ჯეი აშერის „13 მიზეზი“ სულისშემძვრელი წიგნია, რომელიც თამამად საუბრობს ისეთ ტაბუდადებულ თემაზე, როგორიც მოზარდებში გახშირებული თვითმკვლელობა და სკოლაში ბულინგია. თინეიჯერი ჰანა დასაძინებელი აბების დიდ დოზას მიიღებს, თუმცა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის აუდიოკასეტებზე ჩაწერს სუიციდის 13 მიზეზს, და თავის ტრაგიკულ გადაწყვეტილებაში საკუთარ თანატოლებს, თანაკლასელებს ადანაშაულებს. გოგონას პირით მოყოლილი შემაძრწუნებელი განცდების პარალელურად ნათლად ვხედავთ, რომ მოზარდთათვის სწორი გზის ჩვენებაში უმნიშვნელოვანესი როლი მასწავლებლებსა და მშობლებსაც აკისრიათ და სწორედ მათი გულგრილობა და პრობლემის იგნორირება ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ფატალური შედეგის მიზეზი.
- გუშინ სკოლის შემდეგ
- პირველი კასეტა: A მხარე
- პირველი კასეტა: B მხარე
- მეორე კასეტა: A მხარე
- მეორე კასეტა: B მხარე
- მესამე კასეტა: A მხარე
- მესამე კასეტა: B მხარე
- მეოთხე კასეტა: A მხარე
- მეოთხე კასეტა: B მხარე
- მეხუთე კასეტა: A მხარე
- მეხუთე კასეტა: B მხარე
- მეექვსე კასეტა: A მხარე
- მეექვსე კასეტა: B მხარე
- მეშვიდე კასეტა: A მხარე
- მეშვიდე კასეტა: B მხარე
- კასეტების გაგზავნის მომდევნო დღეს