კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • შესავალი
  • თავი I. პირველი გაელვება
  • თავი II. გამოღვიძება
  • თავი III. ბავშვობის თავგადასავლებისა და გამოგონებების კიდობანი
  • თავი IV. მბრუნავი მაგნიტური ველის აღმოჩენა
  • თავი V. გზაჯვარედინი
  • თავი VI. იმედგაცრუება და სიცოცხლის წყურვილი
  • თავი VII. შეხვედრა ამერიკასთან და... თომას ალვა ედისონთან
  • თავი VIII. უესტინგჰაუზი და „დენების ომი“
  • თავი IX. კაცი უნიკალური მეხსიერებით
  • თავი X. ნიკოლა ტესლას ციური მუსიკა, ანუ მისტიკური კაცი, რომელსაც სურდა, მთელი დედამიწა გაენათებინა
  • თავი XI. ტესლასეული მუდმივი კავშირის სამყარო
  • თავი XII. კაცი – იდუმალი და ამოუცნობი
  • თავი XIII. ტესლას მისტიკა თუ ჭეშმარიტება?
  • თავი XIV.ელექტრობით მოთამაშე კაცის რომანტიკა და საგანძური
  • ნიკოლა ტესლას გამოგონებები და აღმოჩენები – „უკაბელო გადაცემის მსოფლიო სისტემის“ საფუძველი
  • ტესლა ციფრებში – გამომგონებლის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი თარიღები
  • ბოლოთქმა
  • გამოყენებული ლიტერატურა