კალათა

დეტალურად

თედო სახოკია 1905 წელს, ამსტერდამიდან საქართველოში იარაღის შემოტანაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. სწორედ ეს პერიოდია აღწერილი 1931 წლით დათარიღებულ მოგონებაში, რომელიც აქამდე სრულად არ გამოქვეყნებულა, მხოლოდ სამი თავი დაიბეჭდა ჟურნალში „მნათობი“. წიგნი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ამგვარი მოგონებების ბევრი ავტორისაგან განსხვავებით, მწერალმა წარმოაჩინა არა პოლიტიკური გარემო და მოღვაწეთა საქმიანობა, არამედ ქუთაისიდან ციმბირამდე და უკან განვლილი გზა, პატიმართა ყოფა-ცხოვრება, ციმბირში გადასახლების პირობები, ყოველდღიურობა, ციმბირის ბუნება ქალაქები, სოფლები, იქ მცხოვრები ადამიანების საქმიანობა. თედო სახოკია (1868-1965) – მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური მოღვაწე; 1890-იან წლებში „საქართველოს თავისუფლების ლიგის“ წევრი, აფხაზეთში ქართული პარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, 1900-იან წლებში საფრანგეთის ანთროპოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, 1903-1905 წლებში საფრანგეთში პირველი ქართული გაზეთის „საქართველო" და ფრანგული დამატების „ლა ჟეორჟეს“ ერთ-ერთი გამომცემელი, 1904 წლიდან საქართველოს სოციალ–ფედერალისტთა პარტიის წევრი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ეპიზოდი თედო სახოკიას ცხოვრება-მოღვაწეობიდან
  • რეკომენდაცია
  • შესავალი
  • ნაწილი პირველი — იქით
    • I.
    • II.
    • III.
    • IV.
    • V.
    • VI.
    • VII.
    • VIII.
    • IX.
    • X.
    • XI.
    • XII.
  • ნაწილი მეორე — აქით
    • I.
    • II.
    • III.
    • IV.
    • V.
    • VI.
    • VII.
    • VIII.
  • პირთა საძიებელი
  • სქოლიო