კალათა

დეტალურად

ჯიბის ორაკული ანუ კეთილგონიერების ხელოვნება

ბალთაზარ გრაციანი

გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი ირაკლი თაბორიძე

საზოგადოება

თარგმანი ესპანურიდან

იმისათვის, რომ კაცთა შორის იცხოვრო, ღირსება შეინარჩუნო და წარმატებასაც მიაღწიო, სწორედ რომ დიდი ხელოვნებაა საჭირო – ხელოვნება კეთილგონიერებისა, რომელსაც ბაროკოს ეპოქის ჩინებული ესპანელი ავტორი ბალთაზარ გრაციანი (1601-1658) უმთავრეს ადამიანურ სიქველედ მიიჩნევს. ქართველი მკითხველისათვის აქამდე უცნობი სასულიერო პირი, ფილოსოფოსი და ლიტერატორი, რომელმაც რამდენიმე უაღრესად გამორჩეული, ბრძნული ნაწარმოები დაუტოვა კაცობრიობას, ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, მებრძოლი, „განწირული სულისკვეთების“ მატარებელი ადამიანი გახლდათ. გრაციანის ფილოსოფიურ-შემეცნებითი სენტენციები ერთდროულად მოიცავს ცივ განსჯას, სოციუმის ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნასა და, ამავე დროს, ამაღლებულ, პოეტურ განწყობილებას. რუსთაველისა და სულხან-საბას დიდაქტიკურ-მსოფლმხედველობრივ სივრცეში „გაზრდილმა“ მკითხველმა, მსგავსებასთან ერთად, ამ წიგნში შეიძლება ბევრი მოულოდნელობა აღმოაჩინოს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინათქმა
  • 1. ყოველივემ მიაღწია სიმწიფეს, უპირველესად კი, პიროვნებამ.
  • 2. გული და გონება.
  • 3. მოქმედება ფარულად.
  • 4. სიბრძნე და სიქველე ქმნიან დიდებას.
  • 5. დაე, სხვები იყვნენ თქვენზე დამოკიდებულნი.
  • 6. კაცი სრულქმნილი.
  • 7. ერიდე ზემდგომზე გამარჯვებას.
  • 8. ვნებათაღელვისგან გათავისუფლება.
  • 9. მშობლიური ერის მანკიერებათა უკუგდება.
  • 10. იღბალი და სახელი.
  • 11. იმ ადამიანთა წრეში ტრიალი, რომელთაგანაც რაიმეს სწავლა შეიძლება.
  • 12. ბუნება და ხელოვნება; მასალა და ქმნილება.
  • 13. ზოგჯერ მეორე, ზოგჯერ კი პირველი განზრახვის შესაბამისად მოქმედება.
  • 14. არსი და მანერა.
  • 15. გონიერი თანაშემწეების ყოლა.
  • 16. ცოდნა და კეთილი განზრახვა ერთობლივად განაპირობებენ თანამდევ წარმატებას.
  • 17. მოქმედების სტილის ცვალებადობა.
  • 18. სიბეჯითე და ნიჭიერება.
  • 19. საქმის წამოწყებისას ნუ გექნებათ გადაჭარბებული მოლოდინი.
  • 20. მიმდინარე საუკუნის კაცი.
  • 21. ბედნიერების ხელოვნება.
  • 22. სანაქებო ცოდნა.
  • 23. საკუთარ თავში არსებული თვით უმცირესი ნაკლისადმი შეუწყნარებლობა.
  • 24. წარმოსახვის კონტროლი.
  • 25. გამჭრიახობა.
  • 26. ცოდნა იმისა, რა ამოძრავებს თითოეულ კაცს.
  • 27. ექსტენსიურზე მეტად ინტენსიურის დაფასება.
  • 28. არავითარი ვულგარულობა, ყველაზე ნაკლებად კი გემოვნებაში.
  • 29. მართალი კაცი.
  • 30. არასაპატიო საქმიანობისთვის თავის არიდება.
  • 31. ბედნიერთა და უბედურთა ცნობა.
  • 32. ქველმოქმედი კაცის სახელი დაიმკვიდრე.
