მისთვის ცხოვრება ყველაზე პოეტური გამოწვევაა, მეომრის პოზა კი – ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა. ასეთია არტისტი და პერფორმერი, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი. ის 21-ე საუკუნის პოეტია – და ამაში მხოლოდ „თანამედროვეობა“ კი არ იგულისხმება, არამედ ყველა იმ აქცენტის, ნიუანსის, ტენდენციის ერთგულება, რაც ჩვენს საუკუნეს და მასში მყოფ/მებრძოლ ადამიანს ახასიათებს. ის სამოქალაქო პოეტია, ხიბლავს ბარიკადები და თავის ლექსებს მეგაფონით უკითხავს მსხვერპლსაც და ჯალათსაც – მათ, ვინც თანაბრად დააზარალა სისტემამ. ეს წიგნი ზურაბ რთველიაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – პოემიდან პოეტურ სცენარამდე. ავტორისთვის უცხო არაა ლირიკა და ესთეტიკური ტკბობა, ოღონდ ამ ყველაფერზე აზრი უნდა მბრძანებლობდეს. აზრი კი დაახლოებით ასე ისმის: სიტყვა ყველაფერია და ის ხორცშესხმული იარაღია, მთავარია კაცობრიობამ მშვიდობა აირჩიოს!
    
        
            
    
    
    -  “ბგერები, რომლებიც არ იქცნენ მძევლებად” (სიტყვებად, ცნებებად, ღირებულებებად...)
-  შესავალი სიტყვის მაგივრად
-  150.000 მეგაჰერცი
-  ქერუბიმი
-  ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას
-  ტირანასტანი
-  ოდდა თავისუფლებას
-  პოეტური ექსპროპრიაცია
-  დოქტორი სტეპლერი
-  მე ვარ ვენახი
-  2001-ე ჰიმნი საწოლს (ქვემოდან)
-  პარაზიტი
-  სიყვარულის პოლიცია
-  ანარქი
-  წმინდა მგლების ლოცვა
-  აპოკრიფი
-  მისია NN
-  ვარჯიში ღმერთისთვის
-  ტატჰაგატა
-  აპოკრიფი (II)
-  ყოველთვის
-  მკვდარი კაცი
-  ოდდა რომს
-  ვ ისრაელი ს
-  მცირე პოეტური ონტოლოგია
-  მავრი ქალაქში
-  წმ. მარგარეტ
-  სიყვარულის დაზგა
-  * * * (ჩრდილი ხეს ახლავს…)
-  * * * (მითხარი, როგორ არ მოგწონვარ…)
-  ოდდა ადიდებულ პოეტებს
-  წერილი ჟენევიდან
-  ზვიგენი
-  INVISIBLE
-  მან-ძილი
-  მილენიუმი
-  ქვემოდან ზემოთ – პოეტური კინოსცენარი
-  საუბრობენ როდიკა დრაგინჩესკუ და ზურაბ რთველიაშვილი
- სქოლიო