კალათა

დეტალურად

კრებულში „ოცნებების რაფსოდია“ შესულია რომანები „ზოგჯერ ოცნებებიც შეიძლება ახდეს“ და „ტრიუმფი“, ასევე მოთხრობა „ლენინგრადული არდადეგები“.მოთხრობა დაწერილია თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, ოდნავ მოგვიანებით, ვიდრე რომანი „ზოგჯერ ოცნებებიც შეიძლება ახდეს“, მაგრამ მასში მოთხრობილი ამბავი წინ უსწრებს ხსენებულ რომანში აღწერილი ისტორიის ბოლო ნაწილს, ამიტომ იგი პირველია „ოცნებების რაფსოდიაში“.ამ მოთხრობის პერსონაჟები ახალგაზრდები არიან, რომლებიც ცხოვრობენ, მოღვაწეობენ, უყვართ, შეცდომებს უშვებენ და იტანჯებიან. და ეს ყველაფერი XX საუკუნის 60-ან წლებში ხდება. სამივე ნაწარმოების გმირები ერთ ეპოქაში, ერთი და იგივე ქალაქში ცხოვრობდნენ, სადაც თითქმის ყველა იცნობდა ერთმანეთს. ამიტომ „ტრიუმფის“ ბოლოს, „ლენინგრადული არდადეგების“ გმირებსაც შევახვედრე ჩემი მკითხველი. დარწმუნებული ვარ, ვინც წაიკითხა ეს ნაწარმოები, ყველას ექნება სურვილი გაიგოს მისი პერსონაჟების შემდგომი ცხოვრების შესახებ, და გაეხარდება მათთან შეხვედრა.ამან საშუალება მომცა სამივე ნაწარმოები ერთი დიდი სათაურის ქვეშ გამეერთიანებინა, თუმცა, რა დამერქმია, დიდხანს ვერ გადავწყვიტე.ბოლოს „ოცნებების რაფსოდია“ ვუწოდე მას.საერთო სათაური შეესაბამება თუ არა სამივეს შინაარსს, ამის განსჯა მკითხველისთვის მიმინდვია.ლირა ჩრდილელი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ლენინგრადული არდადეგები
  • ზოგჯერ ოცნებებიც შეიძლება ახდეს
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
    • VI
    • VII
    • VIII
    • IX
    • X
    • XI
    • XII
    • XIII
    • XIV
    • XV
    • XVI
    • XVII
    • XVIII
    • XIX
    • XX
    • XXI
    • XXII
    • XXIII
    • XXIV
    • XXV
    • XXVI
    • XXVII
    • XXVIII
    • XXIX
    • XXX
    • XXXI
  • ტრიუმფი
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
    • VI
    • VII
    • VIII
    • IX
    • X
    • XI
    • XII
    • XIII
    • XIV
    • XV
    • XVI
    • XVII
    • XVIII
    • XIX
    • XX