  • 33. თავის არიდების უნარი.
  • 34. საკუთარი ძლიერი მხარის ცოდნა: გამოკვეთილი ტალანტის წახალისება და დანარჩენი უნარების ხელშეწყობა.
  • 35. საკუთარი შეხედულების ქონა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე განსაკუთრებით აუცილებელია.
  • 36. მოქმედებისა თუ თავშეკავებისას აწონ-დაწონეთ თქვენი იღბლიანობა.
  • 37. სარკაზმის ცნობისა და გამოყენების უნარი.
  • 38. თამაშიდან გამოსვლა მაშინ, როცა იგებ.
  • 39. რაც შეიძლება მეტი ტკბობისთვის ყოველივეს აყვავებისა და სიმწიფის წუთის შეცნობა.
  • 40. ხალხის კეთილგანწყობა.
  • 41. ნურასოდეს გადააჭარბებ.
  • 42. თანდაყოლილი მბრძანებლობა.
  • 43. აზროვნებით უმცირესობაში, ხოლო სიტყვით უმრავლესობაში ყოფნა.
  • 44. დიდი ადამიანებისადმი სიმპათია.
  • 45. მოხერხებულობის გამოყენება, თუმცა არა ბოროტად.
  • 46. საკუთარი ანტიპათიის მოთოკვა.
  • 47. „ღირსების საქმეების“ თავიდან არიდება.
  • 48. რამდენადაც ღრმაა ადამიანი, იმდენად არის იგი პიროვნება.
  • 49. დაკვირვებული და განსჯის უნარის მქონე კაცი.
  • 50. არასოდეს დაკარგო საკუთარი თავისადმი პატივისცემა, თუმცა ნურც ზემდეტად გაუშინაურდები მას.
  • 51. სწორი არჩევანი.
  • 52. არასოდეს გამოხვიდე მდგომარეობიდან.
  • 53. აზრიანი და საქმიანი.
  • 54. გააზრებული გამბედაობა.
  • 55. მოთმენის უნარის მქონე კაცი.
  • 56. მკვირცხლი გონება ბუნებრივი სულიერი სიფხიზლის ნაყოფია.
  • 57. გააზრებული საქმე უფრო სანდოა.
  • 58. ადაპტაციის უნარი.
  • 59. კეთილი ბოლო.
  • 60. საღი განსჯა.
  • 61. პირველობა საუკეთესოში, ანუ მრავალფეროვან ღირსებათა ნაკრებში ერთის დომინირება.
  • 62. კარგი დამხმარე ინსტრუმენტების ქონა.
  • 63. პირველობა ბრწყინვალების მომტანია, ხოლო როცა ის დიდებულია, მაშინ ორმაგად ბრწყინავს.
  • 64. ჯავრის განქარვება.
  • 65. დახვეწილი გემოვნება.
  • 66. იღბლიან დასასრულზე ფიქრი.
  • 67. უპირატესობა სანაქებო საქმიანობას მიანიჭე.
  • 68. საჭირო აზრამდე ადამიანის მიყვანა.
  • 69. მდაბიურ აღტყინებას ნუ მიეცემი.
  • 70. უარის თქმის ხელოვნება.
  • 71. ნუ იქნები ცვალებადი, ნურც ბუნებრივი და ნურც აფექტური მოტივის გამო.
  • 72. კაცი მტკიცე.
  • 73. თავის დაძვრენა.
  • 74. ნუ იქნები შეუგნებელი.
  • 75. გმირული იდეალის ქონა.
  • 76. მახვილგონიერება ყოველთვის არ ამართლებს.
  • 77. ყველასთან საერთო ენის გამონახვა.
  • 78. საქმის წამოწყების ხელოვნება.
  • 79. ენამახვილობა.
  • 80. ყველაფერს ნუ ირწმუნებ.
  • 81. საკუთარი ბრწყინვალების განახლება.
  • 82. ნურც ბოროტებაში გადაამეტებ და ნურც სიკეთეში.
  • 83. საკუთარ თავს წვრილმანი შეცდომების დაშვების უფლება მიეცი.
  • 84. მტრებისგან სარგებლის მიღება.
