კალათა

დეტალურად

გოლემი მითური არსებაა, რომლის საწყისებიც ძველ აღთქმაში იძებნება და რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მხატვრულ ლიტერატურაში უამრავი რეინკარნაცია განიცადა. თუმცა, ვერცერთი მათგანი ვერ მიუახლოვდება იმ ფანტასტიკურ და მისტიკურ დიდებულებას, რომელსაც გუსტავ მაირინკის რომანი „გოლემი“ წარმოადგენს. საიდუმლოს ქსელით მოცული პრაღა, ჩრდილოვან ძალებთან დაპირისპირება, ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი და პოლიტიკური ინტრიგები. მკითხველი მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაინაცვლებს, დიდი მღელვარების პერიოდში, როდესაც ევროპის კარს პირველი მსოფლიო ომი იყო მომდგარი. მის მიერ აღწერილი პრაღა ერთდროულად ისტორიული და ეზოტერიკული, დიდებული და გროტესკული, რეალური და წარმოსახვითი. „გოლემის“ სახით მკითხველს წინ ჰალუცინოგენური მოგზაურობა ელის. მაირინკი არნახული ოსტატობით ქმნის პრაღის გეტოს ატმოსფეროს და გვიყვება ისტორიას დამცირებულ ხალხზე და დამონებულ ერზე, რომლის სულიერი მდგომარეობა და ქვეცნობიერიც გოლემის სახით წარმოგვიდგება. „გოლემი“ სრულად 1915 წელს გამოიცა და პირველივე წელს ორასათასიანი ტირაჟით გაიყიდა. ის გუსტავ მაირინკის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია, ევროპის პირველი ბესტსელერია და ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია.
  • ძილი
  • დღე
  • „I“
  • პრაღა
  • პუნში
  • ღამე
  • გამოღვიძება
  • თოვლი
  • ზმანება
  • ნათელი
  • გაჭირვება
  • შიში
  • ლტოლვა
  • ქალი
  • ცბიერება
  • ტანჯვა
  • მაისი
  • მთვარე
  • თავისუფლება
  • დასასრული
  • სქოლიო