კალათა

დეტალურად

გაბრიელ ბერი – თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა

მალხაზ ჯინორია

გამომცემლობა ლითერასი

ფილოსოფია, რელიგია დოკუმენტური

გაბრიელ ბერი – არქიმანდრიტი გაბრიელი – ეს სახელი მრავალ მორწმუნეს უკაფავს გზას ღვთის საუფლოსაკენ, მრავალი კათაკმეველი გაჰყავს ჭეშმარიტი რწმენით მშვიდობიან ნავთსაყუდელში. წიგნს საფუძვლად დაედო მამა გაბრიელის სულიერი შვილის და მორჩილის, ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) მოთხოვნა, სიღრმისეულად გადმოცემულიყო ხალხისთვის მამა გაბრიელის ცხოვრება, სამაგალითოდ გაეხადათ იგი და მათ გაურკვეველ ყოფაში სინათლეს დაესადგურებინა. წიგნი უტყუარ პირველწყაროებზეა აგებული და ყოველი მოცემული ფაქტი თვითმხილველ ადამიანებთანაა გადამოწმებული. წინამდებარე წიგნი მხოლოდ მცირედი მცდელობაა, რათა თვალსაჩინო გახდეს ბოლო დროის წმინდად მცხოვრები მოღვაწე ბერის სულიერი აღმავლობის გზა; არ დაიკარგოს და არ დამახინჯდეს ის ფაქტები, რომლებიც პირვანდელი სახით არის შეკრებილი. მოღვაწე ბერის ცხოვრების აღწერა არა საეროთა, არამედ მხოლოდ მტკიცედმორწმუნე და სულიერად განათლებულ, ღვთისმეტყველებაში განსწავლულ და განბრძნობილ სასულიერო პირთა ხვედრია. სწორედ ამიტომ, ყველა საერო პირი, ვისაც ამ წიგნის გამოცემაში უმცირესი წვლილი მიუძღვის, შენდობას ითხოვს ღვთისა და ერის წინაშე.
  • შესავალი
  • ანდერძი
  • მოგონებები გაბრიელ ბერზე
  • მოგონებები მამა გაბრიელის მოღვაწეობაზე
  • მოგონებები გაბრიელ ბერის გარდაცვალების შემდგომ
  • წმინდანის მადლით ცხებული ნიჭი
  • ბერები იგონებენ
  • სასულიერო პირები ბერი გაბრიელის შესახებ
  • ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი ანტიქრისტესა და უკანასკნელ ჟამზე
  • ლექსები გაბრიელ ბერზე
  • ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისა
  • სავედრებელი მამა გაბრიელისადმი
  • მამა გაბრიელი
  • წმინდა სინოდის განჩინება
  • პარაკლისი