  • 85. ნუ გაიაფდები.
  • 86. ავი ენების არიდება.
  • 87. კულტურა და რაფინირება.
  • 88. კეთილშობილური დამოკიდებულება და დიდსულოვნება.
  • 89. თვითშემეცნება.
  • 90. ხელოვნება დღეგრძელობისა, კარგად ცხოვრებისა.
  • 91. თუ ეჭვობ, ნუ შეეჭიდები.
  • 92. ტრანსცენდენტული კეთილგონიერება, ანუ კეთილგონიერება ყველაფერში.
  • 93. უნივერსალური ადამიანი, რომელშიც ყველა ღირსებამ მოიყარა თავი, უამრავ კაცს უდრის.
  • 94. შესაძლებლობათა დაფარვა.
  • 95. ასაზრდოვე მოლოდინი.
  • 96. უმაღლესი სინდერესისი.
  • 97. სახელის მოხვეჭა და შენარჩუნება.
  • 98. საკუთარი განზრახვის დაფარვა.
  • 99. სინამდვილე და გარეგნული სახე.
  • 100. ილუზიებისგან თავისუფალი ადამიანი.
  • 101. კაცობრიობის ერთი ნახევარი მეორეს დასცინის და ორივე ერთნაირად ბრიყვია.
  • 102. იღბლის დიდი ნაჭრების მისართმევად დიდი სტომაქის ქონა.
  • 103. თითოეული იყოს თავისებურად მეფური.
  • 104. სხვადასხვა საქმიანობის მაჯისცემის მოსინჯვა.
  • 105. ნუ იქნები მომაბეზრებელი.
  • 106. საკუთარი იღბლით ნუ იბაქიბუქებ.
  • 107. ნუ გამოხატავ თვითკმაყოფილებას.
  • 108. პიროვნებად ჩამოყალიბების უმოკლესი გზა გარემომცველი წრის არჩევაზე გადის.
  • 109. ნუ იქნები ბრალმდებელი.
  • 110. ნუ დაიცდი, სანამ ჩამავალ მზედ იქცევი.
  • 111. იყოლიე მეგობრები, ეს მეორე ყოფიერებაა.
  • 112. მოიპოვე სიმპათია.
  • 113. კეთილდღეობის ჟამს შავი დღისთვის ემზადე.
  • 114. მეტოქეობაში ნუ ჩაებმები.
  • 115. საჭიროა გარშემომყოფთა ხასიათის ნაკლოვანებებთან შეგუება, ისევე როგორც უშნო სახეებს ვეჩვევით ხოლმე.
  • 116. საქმე ყოველთვის პატიოსან ხალხთან იქონიე.
  • 117. ნურასოდეს ისაუბრებ საკუთარ თავზე.
  • 118. თავაზიანი კაცის სახელი მოიპოვე, რადგან ეს გულების მისაზიდად საკმარისია.
  • 119. თავს ნურავის შეაძულებ.
  • 120. იცხოვრე ისე, რომ დროს ფეხი შეუწყო.
  • 121. საქმედ ნუ წარმოაჩენ იმას, რაც საქმე არ არის.
  • 122. სიტყვასა და საქმეში გამორჩეულობა.
  • 123. ბუნებრივი ადამიანი.
  • 124. ეცადე, იყო სასურველი.
  • 125. ცოდვების მრიცხველად ნუ იქცევი.
  • 126. ის კი არ გახლავთ ბრიყვი, ვინც სიბრიყვე ჩაიდინა, არამედ ის, ვინც არ დამალა თავისი ბრიყვული საქციელი.
  • 127. ძალდაუტანებლობა ყველაფერში.
  • 128. სულის სიმაღლე.
  • 129. არასდროს იწუწუნო.
  • 130. საქმის კეთება და მისი წარმოჩენა.
  • 131. გალანტური ქცევა.
  • 132. შვიდჯერ გაზომე.
  • 133. უმჯობესია იყო შეშლილი ყველასთან ერთად, ვიდრე ბრძენი მარტოდმარტო.
  • 134. რესურსების გაორმაგება ცხოვრების გაორმაგებას ნიშნავს.
