კალათა

დეტალურად

სერიის – „ბიზნესის გენია“ – ამ ტომში მოთხრობილია კომპანია Amazon.com-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის შესახებ, რომელსაც საზოგადოებამ „ინტერნეტეკონომიკის მეფე“ უწოდა. იგი პირველობას ბავშვობიდან მიეჩვია - იქნებოდა სკოლა თუ უნივერსიტეტი, სამსახური დაქირავებული მუშაკის სტატუსით თუ საკუთარი ბიზნესი. ნოვატორობა, მიზანსწრაფულობა, ერთგულება საკუთარი მომხმარებლისადმი, ეკონომიურობა - ეს ის თვისებები და ღირებულებებია, რომელთაც ჯეფ ბეზოსი საკუთარ წარმატებას უმადლის, საზოგადოებას კი ურჩევს: „თუ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ რევოლუცია, მაშინ გახდით მისი ხელმძღვანელი“. „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ვინ არის ჯეფ ბეზოსი
    • ჯეფ ბეზოსის ბავშვობა და ახალგაზრდობა
    • საუკეთესო დასაწყისი - Start Up
  • AMAZON.COM-ის საქმიანობა
    • Kindle-ის ეპოქა
    • საკუთრება? - გაყიდულია!
  • ჯეფ ბეზოსი ოჯახსა და სამსახურში
    • „განუკურნებლად ბედნიერი“
    • პირველობის მოყვარული ჯეფი
    • მთავარი გატაცება - მომხმარებელი
    • ჯეფ ბეზოსი და თანამშრომლები
    • ჯეფ ბეზოსის მართვის პრინციპები
  • დასკვნა
  • გამოყენებული ფოტომასალა