კალათა

დეტალურად

საწარმოს ახლგაზრდა ხელმძღვანელმა, მარკ ლევიმ, შვიდი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში, იცხოვრა. იქ სინთეზური გამოსახულებების ფირმა ჩამოაყალიბა. შემდეგ ჩამოვიდა პარიზში და სათავეში არქიტექტორთა ჯგუფს ჩაუდგა. 2000 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი „ეს რომ მართალი იყოს...”, რომელსაც თავბრუდამხვევი წარმატება ხვდა წილად: 2000 წელს ის ფანტასტიკის ჟანრში ნომერ პირველ წიგნად ითვლებოდა. რომანი ითარგმნა 30 ენაზე და სტივენ სპილბერგმა ავტორისგან ნაწარმოებზე ფილმის გადაღების უფლება შეიძინა. მარკ ლევი, რომელიც ახლა უკვე მნიშვნელოვან დროს წერას უთმობს, ძირითადად ლონდონსა და ნიუ-იორკში ცხოვრობს.
  • I
    • 1.
    • 2.
    • 3.
    • 4.
    • 5.
    • 6.
  • II
    • 7.
    • 8.
    • 9.
    • 10.