  • 135. წინააღმდეგობის სულს ნუ ასაზრდოებ, თორემ ბრიყვად და აუტანლად მიგიჩნევენ.
  • 137. ბრძენი იყოს თვითკმარი.
  • 138. ჩაურევლობის ხელოვნება განსაკუთრებით აუცილებელია მაშინ, როდესაც საზოგადებრივ თუ შინაურ ზღვაში ტალღები მძვინვარებს.
  • 139. უიღბლო დღეების ცნობა, რამეთუ ისინი არსებობენ.
  • 140. ყველაფერში საუკეთესოს აღმოჩენა კარგი გემოვნების უპირატესობაა.
  • 141. საკუთარი თავის მოსმენით ნუ დატკბები.
  • 142. სიჯიუტის გამო მცდარ პოზიციას ნურასოდეს დაიკავებ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესის ამორჩევა მოწინააღმდეგემ დაგასწრო.
  • 143. ტრივიალურობის თავიდან არიდების მცდელობისას პარადოქსულობაში არ გადავარდე.
  • 144. დაიწყე სხვისი საქმეებით, რათა დაასრულო საკუთარით.
  • 145. დამალე მტივნეული ადგილი, თორემ ზუსტად იქ დაგარტყამენ.
  • 146. დაინახე შინაგანი მხარე.
  • 147. ნუ იქნები მიუწვდომელი.
  • 148. დაეუფლე საუბრის წარმართვის ხელოვნებას, ვინაიდან პიროვნება მეტყველებისას ვლინდება.
  • 149. ისწავლე, როგორ მიმართო სხვისკენ ნეგატიური ტალღა:
  • 150. შეგეძლოს შენი საქონლის გაყიდვა.
  • 151. იფიქრე წინსწრებით: ხვალინდელი და მრავალი დღის საფიქრალი დღეს განსაჯე.
  • 152. ერიდე მათ საზოგადოებას, ვინც გჩრდილავს იმის გამო, რომ ზედმეტად კარგები ან ზედმეტად ცუდები არიან.
  • 153. ეცადე, იმ ადგილას არ აღმოჩნდე, სადაც დიდი სიცარიელეა.
  • 154. ადვილად ნურც დაიჯერებ და ნურც შეიყვარებ.
  • 155. განრისხების ხელოვნება.
  • 156. შეარჩიე მეგობრები.
  • 157. პიროვნებათა გამოცნობაში არ შეცდე, რაც შეცდომის ყველაზე უარესი და ამდენადვე გავრცელებული ფორმაა.
  • 158. იცოდე მეგობრების გამოყენება.
  • 159. სულელთა ატანის უნარი.
  • 160. საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინე, მოწინააღმდეგეებთან თავის დაზღვევის, ხოლო სხვებთან ზრდილობის გამო.
  • 161. იცნობდე საკუთარ სისუსტეებს.
  • 162. იცოდე, როგორ იზეიმო მეტოქეებსა და არაკეთილმოსურნეებზე გამარჯვება.
  • 163. უიღბლოსადმი თანაგრძნობის გამო იღბლიანის გულისწყრომას ნურასოდეს გამოიწვევ.
  • 164. გააკეთე რამდენიმე სასინჯი გასროლა.
  • 165. ომის პატიოსნად წარმართვა.
  • 166. განასხვავე საქმის მკეთებელი კაცი მოლაყბისაგან.
  • 167. იცოდე, როგორ დაეხმარო საკუთარ თავს.
  • 168. სისულელით გამოტენილ საფრთხობელად არ გადაიქცე.
  • 169. მთავარია, ასჯერ კი არ მოარტყა, არამედ ერთხელაც არ ააცდინო.
  • 170. ყოველთვის შემოინახე გარკვეული მარაგი.
  • 171. მფარველობას ნუ გაფლანგავ.
  • 172. ნუ დაუპირისპირდები მას, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს.
  • 173. ურთიერთობისას შუშისა ნუ იქნები, მით უმეტეს, მეგობრობაში.
  • 174. იცხოვრე აუჩქარებლად.
  • 175. სოლიდური ადამიანი.
