კალათა

დეტალურად

საქართველოს და ბიზანტიის იმპერიის ურთიერთობა (IV-IX სს)

ნოდარ ლომოური

გამომცემლობა ლოგოსი

ისტორია

ბიზანტიის იმპერია, გარკვეული თვალსაზრისით, პირობითი ტერმინია. აღორძინების ეპოქაში ეს ტერმინი შემოღებულ იქნა ევროპულ ისტორიოგრაფიაში და ამის შემდეგ დამკვიდრდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის აღსანიშნავად. ბიზანტიის ისტორიის დასაწყის თარიღად სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მეცნიერები მიიჩნევდნენ ხან IV, ხან V (რომის დაცემის) საუკუნეს, ხოლო ზოგიერთი მკვლევარი VI საუკუნესაც-კი. ქართულ ისტორიოგრაფიაში, ს. ყაუხჩიშვილის არგუმენტაციის საფუძველზე, სწორედ ეს ადრეული თარიღია მიღებული და შესაბამისად საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობათა განხილვას ჩვენ სწორედ IV საუკუნის 20-იანი წლებიდან ვიწყებთ. ჩვენი შრომის ბოლო თარიღად IX ს. განვსაზღვრეთ, რამდენადაც სწორედ IX ს-ში დაიწყო საქართველოს ისტორიაში ახალი ხანა – ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ეს პროცესი არსებითად X ს-ში დაგვირგვინდა ძირითადად. ხოლო ბუნებრივია, გაერთიანებული საქართველოს ურთიერთობა ბიზანტიასთან სულ სხვაგვარად ვითარდებოდა, ვიდრე ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაყოფილი ქვეყნისა.
  • შესავალი
  • თავი I. წყაროები და ისტორიოგრაფია
  • თავი II. ქართლისა და ბიზანტიის ურთიერთობა IV-V საუკუნეებში
  • თავი III. დასავლეთ საქართველო და ბიზანტია IV-V საუკუნეებში
  • თავი IV. ქართლისა და ბიზანტიის ურთიერთობა VI საუკუნეში
  • თავი V. ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს ურთიერთობა ბიზანტიასთან VI საუკუნეში
  • თავი VI. ქართული სახელმწიფოები და ბიზანტია VII საუკუნის პირველ ნახევარში
  • თავი VII. არაბთა დამკვიდრება ამიერკავკასიაში და ბიზანტიასთან ურთიერთობის გართულება
  • თავი VIII. საქართველო-ბიზანტიის კულტურული ურთიერთობები IV-IX საუკუნეებში
  • შემოკლებანი
  • სქოლიო