კალათა

დეტალურად

ილუსტრირებული გამოცემა. თუ აქამდე წითელკუდა თაგვები თავიანთი გამორჩეულობის შესახებ სიამაყით გიამბობდნენ და თქვენც მათი ტრაბახის გულუბრყვილოდ გჯეროდათ, ახლა უკვე გეცოდინებათ, რატომ შეუღებეს მინდვრის თაგვს, ხვიჩას, კუდი. აქვე წაიკითხავთ ჩემპიონი კალიას – კოსტა-ბრავოს სევდიან ისტორიას, გაიცნობთ ტყის მელამთავარს – დე ლა მელას და უფრო მეტს გაიგებთ კეთილი არსებების – ბასუნსულების შესახებ. ზაზა აბზიანიძის ზღაპრები ბავშვებს სიკეთეზე, სამართლიანობასა და ერთგულებაზე უამბობს, საინტერესო ამბები არა მარტო პატარებს, მათ მშობლებსაც გაახალისებს. წიგნი ავტორის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რაც ბავშვებს ზღაპრების უკეთ აღქმაში დაეხმარებათ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წითელკუდა
  • კოსტა-ბრავო
  • ამბავი დე ლა მელასი
  • ბაბთა
  • სქოლიო