  • 176. ცოდნა თავად იქონიე, ან მცოდნეს უსმინე.
  • 177. ერიდე ფამილარულ ურთიერთობებს.
  • 178. ენდე საკუთარ გულს, განსაკუთრებით, როდესაც ის გამოცდილია.
  • 179. თავშეკავების უნარი გონიერების ნიშანია.
  • 180. ნუ იმოქმედებ იმის მიხედვით, რასაც შენი მოწინააღმდეგე გააკეთებდა.
  • 181. სრული სიმართლის ართქმა სიცრუის გარეშე.
  • 182. გამბედაობის მარცვალი კეთილგონიერების მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
  • 183. ნუ იქნები ჟინიანი.
  • 184. ნუ იქნები ცერემონიული.
  • 185. შენს რეპუტაციას ერთჯერადი გამოცდის წინაშე ნუ დააყენებ, ვინაიდან თუ მას ვერ ჩააბარებ, გამოუსწორებელი ზიანი მოგადგება.
  • 186. ნაკლოვანებათა შემჩნევა იმის მიუხედავად უნდა შეგეძლოს, თუ რამდენად დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანს ახასიათებს ისინი.
  • 187. სასიამოვნო საქმეების საკუთარი, ხოლო უსიამოვნოთა სხვისი ხელით კეთება.
  • 188. საქებრის ქება კარგი გემოვნების ნიშანია
  • 189. იცოდე, თუ როგორ გამოიყენო სხვათა საჭიროებანი.
  • 190. ნუგეში ყველაფერში იპოვე.
  • 191. გადაჭარბებულმა თავაზიანობამ არ დაგათროს.
  • 192. მშვიდობისმოყვარე კაცი დღეგრძელია.
  • 193. უფრთხილდი მას, ვინც სხვისი საქმით იწყებს, რათა საკუთარით დაასრულოს.
  • 194. საკუთარ თავსა და საქმეებზე გაუზვიადებელი წარმოდგენა იქონიე, განსაკუთრებით, ცხოვრების დასაწყისში.
  • 195. იქონიე სხვათა დაფასების უნარი.
  • 196. შეიცანი შენი იღბლიანი ვარსკვლავი.
  • 197. ჩერჩეტებს ერიდე.
  • 198. განთესვის უნარი.
  • 199. საკუთარი ადგილი გონიერებით მოიპოვე და არა თავხედობით.
  • 200. შეინარჩუნე სწრაფვა, რათა მიღწეულმა ბედნიერებამ თავი არ შეგაწყინოს.
  • 201. რეგვენია ყველა, ვინც ასე გამოიყურება და იმათი ნახევარიც, ვინც არ გამოიყურება.
  • 202. სრულყოფილი კაცი სიტყვისა და საქმის მეშვეობით იქმნება.
  • 203. იცნობდე შენი საუკუნის გამორჩეულ ადამიანებს.
  • 204. იოლ საქმეს მოეკიდე, როგორც რთულს, და რთულს, როგორც იოლს.
  • 205. გულგრილობით თამაში.
  • 206. გახსოვდეს, მდაბიო ხალხი ყველგანაა, კორინთოშიც კი, ამასთან, რჩეულ ოჯახებში.
  • 207. იყავი ზომიერი.
  • 208. სულელთა დაავადებით ნუ მოკვდები.
  • 209. გავრცელებული უგუნურებისგან თავი შორს გეჭიროს.
  • 210. იცოდე სიმართლის გამოყენება.
  • 211. სასუფეველში ყოველივე სიხარულია, ჯოჯოხეთში ყოველივე მწუხარება.
  • 212. შენი ხელოვნების ყველაზე დახვეწილ ნიუანსებს ნუ გამოაჩენ.
  • 213. იცოდე, როგორ შეეწინააღმდეგო.
  • 214. ერთი სისულელისგან ორს ნუ შექმნი.
  • 215. სიფრთხილის გამოჩენა მასთან, ვინც ფარული განზრახვით მოგაკითხავს.
  • 216. აზრის ნათლად ჩამოყალიბება.
