კალათა

დეტალურად

ბუნინის, ბედბერისა და ინანიშვილის მოყვარულებს სიურპრიზი ელით – ერთი შეხედვით მათ გზაზე მოსიარულე კაცი ბულვარულ რომანს წერს. არ შედგა ბულვარული რომანი. განა ამ ჟანრის რომელიმე კომპონენტი აკლია მას, განა ერთი ამოსუნთქვით არ იკითხება იგი? სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. გრძნობებისა და ქმედებების ავტორისეული ანალიზი ფლირტს სიყვარულად აქცევს, დრამას – ტრაგედიად. ნაპოვნია უმოკლესი გზა მკითხველამდე. მაღალი კლასის ლიტერატურა „საკითხავის“ ფორმით არის მოწოდებული. უმძლავრესი კონკურენტები – ტელევიზია და კომპიუტერი – ცოტა ხნით იხევენ უკან, დროის იმ მონაკვეთით, რაც ირაკლი ჯავახაძის „შავი სიის კავალერების“ წაკითხვას სჭირდება. (ზაალ სამადაშვილის წინასიტყვაობიდან)
  • ყდა
  • თავფურცელი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ოთარ ჩხეიძე – ეპიკური სტილის დასაცავად
  • მანანა ამირეჯიბი – წიგნის სათაური და მკითხველი