კალათა

დეტალურად

ნახვამდის, ერთმანეთს ზეცაში შევხვდებით...

პიერ ლემეტრი

გამომცემლობა აგორა

მთარგმნელი მზია გომელაური

რომანი

თარგმანი ფრანგულიდან

პიერ ლემეტრი – ფრანგი მწერალი და სცენარისტი, 2013 წლის გონკურის პრემიის ლაურეატი დაიბადა პარიზში 1951 წელს. უკვე ორმოცდაათ წელს გადაცილებული იყო, როდესაც მისი პირველი რომანი გამოიცა : 2006 წელს მისმა პირველმა რომანმა „Travail soigné“, კონიაკის ფესტივალზე საუკეთესო დებიუტისთვის პრიზი მიიღო. ხოლო მისი მეორე რომანი – „Robe de mariée“, 2009 წელს რამდენიმე პრემიით დაჯილდოვდა, როგორც ფრანგული დეტექტიური ჟანრის საუკეთესო რომანი; შემდეგ მისმა რომანმა „Cadres noirs“ (2010) „European Crime Fiction“ პრემია მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მისი რომანები კრიტიკოსთა და მკითხველთა შორის თანაბარი პოპულარობით სარგებლობს. 2013 წელს პიერ ლემეტრის პიკარესკულმა რომანმა „მშვიდობით, ერთმანეთს ზეცაში შევხვდებით“ გონკურის პრემია მოიპოვა. პიერ ლემეტრის რომანები მრავალ ენაზეა თარგმნილი; მისი ნაწარმოებების მიხედვით მრავალი კონოფილმია შექმნილი, მათ შორის ფილმმა „მშვიდობით, ერთმანეთს ზეცაში შევხვდებით“ საუკეთესო სცენარისთვის „სეზარის“ პრემია მოიპოვა. რომანი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს ეხება, მასში მოთხრობილია ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ამბავი. ერის მიერ გმირებად გამოცხადებული, ხეიბრები ან ომის საშინელების გამოვლით ტრავმირებული ბიჭები ცდილობენ ცხოვრება განაგრძონ. მაშინ როცა ომის წყალობით გამდიდრებული ადამიანების გაუმაძღრობას საზღვარი არ აქვს. აქ ნახავთ მაქინაციებს, აფერას, რეალურსაც და გამოგონილსაც. რომანი სავსეა ტრაგიკომიკური მომენტებით, სადაც ომისა და ომისშემდგომი პერიოდის სისასტიკეს ხშირად ავტორის ირონიული პოზიცია უპირისპირდება. სათაური კი აღებულია რეალურად არსებული, უსამართლოდ დახვრეტილი და სიკვდილის შემდეგ გამართლებული ჯარისკაცის, ჟან ბლანშარის წერილიდან, რომელიც მან სიკვდილის წინ ცოლს მისწერა: „შეხვედრა ზეცაში დაგითქვი. მჯერა, რომ ღმერთი ერთურთს იქ შეგვყრის. ნახვამდის, ერთმანეთს ზეცაში შევხვდებით, ჩემო ძვირფასო!“
  • 1918 წელი, ნოემბერი
    • 1
    • 2
    • 3
    • 4
    • 5
    • 6
    • 7
    • 8
    • 9
  • 1919 წლის ნოემბერი
    • 10
    • 11
    • 12
    • 13
    • 14
    • 15
    • 16
    • 17
    • 18
    • 19
    • 20
    • 21
    • 22
    • 23
    • 24
    • 25
  • 1920 წლის მარტი
    • 26
    • 27
    • 28
    • 29
    • 30
    • 31
    • 32
    • 33
    • 34
    • 35
    • 36
    • 37
    • 38
    • 39
    • 40
    • 41
    • 42
  • ეპილოგი
  • და ბოლოს...