  • 217. მარადიულად ნურც სიყვარულს მიიჩნევ და ნურც სიძულვილს.
  • 218. შენს მოქმედებას არა სიჯიუტე, არამედ საღი აზრი განსაზღვრავდეს.
  • 219. ეშმაკი კაცის სახელს ნუ დაიმკვიდრებ.
  • 220. ვინც ლომის ტყავს ვერ მოირგებს, მელიის ბეწვი ატაროს.
  • 221. ნუ იქნები მოურიდებელი, რათა საკუთარ თავსაც და სხვასაც ცხოვრება არ გაურთულო.
  • 222. ადამიანის სიდინჯე მის გონიერებაზე მეტყველებს.
  • 223. ზედმეტად გამორჩეული ნუ იქნები, ნურც მანერულობისა და ნურც დაუდევრობის გამო.
  • 224. საგნები სათანადო მხრიდან აიღე ხელში, იმის მიუხედავად, თუ როგორ მოგაწვდიან მათ.
  • 225. შეიცანი შენი მთავარი ნაკლი.
  • 226. იზრუნე იმაზე, რომ ადამიანები შენგან დავალებულნი იყვნენ.
  • 227. პირველმა შთაბეჭდილებამ არ დაგატყვევოს.
  • 228. ავსიტყვაობას ნუ მიეცემი;
  • 229. საკუთარი ცხოვრება გონივრულად დაანაწილე.
  • 230. თვალების დროულად გახელა.
  • 231. ხალხს სანახევროდ გაკეთებულ საქმეს ნურასდროს დაანახვებ.
  • 232. ნაწილობრივ ვაჭრის თვისებებიც იქონიე.
  • 233. როცა სხვას სიამეს მიანიჭებ, არ გადაამლაშო, თორემ კმაყოფილების ნაცვლად წყენას დაიმსახურებ.
  • 243. მთლად მტრედის ბუნებისაც ნუ იქნები.
  • 244. იცოდე, როგორ აგრძნობინო სხვას თავი შენგან დავალებულად.
  • 245. საყოველთაოსგან განსხვავებული, ორიგინალური აზროვნება გამორჩეული ჭკუის ნიშანია.
  • 246. თავს ნუ იმართლებ მასთან, ვინც ამას არ ითხოვს.
  • 247. ცოტა მეტი ცოდნა და ცოტა ნაკლები ცხოვრება.
  • 248. ბოლო საუკეთესოს არ ნიშნავს.
  • 249. ცხოვრებას იმით ნუ დაიწყებ, რითაც უნდა დაასრულო.
  • 250. ნათქვამი უკუღმა როდის უნდა გავიგოთ? როდესაც მოსაუბრე არაგულწრფელია.
  • 251. გამოიყენე ადამიანური საშუალებები ისე, თითქოს ღვთიური არ არსებობდეს და ღვთიური ისე, თითქოს ადამიანური არ არსებობდეს.
  • 252. ნურც მხოლოდ საკუთარი თავისთვის იცხოვრებ და ნურც მხოლოდ სხვისთვის.
  • 253. ზედმეტად გასაგები ნუ იქნები.
  • 254. უზრუნველად მცირე ჭირსაც ნუ მოეკიდები, რადგან იგი მარტო არასოდეს მოდის.
  • 255. იცოდე, როგორ აკეთო სიკეთე: ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად.
  • 256. მუდმივად ფხიზლად იყავით უზრდელი, თვითრჯული, საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის მქონე და ყველა სხვა სახის რეგვენის წინააღმდეგ საბრძოლველად.
  • 257. საქმეს ურთიერთობის გაფუჭებამდე ნუ მიიყვან, ეს ჩვენს სახელს ყოველთვის ზიანს აყენებს.
  • 258. იპოვე ისეთი ვინმე, ვინც შენს გასაჭირს გაიზიარებს.
  • 259. წყენის თავიდან აცილება და მისი მხარდაჭერად გადაქცევა.
  • 260. ბოლომდე არავინ არავის ეკუთვნის.
  • 261. სისულელის გამო ნუ გაჯიუტდები.
  • 262. დავიწყების უნარი.
  • 263. სასურველი საგნების დასაკუთრება არ ღირს.
