კალათა

დეტალურად

რადგანაც „ადამიანებს მხოლოდ იმ ამბების სჯერათ, რაც მათ გადახდათ“, ნინო ნადირაძის ახალი პოეტური კრებული სწორედ მათთვისაა – ადამიანებისთვის და მათ ამბებზე: როგორ ანთებენ თავსხმა წვიმაში სიყვარულის ცეცხლს და მერე დიდი წვიმების შემდგომი სიჩუმე ეცოტავებათ, როგორ უგულოდ მიაქვთ პანაშვიდებზე ერთნაირი ყვავილები, შემდეგ კი ქარიან ღამეში ცოცხალი ადამიანების საძებნელად მიდიან და აღარ ბრუნდებიან. ჩვენს კარგ ქვეყანაში ცვილის ადამიანებს დაუდიათ ბინა. აქ ცა სკოჩისაა და იმ ადგილას, სადაც ღმერთი ცხოვრობდა, აბრაა მიჭედებული მინიშნებით, რომ ღმერთი სხვაგან გადავიდა. ადამიანებს კი პროფესიად სიკვდილი აურჩევიათ. სიკვდილი, რომელსაც ასეთი სამსახური რომ არ ჰქონდეს, უთუოდ კეთილი იქნებოდა. მაგრამ მიდის ტყის კაცის სახლამდეც, იმიტომ, რომ თუკი ოდესმე იავნანამ რამე ჰქნა, მაშინ ტყის კაცის ცოლის იავნანასაც უნდა შესწევდეს ამის ძალა. თანაც, რატომ ვართ ასე დარწმუნებული, „რომ იმ ფანჯრიდან, რომელშიც შუქი არ ანთია, არავინ გვიმზერს“.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ხე
  • * * * ადამიანზე თუ გამუდმებით ფიქრობ
  • * * * ის სიტყვები, რომლებიც არასდროს გვითქვამს
  • ჩემო ცვილის ქვეყანავ
  • * * * საჭიროა სიტყვების გადამოწმება
  • * * * მას შემდეგ, რაც ამოვხოცავთ ბავშვებს
  • სკოჩის ცა
  • 25-ე კადრი
  • * * * არ მინდა კარზე დააკაკუნონ
  • * * * ვისაც ხელს კრავ, ის უნდა დარჩეს
  • * * * თუ ვინმე რაიმეს ამტკიცებს
  • * * * ვერ დავიჯერე იმ ადამიანების
  • ბავშვობის სათამაშოები
  • * * * მზე თითქოს ბალახს კეფას ახლიდეს
  • * * * ვერავინ გიპასუხებს
  • კალენდარი
  • ბარსელონეტა
  • * * * ჩემი მეგობარი დამტვრეული ხმით
  • წმინდა ანას მოედანი
  • * * * ჩვენ, ცოცხლები
  • * * * საითაც არ უნდა მიდიოდნენ ღრუბლები
  • * * * ასეც ხდება
  • * * *
  • უმამო გოგოების შესახებ
  • ავტოკადრი
  • ღმერთის შესახებ
  • * * * შეიძლება, ვიჯდე პარიზში
  • * * * როდის უფრო მარტოები ვართ
  • ყოფნა
  • * * * არ მინდა ჩემი სახლის კედლებზე
  • * * * ჩვენი ჩრდილებისთვის
  • * * * ვინ თქვა, რომ მხოლოდ მარცხნივაა?
  • * * * როცა ორს უყვარს ერთმანეთი
  • * * * მე არ ვიცი, კვდებიან თუ არა განშორებისგან
  • * * * მართლა სიკვდილია სიყვარული
  • * * * იმ კადრების ძირში ვწევარ
  • * * * ნუთუ შესაძლებელია ასეთი სიყვარული
  • * * * მონატრებაა, აბა, რაა
  • * * * ასეთია ჩემი სიყვარული
  • ტყის კაცის ცოლის იავნანა
  • პანაშვიდის ყვავილები
  • * * * ჩვენ ყველაფერს წარწერებს ვურთავთ
  • * * * ყველას უნდა ცხოვრება
  • * * * აბა, ვინ დაიჯერებს
  • * * * როდესაც ერთი კვდება
  • * * * რას გაურბიან მატარებლები?
  • პროფესია – სიკვდილი
  • * * * როგორც იქნა მივაგენი სიმშვიდეს
  • * * * ჯერ ყვავილი გაახარე
  • აქ არ მარხია მკვდრები
  • ველოსიპედი
  • * * * ათასი წლის და სამოცი დღის ვარ
  • * * * ისიც იმედია
  • * * * რას დაგვიტოვებს ნოემბერი