კალათა

დეტალურად

„მკითხველი უნდა მოკვდეს“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. მოქმედება ვითარდება მომავალში, XXII საუკუნის დასაწყისში. მსოფლიო ორად არის გაყოფილი – მესამე რაიხის იმპერია და მცირე სახელმწიფოები, რომელთაგან ერთ-ერთია ვარმშტადი. ისევე როგორც იმპერიაში, პოსტრევოლუციურ ვარმშტადშიც ხალხს ეროვნული პროპაგანდით კვებავენ. ორი რეჟიმი არსით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ერთი რამით მაინც განსხვავდება – ვარმშტადული რეჟიმი უნიკალურია მსოფლიო დიქტატურულ რეჟიმებს შორის, რადგან იქ ადამიანების მორჩილებას წიგნების საშუალებით ცდილობენ და მათ განათლებულ მონებად, რეჟიმის მსახურებად გადაქცევას ახერხებენ კიდეც. თითქოს ყველაფერი რიგზეა და იმპერია ვარმშტადის სამხედრო ანექსიას არ ჩქარობს... თუმცა, ეს მხოლოდ სიჩუმეა ქარიშხლის წინ! იმპერიის ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერს ვერაგი გეგმა აქვს შემუშავებული – მართული ამბოხის თეორია, რომლის პრაქტიკული განხორციელებაც ვარმშტადში დაიგეგმება; ხოლო თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, „თავისუფალი, მეამბოხე ადამიანის“ ცნება წარსულს ჩაბარდება.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • შინაარსი
  • მცირე შესავალი
  • 1/4
    • ფრიდრიხ ფონ ეშენბახის პირველი საჯარო მოხსენება მართული ამბოხის თემაზე
    • მათემატიკური ვნება
    • უპრეცედენტო წინააღმდეგობა
    • უგრძნობი პირომანი
    • ?
    • იმპულსური ტრანსფორმაცია
  • 2/4
    • ფრიდრიხ ფონ ეშენბახის შეხვედრა რაიხსმინისტრთან
    • ცეცხლის შენთების ხელოვნება
    • დაკარგული ცხვარი
    • ირენი „ალექსანდრიის“ სანაცვლოდ
    • გაცხადებული მიზანი
  • 3/4
    • მეამბოხე კლაუსი და თვითმკვლელი ლინდა
    • ლინდასნაირი ჰერტრუდა
    • ექსპერიმენტის დასაწყისი
    • ახალი ჯაშუში
  • 4/4
    • ამბები, ამბები...
    • მკითხველი უნდა მოკვდეს
    • დასასრული