კალათა

დეტალურად

გრიგოლი და მარიამი გურიის პატარა ქალაქში ცხოვრობენ 90-იან წლებში და ერთ დანგრეულ სკოლაში სწავლობენ. ირგვლივ გაჭირვება, სიკვდილი და უიმედობაა. გრიგოლს უყვარს აჭარიდან გადმოსახლებული მარიამი, და მარიამსაც უყვარს ბიჭი... ორივე გულუბრყვილოდ ოცნებობს მომავალზე, გრიგოლი - მარიამის ცოლად შერთვაზე, მარიამი კი, თავისი აზრით, ლამაზ, ფერად სამყაროზე – ლილოს ბაზრობაზე, რომელიც მისთვის ახალ ცხოვრებაში შესასვლელი კარი უნდა გახდეს. რომანი LILOS ANGELES გიორგი კეკელიძის ბოლო წიგნია. მკითხველი უკვე კარგად იცნობს ქართველ პოეტს, პროზაიკოსსა და ესეისტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს. იგი პრემია „საბასა“ და არაერთი სხვა პრემიისა და ჯილდოს ლაურეატია.
  • თავი პირველი – აჭარელი გოგო
  • თავი მეორე – გურული ბიჭი
  • თავი მესამე – ფეხბურთი და სიყვარული
  • თავი მეოთხე – სკოლა
  • თავი მეხუთე – ელენე
  • თავი მეექვსე – სახლის უკანა მხარე
  • თავი მეშვიდე – სკოლის უკანა მხარე
  • თავი მერვე – შეყვარებული
  • თავი მეცხრე – მომზადება
  • თავი მეათე – მატარებელი
  • თავი მეთერთმეტე – სიკვდილისა და სირცხვილის წილ
  • თავი მეთორმეტე – გამოსვლა
  • თავი მეცამეტე – დიმედროლი
  • თავი მეთოთხმეტე – ბანკეტი
  • თავი მეთხუთმეტე – LILOS ANGELES