კალათა

დეტალურად

ორასიო კიროგა (1878–1937) სახელგანთქმული ურუგვაელი მწერალია, ცნობილი ნოველებისა და რომანების ავტორი. მამამისი არგენტინელი დიპლომატი იყო. ორასიო მონტევიდეოში სწავლობდა და თავიდანვე იჩენდა ინტერესს ლიტერატურისა და გამოყენებითი მეცნიერებებისადმი. ურუგვაიში დაბრუნებული ესპანურს ასწავლიდა, ჟურნალისტიკითაც იყო დაკავებული და პარალელურად ფოტოგრაფობდა. მისი შემოქმედებითი დებიუტი 1901 წელს შედგა ლექსების წიგნითა და პოეტური პროზით, რომელიც ესპანურენოვანი მოდერნიზმის გავლენით დაწერა. 1902 წლიდან ძირითადად არგენტინაში ცხოვრობდა. როგორც ფოტოგრაფი, მონაწილეობდა ექსპედიციაში პროვინცია ჩაკოში. ეს ადგილი ისე მოეწონა, ოჯახთან ერთად რამდენიმე წელი იქ იცხოვრა – ჯუნგლებში. 1920-იანი წლებიდან კინოში მუშაობდა სცენარისტად, დაკავებული იყო კინოკრიტიკითაც, წერდა გაზეთებისა და ჟურნალებისთვის. კიროგას მემკვიდრეობა არც ისე მცირეა. საკმაოდ გახმაურებულია მისი ნაწარმოებები ბუნებასა და ცხოველებზე, რომლებიც რამდენიმე თაობის ბავშვებს შორის იყო პოპულარული. კიროგას ნოველისტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ხულიო კორტასარზე. მისი პროზის მიხედვით იღებდნენ ფილმებს მარიო სოფიჩი, პაბლო ტრაპერო და სხვანი.
  • ანაკონდა
  • ცალრქა ეშმაკი
  • სკაროსები და იაგუარები
  • თვითმკვლელი ხომალდები
  • ნიანგების ომი
  • ამაოება
  • ალისია
  • ველური თაფლი
  • სამი ბარათი
  • მელოტი თუთიყუში
  • შიშის ძალა
  • ალიყური
  • ნადირობა მორებზე
  • პატარა ენოტის ზღაპარი
  • გიგანტური კუ
  • ორი ხულიეტა
  • თანასწორობის შესახებ
  • ბრმა ფურირემი
  • ბელგიური საფლავები