანდრო, შემდეგ გავიდა. მართალია დასამშვიდებლად საქმე არავის გვქონდა, მაგრამ იმდენად დავიღალეთ, აღარ გვქონდა ლაპარაკისა თუ დავის ძალა. შემდეგი დღეც გათენდა, მიწა წვიმით დასველდა. წვიმა ერთი-ორად ამძიმებდა ყველანაირ სიტუაციას და ლარიც. იმ ნაბიჭვარმა გაბედა და ჩამოვიდა. სანდრო მთელი დღე დაბოღბილი უყურებდა, რაღაცას გეგმავდა აშკარად, ალიაქოთით დავკრძალეთ, უამრავი ხალხი, ვინც მგონი არც კი იცნობდა ჩემს ქმარს, ისევ და ისევ ფასადური დაღვრემილი სახეებით, შემდეგ სადღაც რესტორანში წავედით, სადაც ჩვეულებრივი ქართული ტრადიციული ღრეობა მოაწყვეს, ვიღაც მელოტი კაცი სუფრის თავში იჯდა მიკროფონით და გიორგისა თუ მის ოჯახს ასხამდა ხოტბას, სანდრო და ლარი გარშემო ესხდნენ. ვერ შევამჩნიე როდის ადგნენ და გაქრნენ, გული ძალიან, ძალიან ცუდს მიგრძნობდა, თან მგონი სანდრო მართლა მომწონდა, მეც საზიზღარი ქვეწარმავალი ვარ...

 

ეპილოგი

და მე, ეს საზიზღარი ქვეწარმავალი ვწევარ პალატაში, ვაჩენ ერთ-ერთი ძმის შვილს, მაგრამ ორივე მკვდარია, კი ყველაფერი ჩემი ბრალია, დამყვება ძველი წერის მანია, გაძლება მიჭირს, რთულია ძალიან, ჩემი გრძნობები გადანაყარია. სანდრო და ლარი გიორგის დაკრძალვის დღეს ავარიაში დაიხოცნენ, საჭესთან სანდრო იჯდა, აშკარად ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. ამ ყველაფრის შემდეგ „ლია დედიკო“ ჭკუიდან გადავიდა, გიორგისა და ლარის მამა ისევ ისე აგრძელებს ცხოვრებას, გულგრილად, ინდიფერენტულად, არც მე და არც თავისი გარდაცვლილი შვილები ადარდებს. მე ყველაფერს ვიზამ, რომ ენოში საერთოდ არ დამემსგავსოს მე ან მამამისს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რომელია მამამისი. ენოში ნათელი წერტილია, ეზოში მთამსვლელნი ვერ მიდიან, მაღლა.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება