კალათა

დეტალურად

ანა სანებლიძის მოთხრობათა წინამდებარე კრებული „ლურჯი ვარდები“ წარმოადგენს ახალგაზრდა ქალბატონის დებიუტს მხატვრულ პროზაში. საგულისხმოა ავტორის მიერ შერჩეული თემატიკა – ახალგაზრდა ქალის ყოფა და ბედი აწმყოში, ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივ და უჩვეულო გარემოში. აღსანიშნავია ახალგაზრდა ავტორის ცდა პროზაული ტექსტის და თემის პოეტური ფორმით გადმოცემისა. ის ეძებს საკუთარ ინტონაციებს, სინტაქსურ კონსტრუქციებს უხამებს სემანტიკურ ფორმებს, და საერთოდ, ცდილობს დაგვანახოს, რომ არც თუ მარტივია დღევანდელობაში ქალმა შეინარჩუნოს რომანტიკული სული და უბრალოდ იპოვოს თავისი ადგილი, დაიმკვიდროს თავი, დაძლიოს მარტოობა და არ შეწყვიტოს ოცნება.
  • წინასიტყვაობის მაგიერ
  • ბროწეულის გოგონა
  • ლილიტის ქალიშვილი
  • №2 ავტობუსში
  • სარკის წინ...
  • პიანისტი
  • მეტემფსიქოზი
  • შეყვარებულის პორტრეტები
  • კლინიკაში
  • ხილვა
  • ღამის პეპლები
  • დაცემა!
  • საპნის ბუშტები
  • ცოდვის შვილი