კალათა

დეტალურად

კონცენტრიკული წრეები

თორნიკე ჭელიძე

გამომცემლობა ინტელექტი

პოეზია

თორნიკე ჭელიძის სადებიუტო პოეტური კრებული ცხოვრებაზეა, რომელიც მისი თქმით „დილის სიზმრიდან გამოსვლას ჰგავს... რაღაც მაინც რომ შემოგრჩება: სურნელი, ან სიტყვა, კადრები“, ბავშვობაზეა, რომელიც „ოთახის ერთი კუთხიდან გამოგყურებს... და ყურებზე იფარებს ხელებს“, სიკვდილსა და მარტოობაზე, როცა ხშირად ასე გეუბნებიან: „მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს... ჰოდა, შენ ზუსტად მის მოსვლამდე გტკივა“, ადამიანებზე, რომლებიც „შორსმხედველები არიან სხვის საქმეში...“ და არ იციან, „რომ ზოგი სახლშიც უსახლკაროა, რომ ზოგს თავის თბილ ოთახშიც სცივა“. სიყვარულზეც არის ეს წიგნი, რომელიც „ამ ყოველდღიურ კვდომაში, ისე გაჩნდება ხოლმე... როგორც ცარიელ და მიტოვებულ სახლში ბავშვმა წინ ჩაგირბინოს“. თორნიკე ჭელიძე დაუწერელ ლექსებზეც გვიყვება, რომლებიც გამარჯვებულ ჯარისკაცებს აგონებენ, „მტერს რომ უკანალს უჩვენებენ და იცინიან“. თუმცა მისი უკვე დაწერილი ლექსებიც ჯარისკაცები არიან, საპირისპირო მხარეს მებრძოლი მეომრები. მეომრები, რომლებიც იმ ომებზე მოგვითხრობენ, „მკვდრის წინ რომ უცბად სიცილს დაიწყებ და ცოცხლებთან აგეტირება...“. თუმცა ისიც კარგად იციან, რომ „ქარსაც აქვს დრო, ადგილი, ბოლო წერტილი, სადაც ჩადგება და მუხლს მოიყრის“.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ჩემი სამწუხარო მეგობრები
  • ცდისპირი
  • * * * (ისე ტკბილია წარსულის დარდი…)
  • * * * (ჩემი თაობის ბავშვობიდან…)
  • * * * (ღია კოსმოსში…)
  • * * * (გზაზე დამდგარს რომ სახლში მისულთა…)
  • * * * (ჩემი ბავშვობის ფოტოაპარატის)
  • * * * (ქუჩიდან რომ ბრუნდები სახლში…)
  • * * * (ტკივილებს თუ მიიჩვევ…)
  • ერთი დღის დღიური
  • * * * (განა ზეცაც აიმღვრევა…)
  • * * * (ვინც ჩემთან იყვნენ ამ ცხოვრებაში…)
  • * * * (მამა რომ სახლში დაბრუნდება…)
  • * * * (შემდეგ გვერდებს აღარ გადავშლი…)
  • ქაღალდის ნავი
  • * * * (ისე, ყველასთვის, ეს ხშირად ხდება…)
  • ფერადი ფანქრები
  • * * * (ვინ იცხოვრებს შენს ტკივილებში…)
  • * * * (სულ ნუ ჩადგებით ქარიშხლებო…)
  • * * * (ფანჯრებთან დიდხანს…)
  • * * * (მარტო თუ ცხოვრობ…)
  • * * * (ასრულდეს ყველა ძველი სურვილი…)
  • გამოსვლა
  • * * * (ამ ყოველდღიურ კვდომაში, ისე…)
  • წრის პოეზია
  • * * * (სულ ბოლოს მასთან უნდა გაჩერდე…)
  • * * * (მე მინახავს მიტოვებული სხეულები…)
  • * * * (ამ ჩვეულებრივ შემოდგომაში…)
  • * * * (ალბათ შენ თუ ხარ დამნაშავე…)
  • * * * (ალბათ, ვინმე ძვირფასთან ერთად…)
  • * * * (მაინცდამაინც კორპუსების ყრუ, ცივ კედლებზე…)
  • * * * (წყლის ზედაპირზე ვარსკვლავები ირეკლებიან…)
  • * * * (სულ ყველაფერს იზიდავს მიწა…)
  • * * * (მადლობა სიყვარულს…)
  • * * * (ზოგჯერ ისეთი გრძნობა მიჩნდება…)
  • * * * (თუ სამყაროში…)
  • * * * (ზოგჯერ იმდენად მიყვარს ცხოვრება…)
  • * * * (ის ხალხი ხომ დაგსიზმრებია…)
  • * * * (კარგად ვიცნობ ძველ ბუკინისტებს…)
  • * * * (წარმოიდგინე…)
  • * * * (ყოველდღიური არსებობის სიძნელეებში…)
  • * * * (გზებს არაფერი დააბრალო…)
  • ემიგრაცია
  • * * * (კაცივით იდგა შემოდგომა სოფელში შარშან…)
  • * * * (სახლები – ტყეში…)
  • * * * (ზოგჯერ იფიქრებ…)
  • * * * (რამდენჯერ უნდა მოკვდე…)
  • * * * (ბოლოს ძნელი არც უნდა იყოს…)
  • * * * (რა დავიჯერო…)
  • * * * (ახლა მივხვდი…)
  • * * * (როდესაც კალამს გადავდებ და…)