კალათა

დეტალურად

ქართველი მწერლის, ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებლის, ვასილ ბარნოვის შემოქმედება მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა მწერლისთვის მთავარი მაინც სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, სიყვარულისა და მშვენიერების გამარჯვების აუცილებლობაა. სწორედ ამ თემას ეძღვნება მისი ნაწარმოებების უმეტესობა. „არმაზის მსხვრევა“ საქართველოს გაქრისტიანების საკითხს ეხება. აქ საინტერესოდ და შთამბეჭდავადაა გადმოცემული წარმართობის დამარცხებისა და ქრისტიანობის დამკვიდრების პერიოდი; ფილოსოფიურ თემას ეძღვნება „ტკბილი დუდუკი“, ხოლო მოთხრობებში: „გველის ზეიმი“, „თებერას დანიშნული“ სოციალური პრობლემებია აღწერილი.
  • ტკბილი დუდუკი
  • თებერას დანიშნული
  • გველის ზეიმი
  • არმაზის მსხვრევა