კალათა

დეტალურად

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საფუძვლები

იზა გიგაური

გამომცემლობა უსტარი

საზოგადოება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უკვე დანერგილია დასავლეთის ბევრ ქვეყანაში და წარმატებით ხორციელდება არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებში, არამედ საშუალო და წვრილი ბიზნესიც ითვისებს ამ კონცეფციას. თუმცა, გლობალიზაციასთან ერთად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა განვითარებად ქვეყნებშიც დიდ ინტერესს იწვევს. საქართველოში კი ეს კონცეფცია ჯერ ახალია და გაცნობის სტადიაზეა. ამ საკითხებისადმი დაბალია საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი, რაც მისადმი ნაკლებ მოთხოვნილებას წარმოშობს. წიგნის მიზანია, შეავსოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნა ქართულ საზოგადოებაში და მკითხველს გააცნოს სოციალური პასუხისმგებლობის თეორიული საფუძვლები. წიგნი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის, ასევე ბიზნესმენებისთვის, მენეჯერებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესებული მკითხველისთვის.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • შესავალი
  • თავი 1. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
    • შესავალი
    • 1.1. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსი
    • 1.2. სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ისტორია და სამომავლო ტენდენცია
    • 1.3. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გლობალური სტანდარტები
  • თავი 2. მარკეტინგის სოციალური პასუხისმგებლობა
    • 2.1. მარკეტინგის სოციალური პასუხისმგებლობის თავისებურებები
    • 2.2. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მარკეტინგის კონტექსტში
    • 2.3. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი მარკეტინულ სტრატეგიაში
    • 2.4. სოციალური მარკეტინგი
  • თავი 3. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა და მართვა კომპანიაში
    • 3.1. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯმენტი
    • 3.2. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მოდელები
  • თავი 4. სოციალური პასუხისმგებლობის მოტივები და მისი გავლენა კომპანიის მიზნებზე
    • 4.1. სოციალური პასუხისმგებლობის უპირატესობები
    • 4.2. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კრიტიკა
    • 4.3. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიის ფინანსური ეფექტურობა
  • თავი 5. სოციალური პასუხისმგებლობის განსხვავებული აღქმა სხვადასხვა ქვეყანაში
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა
  • სქოლიო