კალათა

დეტალურად

ლელა ცუცქირიძე არის ნამდვილი ესთეტი, მოაზროვნე პოეტი, ტრადიციებისადმი ერთგული და სიახლის განცდით სავსე. ისეთი შემოქმედია, რომელსაც ხელეწიფება წეროს არა მხოლოდ ლექსი და არა მხოლოდ ლირიკა. იგი ავტორია საბავშვო ნაწარმოებებისა, წერს მოთხრობებს და ყოველნაირ იმედს აჩენს, რომ არ არის შემთხვევითი მგზავრი იმ დიდებულ სამეფოში, ლიტერატურა რომ ჰქვია სახელად... ლელა არის პოეტური გუმანით დაჯილდოვებული პიროვნება, თავს აუცილებლად შეაყვარებს და დაამახსოვრებს მკითხველს. მას, როგოც პოეტს, უკვე აქვს კიდეც თავისი შრომისა და ღვაწლის შედეგი მომკილი: ლელა ცუცქირიძე გახდა პოეტ ქალთა კონკურსის, „ხვარამზეობა-2011“ გამარჯვებული. ის არის ლიტერატურული ვებგვერდების მუდმივი ფავორიტი და რჩეული... ახლა უკვე წიგნის ავტორიც. კრებული „ლილოჭრელი“ გაფორმებულია პოეტის გარდაცვლილი მეუღლის, მხატვარ ნუკრი ფირცხალავას ნამუშევრებით. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ კრებულს. ძველი რომაელები თვლიდნენ, რომ ყველა წიგნი თავის ბედისწერით იბადებოდა. მეც მინდა მჯეროდეს, რომ ამ წიგნის ბედისწერა იქნება პოეტისათვის საინტერესო შემოქმედებითი გზის საწინდარი. დაუეჭვებლადაც კი მჯერა ამისა... მარიამ წიკლაური, პოეტი
  • ყდა
  • თავფურცელი
  • დგები, მოდიხარ...
  • ბინდის ფერო...
  • დიაფილმი
  • გუბე
  • ლიზა კითხულობს მარკ ტვენს
  • ლილოჭრელი
  • უგზოდ, უკვალოდ...
  • შობის სტუმარი
  • წყურვილი
  • მწიფობელები
  • * * * (მოსულიყავი...)
  • ვინ იცის, დროა...
  • ორი ზამთარი
  • ოჯახის მცენარე
  • მიმოწერის უფლების გარეშე
  • * * * მამას
  • გოგოებოო...
  • ჩემი ლამაზი, პატარა ქალი
  • უკან
  • სიტყვა
  • ადგილის დედა
  • მატარებელი
  • ამბავი ჩემი ცნობისმოყვარე მეზობლისა
  • ხვარამზეობაზე ნაფიქრი
  • სტოკ-ჰოლმ
  • ნატვრის ხე
  • ბაქანი
  • ძველი სახლი
  • ლურჯი ტრამვაი
  • ძველებს... და ახლებს...
  • მოქალაქე
  • ერთი დღე იყო...
  • აკვარიუმი
  • ბონსაი
  • შემოსულა და...
  • თეთრი ყარყატი
  • შიში აივნიდან
  • ღრუბლიაანთა
  • საკურა
  • ძველი სურათი
  • გადასვლა
  • ჩვეულებრივი ზამთრის წერილი
  • სიმღერა
  • თეთრი, წითელი ხეები...
  • მე, დედაშენი
  • მომენატრება იმერეთი
  • მზებუდობა
  • საქმე
  • ჭუჭრუტანები
  • ჩემი ჭრიჭინა ანგელოსები
  • მინიმალისტური
  • ცხოვრება
  • ივლისი
  • მამა-შვილობა
  • ხიდზე
  • დილა
  • მეგობრობა
  • მიტოვებული სოფელი
  • სიყვარული
  • ბედნიერება
  • ზღაპრად
  • შემოდგომა გურიაში
  • წონასწორობა
  • ჩემო ბერდედა
  • ძველი სურათი
  • * * * ეზოში ბანცალებს...
  • * * * ხეებს აცვიათ...
  • * * * იღიმის მარტი...
  • შვილი
  • * * * დიდხანს გელოდე...