კალათა

დეტალურად

სესილია ჩვეულებრივი გოგონაა, რომელიც რეალურ სამყაროში ცხოვრობს: დადის სკოლაში – უკვე მერვე კლასშია, ცურავს, ხატავს, ოცნებობს... თუმცა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით; სინამდვილეში ის მუდამ მზად არის არაჩვეულებრივი თავგადასავლებისთვის... მისი ყველა ნახატი ცოცხლდება და სესილიასთან ერთად განიცდის... ერთ დღეს ამ მეოცნებე და სხვების თვალში უცნაურ გოგონას ნატვრის ხე მოევლინება. ნატვრის ხე, ყველა ზღაპრული ნატვრის ხის მსგავსად, რა თქმა უნდა, ნატვრებს ასრულებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი – ის ეხმარება სესილიას თავის თავში იპოვოს ძალა და დაიბრუნოს თვითრწმენა. მთავარი პერსონაჟი გოგონაა, მაგრამ წიგნი სულაც არ არის მხოლოდ გოგონებისთვის, არც მხოლოდ მოზარდებისთვის – გახმობის პირას მისული, ერთ დროს მოშრიალე წარმოსახვითი ნატვრის ხის გადარჩენა ხომ ნებისმიერი ასაკის ადამიანის უდიდესი ნატვრაა. წაიკითხეთ ეს კეთილი ამბავი და გახდით თანამონაწილე უჩვეულო და ამაღელვებელი სასწაულისა. ეს ადვილია რეალობის და ფანტაზიის შერწყმით შექმნილ სესილიას უცნაურ, მაგრამ მშვენიერ, ფერადოვან სამყაროში.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • თავი 1
  • თავი 2
  • თავი 3
  • თავი 4
  • თავი 5
  • თავი 6
  • თავი 7
  • თავი 8
  • თავი 9
  • თავი 10
  • თავი 11
  • თავი 12
  • თავი 13
  • თავი 14
  • თავი 15
  • თავი 16
  • თავი 17
  • თავი 18
  • თავი 19
  • თავი 20
  • თავი 21