კალათა

დეტალურად

ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად, მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა: მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. პირველი ნაწარმოები, „გავები ყვავილებზე“, 22 წლისამ დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯტაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა. ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანი, „პატარა ქალები“ 1868 წელს გამოვიდა. წიგნი, რომლის პერსონაჟების პროტოტიპები ავტორის ოჯახის წევრები არიან, დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchad House, რომელსაც 350-წლიანი მდიდარი ისტორია აქვს. ამ სახლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "Orchad House: Home of Little Women" 2019 წელს სატელევიზიო პრემია „ემით“ დაჯილდოვდა. „პატარა ქალები“ გამოსვლის დღიდან წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. 50-ზე მეტ ენაზე თარგმნილი რომანი XXI საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრებისა და ოჯახის მნიშვნელობაზე.
  • თავი პირველი. პილიგრიმობანა
  • თავი მეორე. მხიარული შობადღე
  • თავი მესამე. ლორენსების ბიჭი
  • თავი მეოთხე. ტვირთი
  • თავი მეხუთე. მეზობლობა
  • თავი მეექვსე. ბეთი მშვენიერ სასახლეში ხვდება
  • თავი მეშვიდე. ემის დამცირების ხეობა
  • თავი მეცხრე. მეგი ამაოების ბაზარში
  • თავი მეათე. პიკვიკის კლუბი და საფოსტო ყუთი
  • თავი მეთერთმეტე. ექსპერიმენტები
  • თავი მეთორმეტე. გენერალ ლორენსის ბანაკი
  • თავი მეცამეტე. ოცნების კოშკები
  • თავი მეთოთხმეტე. საიდუმლოებანი
  • თავი მეთხუთმეტე. დეპეშა
  • თავი მეთექვსმეტე. წერილები
  • თავი მეჩვიდმეტე. კეთილსინდისიერი პატარა
  • თავი მეცხრამეტე. ემის ანდერძი
  • თავი მეოცე. განდობანი
  • თავი ოცდამეერთე. ლორიმ ამბები დაატრიალა, ჯომ კი ყველანი მოარიგა
  • თავი ოცდამეორე. სიხარულის ველი
  • თავი ოცდამესამე. პაპიდა მარჩი საქმეს აგვარებს
  • სქოლიო