ტიციან ტაბიძის მეუღლის, ნინო ტაბიძის (მაყაშვილი) მოგონებების წიგნი ფასეული მემუარული ხასიათის ნაწარმოებია. მკითხველი ეცნობა ქართული ლიტერატურის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის ავტორისეულ რეკონსტრუქციას, იღებს უაღრესად საყურადღებო ცნობებს ტიციან ტაბიძის, „ცისფერი ყანწების“, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის თბილისის კულტურული სიტუაციის, საბჭოთა კულტურული სინამდვილის, ტიციან ტაბიძესთან დამეგობრებული რუსი მწერლების შესახებ. ნინო ტაბიძემ მოგონებების წერა რუსულ ენაზე 1934 წელს დაიწყო და გააგრძელა 1960-იანი წლების დასაწყისამდე; როგორც ოჯახის წევრები იგონებენ, უკვე ასაკოვანი, იგი მათ ჰკარნახობდა წიგნის ზოგიერთ ეპიზოდს. ნინო ტაბიძის ავტობიოგრაფიული წიგნის ამ გამოცემაში აღდგენილია გამოტოვებული ფრაგმენტები; ასევე, ჩაემატა სხვადასხვა პირის, მათ შორის ბორის პასტერნაკის პირადი წერილები, რომლებიც შესულია რუსულ გამოცემაში, და ნინო ტაბიძის რამდენიმე პირადი წერილი ბორის პასტერნაკისადმი, რომელიც პირველად ქვეყნდება; ტექსტს დაერთო კომენტარები.
- წინასიტყვაობა (ლალი ავალიანი)
- ნინო ტაბიძე (რევაზ მარგიანის წინასიტყვაობა 1985 წლის ქართული გამოცემისათვის)
- ცისარტყელა განთიადისას
- ორპირი
- ოვანეს თუმანიანი
- ეღიშე ჩარენცი
- გიორგი ლეონიძე
- სერგეი ესენინი
- შეხვედრები მაიაკოვსკისთან
- ანდრეი ბელი
- ალექსეი ტოლსტოი
- იური ტინიანოვი
- ტიციან ტაბიძისა და ვიქტორ გოლცევის მიმოწერიდან
- ალექსანდრ ფადეევი
- კონსტანტინ ფედინი
- ლეონიდ ლეონოვი
- პაველ ანტოკოლსკი
- ნიკოლაი ზაბოლოცკი
- ნიკოლაი ტიხონოვი
- პიოტრ პავლენკო
- მოგონებანი პასტერნაკზე
- სქოლიო