  • 264. უზრუნველი დღეები ნუ გექნება.
  • 265. დაქვემდებარებულთათვის ამოცანის მიცემა.
  • 266. ნუ იქნები ზედმეტად კარგი, რათა ამის გამო ცუდი არ აღმოჩნდე.
  • 267. აბრეშუმივით რბილი სიტყვები და ხავერდოვანი ხასიათი.
  • 268. გონიერი თავიდანვე აკეთებს იმას, რასაც უგუნური ბოლოს.
  • 269. ისარგებლე იმით, რომ მოცემულ ადგილზე ახალი ხარ, ვინაიდან სანამ ასეა, პატივს გცემენ.
  • 270. ნუ იქნები ერთადერთი მგმობელი იმისა, რაც უამრავ კაცს მოსწონს.
  • 271. როდესაც ამა თუ იმ საქმეში ნაკლებად ერკვევი, უსაფრთხო გზა აირჩიე.
  • 272. საგნების თავაზიანობის ფასში გაყიდვა იმას განაპირობებს, რომ ადამიანები შენგან უფრო მეტად დავალებულნი იქნებიან.
  • 273. იცნობდე მათ ხასიათს, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს, რათა მათ განზრახვებს ჩასწვდე.
  • 274. იყავი მიმზიდველი: ეს თავაზიანობის ჯადოსნური გამოვლინებაა.
  • 275. უბრალო, მაგრამ არა უხამსი.
  • 276. ბუნებისა და ხელოვნების დახმარებით ხასიათის განახლების უნარი.
  • 277. თვითწარმოჩენის უნარი ტალანტების ბრწყინვალებას განაპირობებს.
  • 278. ზედმეტად თვალში საცემი ნუ იქნები.
  • 279. შეპასუხებას არ უპასუხო.
  • 280. პატიოსანი კაცი.
  • 281. მოწონება გონიერთაგან.
  • 282. გამოიყენე არყოფნა, რათა მეტი პატივი გცენ და მეტად დაგაფასონ.
  • 283. გამომგონებლის ნიჭი.
  • 284. თუ არ გსურს, რომ თავიდან მოგიშორონ, ნუ იქნები მომაბეზრებელი.
  • 285. სხვის უბედურებას ნუ გადაჰყვები.
  • 286. ნურავის წინაშე იქნები ყველაფრით პასუხისმგებელი და ნურც ყველას წინაშე რაიმეთი, თორემ მონად, ამასთან, საყოველთაო მონად გახდომა მოგიწევს.
  • 287. ცხელ გულზე ნურაფერს მოიმოქმედებ, რადგან შესაძლოა ყველაფერი გააფუჭო.
  • 288. იცხოვრე ვითარების შესატყვისად.
  • 289. არაფერი ისე არ აუბრალოებს კაცს, როგორც იმის ჩვენება, რომ ის, უბრალოდ, ადამიანია.
  • 290. ბედნიერია ის, ვინც პატივისცემაც დაიმსახურა და სიყვარულიც.
  • 291. იცოდე, როგორ გამოსცადო.
  • 292. დაე, ადამიანური ბუნება თანამდებობრივ მოვალეობებზე აღმატებული აღმოჩნდეს და არა პირიქით.
  • 293. მოწიფულობა.
  • 294. იქონიე ზომიერი შეხედულებები.
  • 295. რეალურად და არა მოჩვენებითად საქმიანი.
  • 296. დიდებული თვისებების ქონა.
  • 297. ყველაფერი ისე აკეთე, თითქოს ვინმე გიყურებდეს.
  • 298. ამ სამი რამისგან იქმნება საოცრება და უმაღლესი სახიერების გამოვლინებასაც სწორედ ისინი წარმოადგენენ: ნაყოფიერი ნიჭი, ღრმა აზროვნება, დახვეწილი და სასიამოვნო გემოვნება.
  • 299. დაუტოვე შიმშილის განცდა და ნექტრით სავსე ფინჯანი ტუჩებს განაშორე.
  • 300. მოკლედ რომ ვთქვათ, იყავი წმინდანი.
  • სქოლიო