კალათა

დეტალურად

„...ამ ზამთარს აქ აღარ გავჩერდები“, ფიქრობს ლელა და რკინის კიბეზე მომდგარ მზეს ეფიცხება. ვანოს რომ მოკლავს, თავის გამზადებულ ჩანთას აიღებს და წავა. შეიძლება ლოტკინზე ავიდეს, ძველ ინტერნატელებთან... იქ ციგნები არიან, ზოგს იცნობს, შეიძლება იმათთან გაჩერდეს ცოტა ხანს... შეიძლება იანა მოძებნოს მარჯანიშვილზე. ბოლო-ბოლო, ვაგზალზე გავა და მატარებელს გაჰყვება დასავლეთისკენ. ბათუმში ჩასვლაც შეიძლება... იქ მარსელს გაიკითხავს. ალბათ იქ უკვე მარსელის ყველას ეშინია. მონახავს და თავს გაახსენებს. მერე ზღვაზე გავა. ლელას ზღვის წარმოდგენაზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლის. ცურვა არ იცის, მაგრამ ისწავლის“... ნანა ექვთიმიშვილი დაიბადა 1978 წელს თბილისში. პირველად მისი მოთხრობები გამოქვეყნდა 1999 წელს ჟურნალ „არილში“. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი. 2013 წელს მისი ქართული მხატვრული ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“ მრავალი ქვეყნის კინოეკრანზე გამოვიდა და მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა. „მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია.
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9