კალათა

დეტალურად

ელის აილენდის უკანასკნელი მცველი

გაელ ჟოსი

გამომცემლობა აგორა

მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი

რომანი

თარგმანი ფრანგულიდან

გაელ ჟოსი (1960-) თანამედროვე ფრანგი მწერალი და პოეტია. მან შეიწავლა სამართალი, ჟურნალიზმი და კლინიკური ფსიქოლოგია. რამდენიმე წელი გაატარა ახალ კალედონიაში. ამჟამად ცხოვრობს პარიზში. მისი ნაწარმოებები ბევრი ლიცეუმის სასწავლო პროგრამაშია შესული. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო: დიჟონის მერიის პოეტური გამოცემის პრემია; ლავინალის პრემია, მარეს პრემია, პროვანსში ხატვის პრემია; ალენ-ფურნიეს პრემია, აუდიოკითხვის ეროვნული პრემია; წიგნის მაღაზიათა პრემია „ფრანს ბლე პაჟ“. რომანმა „ელის აილენდის უკანასკნელი მცველი“ მიიღო როტარი კლუბის ფრანკოფონთა ლიტერატურული პრემია, ბრეტანის აკადემიის პრემია, ევროკავშირის ლიტერატურული პრემია და მრავალი მედიათეკის ლიტერატურული პრემიები. გაელ ჟოსის წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი. 2013 წელს გაელ ჟოსს მიენიჭა საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის კავალრის წოდება. რომანში „ელის აილენდის უკანასკნელი მცველი“ მწერალი მოგვითხრობს ელის აილენდზე მდებარე იმიგრაციის ცენტრის ცხოვრებას, რომელსაც მისი დირექტორი იხსენებს 1954 წლის ნოემბერში, ცენტრის დაკეტვამდე დარჩენილ დღეებში. რამდენიმე პერსონაჟის, რეალურად არსებულთა თუ გამოგონილთა, ისტორიით მკითხველს თვალწინ წარმოუდგება ამერიკული ოცნებით ატაცებული 12 მილიონი იმიგრანტი, რომელთა ბედიც, 1892 წლიდან მოყოლებული, ამ კუნძულზე წყდებოდა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • ეპილოგი
  • წიგნის შესახებ
  • სქოლიო