კალათა

დეტალურად

სირი ჰუსტვეტი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია – რომანისტი, პოეტი, ესეისტი, ლიტერატურისმცოდნე. დაიბადა 1955 წლის 19 თებერვალს აშშ-ში, მინესოტის შტატის ქალაქ ნორდფილდში. მამა, ლოიდ ჰუსტვეტი, სკანდინავიური ლიტერატურის პროფესორი იყო, დედა, ესთერ ვეგანი, ნორვეგიელი ემიგრანტი გახლდათ. სირი ჰუსტვეტს აქვს ისტორიის ბაკალავრისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. ამის გარდა, ის არის მუზა და მეუღლე ცნობილი ამერიკელი მწერლის, პოლ ოსტერისა. რომანი „ზაფხული კაცების გარეშე“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ნაწარმოები მია ფრედრიკსენის, პოეტი ქალის ერთგვარი მონოლოგია, განცდით, ძიებით, აღმოჩენებით, ტკივილით და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება.
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *