კალათა

დეტალურად

სერიის – „ბიზნესის გენია“ – პირველ ტომში მოთხრობილია კომპანია Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის შესახებ. ერთ დროს ჰიპი, თავზე ხელაღებული, თავნება და ურჩი ბიჭი თინეიჯერობის ასაკში უკვე მილიონერი გახდა... იგი დაუპირისპირდა შეხედულებებს, ტრადიციებს, მიმართა მედიტაციას, გულმოდგინედ შეუდგა კალიგრაფიის სწავლას, შემდეგ ყველაფერი ეს ერთმანეთს დაუკავშირა და შექმნა Apple. ალბათ, დაგაინტერესებთ, რა კავშირი აქვს ყოველივე ამას მის წარმატებასთან. პასუხს მარტივად ამოიკითხავთ სტივ ჯობსის ამბების წაკითხვისას, გაიცნობთ მის პიროვნებასაც, რომელიც მსოფლიოს შავ როლინგში, ჯინსსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი დაამახსოვრდა. „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სტივ ჯობსი - „იფიქრე სხვაგვარად“
  • წერტილების შეერთება
    • მშობლების ძებნა
    • სკოლა. სილიკონის ველი
    • ორნი - სტივი და კიდევ სტივი
  • „ბიზნესი, როგორც ფოლკლორი...“
    • APPLE-ის დაბადება
    • პირველი მილიონი
    • კომპიუტერი Macintosh
    • კომპანიიდან წასვლა. PIXAR
  • შინ დაბრუნება
    • ოჯახი - ლორენის პრიზი
    • „და კიდევ რაღაც...“
  • „ცნობა ჩემი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულია“
  • გამოყენებული ფოტომასალა
  • სქოლიო